პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ქალი საკუთარ ისტორიას გვიამბობს.
ჩემი ქალიშვილი მარტომ გავზარდე. ქმარი ავტოკატასტროფაში დაიღუპა, როდესაც ეკა მხოლოდ სამი წლის იყო. ვცდილობდი, რომ ჩემი ქალიშვილისთვის არაფერი მომეკლო. შემდეგ ეკამ გიორგი გაიცნო და ისინი დაქორწინდნენ.გიორგიმ საერთოდ არ იცოდა, როგორ უნდა მოპყრობოდა ფულს, ახლა ეს არც ჩემმა ქალიშვილმა არ იცის. მათ მუდმივად ვალები აქვთ. არ მესმის, ასე როგორ შეიძლება. ისინი ვერ ახერხებენ იმ ფულით ცხოვრებას, რომელსაც გამოიმუშავებენ. ისინი ფულს საერთოდ არ ზოგავენ და მუდმივად ვალები აქვთ.
მე ყოველთვის სხვანაირად ვეპყრობოდი ფულს. ყოველთვის ძალიან ბევრს ვმუშაობდი, პატარა ერთოთახიან ბინაში ვცხოვრობდი, ფულს ვაგროვებდი.ჩემმა ქალიშვილმა და სიძემ ბევრჯერ მთხოვეს საცხოვრებლად ჩემთან გადმოსვლა. მე ყოველთვის უარს ვეუბნებოდი, თორემ ისინი მეც მაიძულებდნენ ვალებით ცხოვრებას. შვიდი წლის წინ კიდევ ერთი ერთოთახიანი ბინა ვიყიდე. მთელი ეს წლები ამ ბინას ვაქირავებდი და მიღებულ ფულს ვაგროვებდი. ჩემმა ქალიშვილმა და სიძემ ამ ბინის შესახებ არაფერი იციან.
ამ ფულს ჩემს ქალიშვილს და სიძეს არ ვაძლევ. ისინი მაინც გაანიავებენ. ასე რომ, მე ჩემი ხელფასით ვცხოვრობ და ბინის ქირის ფულს კი ვაგროვებ. ვფიქრობდი, რომ ეს ფული ძალიან გამომადგებოდა, როდესაც პენსიაზე გავიდოდი. ვოცნებობდი, რომ პენსიაზე გასვლისას ამ ფულით ჩემთვის პატარა სახლს ვიყიდიდი და ყვავილების გაშენებას შევძლებდი, რომლებიც ძალიან მიყვარს.გადავწყვიტე, ჩემს სიძეს და ქალიშვილს ფულით არ დავხმარებოდი, რადგან მათ აბსოლუტურად არ იციან როგორ დაგეგმონ საკუთარი ხარჯები და ეს წლების განმავლობაში არ იცვლება. მათ რომ დავხმარებოდი, ისინი ჩემ იმედად კიდევ უფრო მეტ ვალს აიღებდნენ. შედეგად, მე თვითონაც ვალებში აღმოვჩნდებოდი. ასეთი ცხოვრება მე არ მინდოდა.
მერე უბედურება დამემართა. გვიან ღამით სახლში ვბრუნდებოდი და დავეცი. ფეხი მოვიტეხე. ძალიან სერიოზული მოტეხილობა მქონდა. თაბაშირში ჩამსვეს და საავადმყოფოში დამაწვინეს.ჩემი ქალიშვილი მაშინვე მოვიდა საავადმყოფოში, ოღონდ არა იმისთვის, რომ ჩემი ჯანმრთელობის შესახებ გავიგო, არამედ იმიტომ, რომ ჩემს ბინაში ცხოვრების ნებართვა ეთხოვა. ბინის ქირა რატომ გადავიხადოთო?
მე მათ ჩემს სახლში დარჩენის უფლება მივეცი. იმედი მქონდა, რომ ჩემი სიძე და ქალიშვილი საავადმყოფოში მინახულებდნენ, ჩემს ყვავილებს მორწყავდნენ და ჩემს კატას აჭმევდნენ. შევცდი. ჩემი ქალიშვილი და სიძე ჩემს ბინაში ცხოვრობდნენ, მაგრამ ჩემი არსებობა დაივიწყეს.რისთვის მოვიდეთ? ძალიან შორსაა! მანდ ხომ გაჭმევენ! კიდევ რა გჭირდება? დაწექი და განიკურნე! დროებით! – მითხრა ჩემმა ქალიშვილმა.
