რჩევები მულტისახარშის მფლობელებს: რძე არ გადმოდის, ლაბა 100–ჯერ უფრო გემრიელია

0
135

მულტისახარშის წარმატებული მუშაობა საქმიანი დიასახლისების ცხოვრებას ძლიერ ამარტივებს. საკმაოდ მოსახერხებელი ნივთი გამოიგონეს. სანამ ვახშამი მზადდება, ადამიანს შეუძლია აუცილებელი სამუშაო ან საოჯახო საქმეები შეასრულოს. ქურასთან დგომა საჭირო არაა, რადგან საჭმლის მომზადების პროცესი მთლიანად ავტომატიზირებულია. მულტისახარშის მუშაობა ბანალური ფაფით ან მარტივი წვნიანით არ შემოიფარგლება.

მულტისახარშის მუშაობა – გთავაზობთ საუკეთესო ხრიკებს მულტისახარშისთვის. მათი დახმარებით მაქსიმალურად მრავალფეროვან კერძებს მოამზადებთ. მოწყობილობის ეკრანზე შესაბამისი რეჟიმის არარსებობა დაბრკოლება არაა. წარმოიდგინეთ, როგორ გაიხარებს ოჯახი დიდებული ვახშმით. ეს ყველაფერი მხოლოდ ერთი მულტისახარშით შეგიძლიათ გააკეთოთ.

საყვარელი გემო – მულტისახარში მოხარშული რძის საყვარელ გემოს მარტივად გაგახსენებთ. ქურაზე რძის თვალყურის დევნება ყოველთვის შესაძლებელი არაა. ხშირად რძე გადმოდის და მთელ ქურაზე იღვრება. მულტისახარშის წყალობით ამ პრობლემას მოიშორებთ. მოხარშული რძის იდეალურ გემოს „მოშუშვის“ რეჟიმზე 5 საათში მიაღწევთ.

გარდა ამისა, მულტისახარშში სახლის მაწონი შეგიძლიათ გააკეთოთ. სპეციალური მაწვნის დედა შეიძინეთ და ღამით მულტისახარში დატოვეთ. საქმე იმაშია, რომ მულტისახარშის შიდა ჭურჭელი სითბოს დიდხანს ინარჩუნებს. თუ მაწვნის დედას თბილ რძეს დაუმატებთ, მულტისახარშს თბილი საბნით ან პლედით შეფუთავთ, დილით გემრიელ მაწონს დააგემოვნებთ.

„მოშუშვის“ ან „ფლავის“ რეჟიმზე გემრიელი კარტოფილი შეგიძლიათ გააკეთოთ. პირველ შემთხვევაში ნაზი და რბილი გამოვა, ხოლო მეორეში – ხრაშუნა ქერქით და მიმზიდველი ოქროსფერი შეფერილობით. გაითვალისწინეთ, რომ კარტოფილის ნაჭრები ძალიან პატარა არ უნდა იყოს, რომ არ დაიწვას.

სწრაფი ვახშამი – გირჩევთ, რომ სწრაფი კერძების მომზადება სცადოთ. პირველი ვარიანტია პელმენი „ფლავის“ რეჟიმზე. უბრალოდ გაყინული პელმენები მულტისახარშის ჭურჭელში ჩაყარეთ, ნახევარი ჭიქა წყალი და სანელებლები დაუმატეთ. ჩართეთ და დასრულების სიგნალს დაელოდეთ. ვახშამი ჩვეულებრივ ქვაბზე მოხარშულს არაფრით ჩამოუვარდება. პელმენები ერთმანეთს არ ეწებება და არ იშლება.

„ფლავის“ რეჟიმის კრეატიული გამოყენების მეორე ვარიანტია მაკარონი „პაფლოცკი“. ცოტა ფარში ხახვთან ერთად „ცხობის“ რეჟიმზე შეწვით. როცა მომზადდება, მაკარონი დაუმატეთ და ცოტა წყალი დაასხით ისე, რომ მაკარონის წვერები სითხიდან იწვერებოდეს. შემდეგ რეჟიმი ჩართეთ და მალე ნოყიერ ხორციან მაკარონს დაელოდეთ.

მულტისახარშის ხარისხიანი მუშაობა – კიდევ როგორ გამოვიყენოთ მულტისახარშის მუშაობის რეჟიმები კრეატიულად? მაგალითად, „ცომეულის“ რეჟიმი თევზის და ხორცის შესაწვავად იდეალურია. წვნიან ნაჭრებს ოქროსფერი ქერქით მიიღებთ. რეჟიმი „მოშუშვა“ საშუალებას მოგცემთ, რომ ორი კერძი ერთ ჭურჭელში ერთდროულად მოამზადოთ. ამისთვის ერთი ჭურჭელში მოათავსეთ, მეორე – ჭურჭლის ზემოთ ბადეზე. სანამ ქვედა ნაწილში ფაფა იხარშება, ზემოთ მზადდება სოსისი, ქათმის ფრთები, კატლეტი ან ბოსტნეული ორთქლზე.

მულტისახარშში ლაბაც შეგიძლიათ მოამზადოთ. მოწყობილობაში ყველა აუცილებელი კომპონენტი მოათავსეთ და წყალი მაქსიმალურ ნიშნულამდე დაუმატეთ. „მოშუშვის“ რეჟიმი აირჩიეთ და მულტისახარში 7 საათით დაივიწყეთ. სიტყვაზე, მულტისახარში ჰაერის დამატენიანებლად მარტივად შეგიძლიათ გამოიყენოთ. აირჩიეთ იგივე რეჟიმი, ჭურჭლის 2/3 წყლით გაავსეთ და რამდენიმე წვეთი პიტნის არომაზეთი დაუმატეთ. თავსახური ღია დატოვეთ.