მარჯვე მეთევზეების ხრიკი, რომ ლიპყინულში არ ჩავარდეთ

0
132

ზამთრის ფეხსაცმლის სრიალა ძირი ჩემი ტკივილია. ისედაც ნებისმიერ დროს შეიძლება ფეხი გადამიბრუნდეს, ხოლო ზამთარში ჩემი მოუხერხებლობა უფრო სასაცილო ხდება. აღარ მინდა ყინულზე დაცემა! ინტერნეტ სივრცეში ვეძებ კარგ ხრიკს, როგორ დავამუშავო ფეხსაცმლის ძირი, რომ აღარ სრიალებდეს. ბევრი საინტერესო მეთოდი მეთევზეობის საიტებზე ვიპოვე. ჩემს აღმოჩენას გიზიარებთ.

ფეხსაცმლის სრიალა ძირი – არსებობს ბევრი მეთოდი, რომ ფეხსაცმლის ძირი აღარ სრიალებდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მოხუცების შემთხვევაში, რომელთათვის მოტეხილობამ (განსაკუთრებით ბარძაყის ყელი) ტრაგიკული შედეგები შეიძლება გამოიწვიოს.

პირველი და ყველაზე აშკარა მეთოდია სპეციალური მოცურების საწინააღმდეგო კაუჩუკის სტიკერების შეძენა. თეთრები ღირს, მაგრამ ეფექტურია. დიდხანს ვერ ძლებს, ამიტომ ხშირად შეცვლა მოგიწევთ. კიდევ ერთი გადაწყვეტილებაა სპეციალური ყინულმჭრელი ძირი. ესაა დარეზინებული ქვესადები ბასრი რკინის წვეტებით, რომლის ხარჯზეც ფეხსაცმელი ყინულზე არ სრიალებს. საკმაოდ მოუხერხებელი ნივთია. სწორედ ამიტომ, უფრო მარტივი ხელნაკეთი საშუალებების გამოყენებას გირჩევთ.

როგორ გავხადოთ ფეხსაცმლის ძირი ნაკლებად სრიალა

  1. ფეხსაცმლის ძირი რომ არ სრიალებდეს, თმის ლაქით დაამუშავეთ. მანამდე ძირი ზუმფარის ქაღალდით მსუბუქად გახეხეთ. ვარიანტი შეუფერებელია, თუ ფეხსაცმლის ზედაპირის დაზიანება არ გსურთ. სამაგიეროდ, ყინულზე ნამდვილად არ დაეცემით.
  2. ხელსაწყოების ნაკრებში გამჭვირვალე სილიკონს იპოვით. ჩვეულებრივ, მას უნიტაზის, აბაზანის და საშხაპე კაბინის დასალუქად იყენებენ. ამ საშუალებით ფეხსაცმლის ძირზე პატარა შვერილები შეგიძლიათ გააკეთოთ. ასე ფეხსაცმელი ნაკლებად ისრიალებს.
  3. მსგავსი მანიპულაცია სუპერწებოთი ან ჩვეულებრივი პვა წებოთი შეგიძლიათ გააკეთოთ. პვა წებოს ცოტა ქვიშა შეგიძლიათ დააყაროთ. სრულად გამაგრებას დაელოდეთ. ამ ხრიკით ფეხსაცმელი 1–2 კვირა არ ისრიალებს.
  4. თუ აქ და ახლა თავის დაცვა გჭირდებათ, ქსოვილის ლეიკოპლასტირი გამოიყენეთ. რამდენიმე ზოლი გადაჭერით და მთელ ძირს დააკარით. ხრიკი მხოლოდ მშრალ და ყინვა ამინდში გამოგადგებათ.
  5. ლეიკოპლასტირის ნაცვლად ქეჩის ჩანართები შეგიძლიათ გამოიყენოთ. სუპერწებოთი ან პვა წებოთი დაამაგრეთ. ასეთი დაცვა სველ ამინდში შეუფერებელია.
  6. მოცურების საწინააღმდეგოდ ზუმფარის ქაღალდი დამოუკიდებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ. ფეხსაცმლის ძირს დააკარით. რამდენიმე კვირა ან 1 თვე გაძლებს.

პროფესიონალური მეთოდები – ყველა ვერ გაბედავს, რომ ფეხსაცმელზე ექსპერიმენტები ჩაატაროს. განსაკუთრებით ისინი, რომელთაც ხარისხიანი მასალისგან დამზადებული ძვირადღირებული მოდელები აქვთ. თუ ასეთი ფეხსაცმელი სრიალებს, ოსტატს მიმართეთ, რომელიც ზუსტად გეტყვით, როგორ გახადოთ ნაკლებად სრიალა. მაგალითად, სპეციალური რკინის ქუსლსაკრავი შეიძლება დააკრას. მას ქუსლში სვამენ. ასე ფეხსაცმელი ყინულზე ნაკლებად სრიალებს. გაითვალისწინეთ, რომ სიარულისას ფეხსაცმლის ხმა შორსაც ისმის. ოსტატს შეუძლია ფეხსაცმლის მთელი ძირი ლითონის ლურსმნებით და ხრახნებით დაჭედოს. მართალია, ყველა ძირზე შესაფერისი ვარიანტი არაა. მჭიდრო და უხეში უნდა იყოს. მასიური ყელიანი ფეხსაცმლისთვის შესაფერისია.