რამდენიმე დღის შემდეგ საავადმყოფოში ჩემს სანახავად ჩემი მეზობელი მოვიდა. ლელას და მის მეუღლეს სამი ნაშვილები და ორი საკუთარი შვილი ჰყავდათ. ისინი ყველა პატარა ოროთახიან ბინაში ცხოვრობდნენ.ლელამ მომიტანა ჩაი, გემრიელი ფუნთუშები, ხილი. ამ ყველაფრის დანახვისას ავტირდი. ჩემი საკუთარი ქალიშვილი ხომ ჩემთან მოსვლას არც კი აპირებდა. მას არ აინტერესებდა როგორ ვიყავი, თავს როგორ ვგრძნობდი. ჩემს მეზობელი კი გულგრილი არ იყო ამ ყველაფრის მიმართ.
ლელა ძალიან კარგი ქალი და მშვენიერი დედა იყო. მისი ყველა შვილი ყოველთვის გამოკვებილი და სუფთად ჩაცმული იყო. ჩვენ ხშირად ვსტუმრობდით ერთმანეთს.ჩემი ავადმყოფობის დროს მე და ლელა ძალიან დავახლოვდით. ის ხშირად მოდიოდა ჩემს სანახავად. მისი წყალობით ვგრძნობდი, რომ ვიღაცას ვჭირდებოდი და რომ ყველასათვის სულ ერთი არ იყო სად ვიყავი და როგორ ვიყავი.
ლელამ მაჩუქა ის სითბო და ზრუნვა, რასაც ჩემი შვილისგან ველოდი, მაგრამ ვერ ვეღირსე. ერთხელ ლელას ვკითხე:
- ასეთ პატარა ბინაში ალბათ თავს ვიწროდ გრძნობთ, არა?
- არა! ნორმალურია. მიჩვეულები ვართ.
მთელი ღამე არ მძინებია, გადავწყვიტე, რომ ლელას და მის ოჯახს დავხმარებოდი. გადავწყვიტე მათთვის სახლი მეყიდა. ჩემს მიერ შეგროვებული ფული, ნორმალური სახლის საყიდლად საკმარისი უნდა ყოფილიყო.ლელა ვერ იჯერებდა, რომ მისი ოჯახისთვის სახლის ყიდვა მინდოდა. ის დიდი ხნის განმავლობაში უარზე იყო, მაგრამ შემდეგ დამთანხმდა. როდესაც გამოვჯანმრთელდი, ძალიან სწრაფად შევძელით კარგი სახლის პოვნა მათი ოჯახისთვის. ლელას ქმარმა რემონტი თავად გააკეთა. მათ თავიანთი ბინა გაყიდეს და იქვე ახლოს პატარა სახლი მიყიდეს. ძალიან გამიხარდა: ახლა შემეძლო ჩემი საყვარელი ყვავილების მოშენება.
ჩემმა ქალიშვილმა გაიგო, რომ ლელას სახლი ვუყიდე და საშინელი ჩხუბი ატეხა.
- რას აკეთებ, დედა! მე, შენს ქალიშვილს, საკუთარი სახლი არ მაქვს. სახლი ჩემთვის არ გიყიდია და უცხო ქალს უყიდე! სულ გაგიჟდი?!
- ერთხელ მაინც რატომ არ მოხვედი ჩემთან, როდესაც თითქმის ორი თვე საავადმყოფოში ვიწექი? მაშინ დედა არ გჭირდებოდა! იცხოვრე შენს ქმართან ჩემს ბინაში. მე კი თავი დამანებეთ!
ლელა და მისი ქმარი ძალიან მეხმარებიან. მათი შვილები ბებიას მეძახიან. ძალიან ბედნიერი ვარ. იმას ვაკეთებ, რის გაკეთებაც დიდი ხანია მინდოდა – ჩემს საყვარელ ყვავილებს ვზრდი.ჩემი ქალიშვილი ჩემთან ფულის სათხოვნელად მოვიდა. მისმა ქმარმა მოტოციკლი იყიდა, ფული ისესხა. მათ ვალის გასასტუმრებელი ფული არ ჰქონდათ. ჩემს ქალიშვილს ფული არ მივეცი.
ერთი წლის შემდეგ გავიგე, რომ მათ ჩემი ბინა ვალების გამო წაართვეს. ახლა ისევ ნაქირავებ ბინაში ცხოვრობენ.ჩემს ქალიშვილს ჩემთან ურთიერთობა არ სურს. ის ფიქრობს, რომ მე მას ვუღალატე, როდესაც ლელას დავეხმარე. მე კი ძალიან მიხარია, რომ სწორედ ასე მოვიქეცი. ლელას ოჯახი ჩემთვის ძვირფასი გახდა. ლელას შვილებს ძალიან ვუყვარვარ, ისინი ბებიასაც კი მეძახიან. მე კი მათთვის ღვეზელებს და ბლინებს ვაცხობ და მიხარია, რომ მაშინ სწორედ ასე მოვიქეცი.