საცხოვრებლად ჩემი ქალიშვილის ყოფილ მეუღლესთან გადავედი

0
3037

პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ქალი საკუთარი ქალიშვილის ისტორიას გვიამბობს.მე მარი მქვია. პირად ურთიერთობებში მთელი ცხოვრება არ მიმართლებდა. როდესაც მივხვდი, რომ აღარ გავთხოვდებოდი, გადავწყვიტე, რომ შვილი ჩემთვის გამეჩინა. ეს იმისთვის გავაკეთე, რომ ვინმე მყოლოდა, ვისზეც ვიზრუნებდი, მარტო რომ არ ვყოფილიყავი და სიბერეში რომ ვინმე დამხმარებოდა.

ქალიშვილი შემეძინა და ძალიან ბედნიერი ვიყავი.მას რომ არაფერი მოჰკლებოდა, მთელი ცხოვრება ორ სამსახურში ვმუშაობდი. ჩემს ანას ყველაფერი ჰქონდა.ანა სკოლაში ძალიან კარგად სწავლობდა, ამიტომ ინსტიტუტში მარტივად ჩააბარა და დაამთავრა. მე მას კარგი სამსახურის პოვნაში დავეხმარე, მაგრამ ანა მუდმივად უკმაყოფილო იყო. მისი აზრით, ის უკეთესს იმსახურებდა.

ოცდაოთხი წლის ასაკში ანამ ძალიან კარგი ბიჭი გაიცნო და ცოლად გაჰყვა. გიორგი ძალიან მშვიდი, მორჩილი და შრომისმოყვარე ადამიანი იყო. მას ანა ძალიან უყვარდა. მის გამო ყველაფრისთვის მზად იყო.

თავიდან ანას ის ძალიან მოსწონდა და ისინი ძალიან კარგად ცხოვრობდნენ. მათ ვაჟი შეეძინათ. ცოტა ხნის შემდეგ ანას ყველაფერი მობეზრდა და ახალი ქმრის ძებნა დაიწყო: უფრო მკაცრის, ჯიუტის და ამპარტავნის.

ჯერ კიდევ ქორწინებაში იმყოფებოდა, როდესაც სხვა მამაკაცებთან შესახვედრად გარბოდა. ეს რომ გავიგე, მისი შეჩერება ვცადე, მაგრამ ქალიშვილმა არ დამიჯერა. მას ნიკასთან ჰქონდა რომანი.

ნიკა გიორგის სრულიად არ ჰგავდა და ამიტომ მოსწონდა ანას. მაგრამ ნიკას მხოლოდ ლაპარაკი უყვარდა, გაკეთებით კი არაფერს აკეთებდა. მას არც მანქანა ჰყავდა, არც ბინა ჰქონდა და არც ნორმალური სამსახური.

ანა, თითქოს სიყვარულისგან დაბრმავებულიყო და ვერაფერს ამჩნევდა. მან გიორგი მიატოვა და საცხოვრებლად ჩემთან გადმოვიდა. ბუნებრივია, შვილიც თან წამოიყვანა. ლაშას მუდმივად ჩემთან ტოვებდა, თავად კი ნიკასთან პაემანზე გარბოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ქალიშვილი ძალიან მიყვარს, ამის ატანას არ ვაპირებდი. მე მას წესრიგისკენ მივუწოდებდი. ის კი გაბრაზდა და თავისი ნიკოლოზი სახლში მოგვიყვანა.ჩემი ცხოვრება ჯოჯოხეთად იქცა.

ნიკოლოზი გამუდმებით ბრძანებებს იძლეოდა, ლაშას აწყენინებდა, ფულს გვთხოვდა და გვთხოვდა, რომ მითვის კარგი საჭმელი დაგვეხვედრებინა. ანა, ძველებურად სიყვარულით იყო დაბრმავებული.ასეთ გარემოში ცხოვრებისგან, მუდმივი მღელვარებისა და სტრესისგან, ინფარქტი დამემართა. საავადმყოფოში დიდხანს ვიწექი.

გადავწყვიტე, რომ გიორგის დავლაპარაკებოდი, ვინაიდან ამ ყველაფერს ლაშაც ძალიან განიცდიდა.გიორგი ანას დაელაპარაკა და მათ ძალიან მაგრად იჩხუბეს. ანას არავის მოსმენა არ სურდა. ყველაფერს გიორგის აბრალებდა. გიორგიმ ვეღარ მოითმინა და უთხრა, რომ ბავშვს თავისთან წაიყვანდა. ანას ამის საერთოდ არ შეშინებია, პირიქით, გაუხარდა. მან სწრაფად ჩაალაგა შვილის ნივთები და გიორგის გააყოლა.

გაოგნებული ვიყავი იმით, რაც ხდებოდა. ძალიან მეშინოდა, ვიცოდი, რომ ვერ ვიცხოვრებდი ჩემს ქალიშვილთან და მის საყვარელთან ერთად. გიორგის ვთხოვე, რომ ლაშასთან ერთად მეც წავეყვანე. ის დამთანხმდა.მას დიდი ბინა ჰქონდა, სადაც სამივემ ერთად დავიწყეთ ცხოვრება.

ერთი თვის შემდეგ ჩემი ქალიშვილი ვაიძულე, რომ ჩემი ბინა დაეტოვებინა. მას ძალიან ეწყინა და თავის საყვარელთან ერთად სხვა ქალაქში გაემგზავრა.ერთი წლის შემდეგ გიორგიმ კარგი გოგონა გაიცნო და მასზე დაქორწინდა. ვიფიქრე, რომ თავისი ბინის დატოვებას მთხოვდა, მაგრამ გიორგიმ სხვაგვარად გადაწყვიტა: ჩვენ ჩვენი ბინები გავყიდეთ და ერთი დიდი სახლი ვიყიდეთ.

მალე, გიორგის მეუღლეს გოგონა შეეძინა. ახლა მე ორი შვილიშვილი მყავს. ნინისთან, გიორგის მეუღლესთან მშვენიერი ურთიერთობა მაქვს. ის ჩემთვის ბევრად უფრო ახლობელი გახდა, ვიდრე ჩემი საკუთარი ქალიშვილი.

ცხოვრებაში ასეც ხდება, რომ უცხო ადამიანი, შეიძლება უფრო ახლობელი გახდეს, ვიდრე ნათესავი…