პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ქალი საკუთარი მეზობლის ისტორიას გვიამბობს.
ვერიკო ძალიან კარგად გათხოვდა. მისი გია ძალიან კარგი ქმარი და მამა იყო. ვერიკოს ორი შვილი შეეძინა: გოგო და ბიჭი. ძალიან კარგად ცხოვრობდნენ. შემდეგ კი უბედურება დატრიალდა: მთვრალი მძღოლი გიას დაეჯახა. ის ადგილზე გარდაიცვალა.
ვერიკო ორ შვილთან ერთად მარტო დარჩა. მან ძალიან მძიმედ გადაიტანა საყვარელი მეუღლის გარდაცვალება. მან გადაწყვიტა, რომ აღარ გათხოვილიყო და საკუთარი თავი მთლიანად შვილებისთვის მიეძღვნა. მეზობლებიც და კოლეგებიც ეუბნებოდნენ, რომ არასწორად იქცეოდა და საკუთარი თავი ასე არ უნდა დაევიწყებინა, მაგრამ ვერიკო მათ არ უჯერებდა. ორ სამსახურში მუშაობდა, რათა მის შვილებს ყველაფერი ჰქონოდათ.
ვერიკო თითქმის არ ისვენებდა, ის ძალიან ადრე დგებოდა და ძალიან გვიან იძინებდა.
ბავშვები გაიზარდნენ, ინსტიტუტები დაამთავრეს. ვერიკო თავის შვილებს ძალიან კარგად ეხმარებოდა: სახლი ორივეს უყიდა, შვილიშვილებს უვლიდა. ერთ დღეს, ის ძალიან ცუდად გახდა. დიდი გაჭირვებით შეძლო სასწრაფოს გამოძახება.
საავადმყოფოში მისი შვილები მხოლოდ ერთხელ მივიდნენ. სახლში რომ დაბრუნდა, მასთან საერთოდ არ მისულან, მხოლოდ ხანდახან ურეკავდნენ და ეუბნებოდნენ, რომ ძალიან დაკავებულები იყვნენ და დრო არ ჰქონდათ მის მოსავლელად.
ვერიკოსთვის ძალიან მწარე იყო ამ ყველაფრის მოსმენა. მას არ ესმოდა, თუ ასეთი რამ როგორ შეიძლებოდა: მან ხომ მთელი ცხოვრება შვილებს მიუძღვნა, ისინი კი მის მონახულებაზეც კი უარს ამბობენ.
ვერიკოს სხვისი დახმარების გარეშე აღარ შეეძლო, ამიტომ მომვლელი დაიქირავა. თითქმის მთელ პენსიას მას აძლევდა. ახლა ის ნახევრად მშიერია, რადგან მას წამლების ყიდვაც სჭირდება.
შვილებს საკუთარი დედა არც კი ახსენდებათ. ვერიკოს ესმის, რომ ყველაფერში თავად არის დამნაშავე: თავად აღზარდა შვილები ასეთ ადამიანებად. იგი ფიქრობდა, რომ ვალდებული იყო ისე გაეკეთებინა, რომ მათ ყველაფერი ჰქონდათ. ამისთვის, ის ძალიან ბევრს მუშაობდა და საერთოდ არ ზრუნავდა შვილების აღზრდაზე. მისი შვილები მიჩვეულები არიან, რომ ის მათ მუდმივად ეხმარება, მაგრამ მათ ვერ ისწავლეს დედის სიყვარული და პატივისცემა.
ისინი უგრძნობ და უმადურ ადამიანებად ჩამოყალიბდნენ. დედისთვის ამ ყველაფრის გაცნობიერება ძალიან მტკივნეულია…