უცებ შევნიშნე, რომ ექვსი-შვიდი წლის ბიჭი ჩემი მეგობრის ჰოთ-დოგის მოპარვას ცდილობდა

260

პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ახალგაზრდა ქალი საკუთარი მეგობრის ისტორიას გვიამბობს.მე მარი მქვია. მყავს საუკეთესო მეგობარი, რომელსაც ლელა ჰქვია. მე და ლელამ ერთმანეთი ინსტიტუტში სწავლის დროს გავიცანით და დავმეგობრდით.

სწავლის დამთავრების შემდეგ მუშაობა დავიწყეთ და მეგობრობას ვაგრძელებდით.მე პირველი გავთხოვდი, ლელას კი რატომღაც არ უმართლებდა.ეს ამბავი ოთხმოცდაათიანი წლების ბოლოს მოხდა.ერთხელ, ჩემი ქმარი მეგობრებთან ერთად სათევზაოდ წავიდა, მე კი სახლში ვიყავი და ვისვენებდი. ლელამ დამირეკა, მას პრობლემა ჰქონდა, შეყვარებულს დაშორდა. პირად ცხოვრებაში მუდმივი წარუმატებლობის გამო, ლელას დეპრესია დაეწყო.

გადავწყვიტე, ჩემს მეგობარს დავხმარებოდი და ვუთხარი, რომ ცუდი არ იქნებოდა თუ ერთმანეთს პარკში შევხვდებოდით, გავისეირნებდით და ყველაფერზე მშვიდად ვისაუბრებდით.

ორი ჰოთ-დოგი ვიყიდე და მეგობარს გავუმასპინძლდი. სკამზე დავსხედით, დავიწყეთ საუბარი და ჰოთ-დოგის ჭამა. ლელამ უცებ ტირილი დაიწყო, მე მას ვამშვიდებდი. უცებ შევნიშნე, რომ ექვსი-შვიდი წლის ბიჭი ჩემი მეგობრის ჰოთ-დოგის მოპარვას ცდილობდა, რომელიც მან სკამზე დადო. ბიჭი გაიქცა, მაგრამ მე სწრაფად დავეწიე. ძალიან გავბრაზდი და მას ვუყვირე:

  • ოჰ, შე ქურდო! აბა, სასწრაფოდ შენს მშობლებთან მიგვიყვანე. მე მათ ვუამბობ, რით ხარ დაკავებული!

ლელამ ჩემი დამშვიდება სცადა, მაგრამ მე ძალიან გავბრაზდი და ამიტომ ვაიძულე ბიჭი, რომ მშობლებთან წავეყვანეთ. ბიჭი თავჩაქინდრული მოდიოდა.ცოტა ვიარეთ, შემდეგ კი უცებ თითით სარდაფზე მიგვანიშნა და გვითხრა:

  • უკვე მოვედით.

მე და ლელა ვერ ვიჯერებდით, რომ ის სიმართლეს ამბობდა. სარდაფში ჩავედით და სამი წლის ძალიან ბინძურად ჩაცმული გოგონა გამოვარდა ჩვენთან შესახვედრად.გოგონამ ბიჭს გაუღიმა და ხელი გაუწოდა.მოულოდნელობისაგან, ბიჭს ხელი მაშინვე გავუშვი. ის მაშინვე თავისი დისკენ გაიქცა და ჰოთ-დოგი გაუწოდა. გოგონამ გამოართვა და ძალიან ხარბად დაიწყო ჭამა. აშკარა იყო, რომ ძალიან შიოდა.

გიორგი და მისი უმცროსი და, ეკა, ამ სარდაფში ცხოვრობდნენ. მათი დედა ძალიან ბევრს სვამს, მამა კი ცოტა ხნის წინ გარკვეული დანაშაულისთვის დააპატიმრეს. მას შემდეგ რაც გიორგის და ეკას მამა ციხეში ჩასვეს, დედა საერთოდ გაუჩინარდა. ამასთანავე, მან კომუნალური ბინის კარი ჩაკეტა და შვილები მარტო დატოვა ქუჩაში. მეზობლებმა ისინი სახლში არ შეუშვეს, სხვა ნათესავები კი – ამ ბავშვებს არ ჰყავდათ. ეს სარდაფი გიორგიმ მოძებნა თავისთვის და თავისი დისთვის.გიორგი ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ საჭმელი ეშოვნა. ნარჩენებს აგროვებდა, ზოგჯერ საჭმელს იპარავდა. ყველაზე საუკეთესო თავისი დისთვის მოჰქონდა.

ეს ბავშვები ძალიან შემეცოდნენ და ძალიან შემრცხვა საკუთარი საქციელის.ლელას კი ძალიან გაუხარდა. მან ეს ბავშვები მაშინვე თავისთან წაიყვანა. ბავშვების დედას სამი თვის მანძილზე ვეძებდით. როდესაც ვიპოვნეთ, ფული გადაუხადეთ და მან შვილებზე უარი დაწერა. ლელამ ეს ბავშვები იშვილა და ძალიან ბედნიერი იყო.ერთი წლის შემდეგ, ლელამ მამუკა გაიცნო და ცოლად გაჰყვა. ერთი წლის შემდეგ მათ ვაჟი შეეძინათ.

მრავალი წლის შემდეგ გიორგი ექიმი გახდა, ეკა კი – მასწავლებელი.ლელას კი მიაჩნია, რომ ამ ქვეყნად ყველაზე ბედნიერი ქალია.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს