ჩემმა მეზობელმა, რომელიც ჩემი მეგობარიც იყო ქმარი წამართვა

296

პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ქალი საკუთარ პრობლემაზე საუბრობს.ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ჩემს ცხოვრებაში მსგავსი რამ მოხდებოდა. უბრალოდ, ადამიანებს ყოველთვის ძალიან ვენდობოდი და არ მეგონა, რომ ის ადამიანები მიღალატებდნენ, რომლებსაც ასე ახლობლებად და ძალიან კარგებად ვთვლიდი.თურმე, როგორ ვცდებოდი!

მე ნატალია მქვია. მე და ჩემმა მეუღლემ თექვსმეტი წელი ვიცხოვრეთ ერთად. სამი შვილი გვყავს, კარგი სახლი, საკუთარი მეურნეობა.სახლში, სადაც ვცხოვრობთ, ორ ოჯახს ეკუთვნის. ნინო სახლის მეორე ნახევარში ცხოვრობს. უკვე შვიდი წელია, რაც დაქვრივდა. მისი ქმარი მდინარეში დაიხრჩო. ნინო ამ ბოლო დროს ჩემთან ხშირად წუწუნებდა მარტოობაზე, იმაზე, თუ რა ძნელია სოფელში მამაკაცის გარეშე ცხოვრება, თუ როგორ უნდოდა მამაკაცის სიყვარული და ალერსი და სოფელში კი ნორმალური მამაკაცი ძალიან ცოტაა, მარტო ზარმაცები და ლოთები არიან.

ნინო მუდამ ჩემს ქმარს აქებდა: როგორი ერთგულია, თავდადებული და შრომისმოყვარე, შენთვის და ოჯახისთვის ყველაფერს აკეთებს.ნინოს ვუთანაგრძნობდი. ჩვენ ყოველთვის მეგობრები ვიყავით. დღესასწაულებს ხშირად ერთად აღვნიშნავდით. ჩემს ქმარზე არასოდეს მიეჭვიანია. ნინო მსუქანი და ძალიან დაბალი იყო. გიორგის ასეთი ქალები არ მოსწონდა. გარდა ამისა, ნინო გიორგიზე ხუთი წლით უფროსი იყო. ჩემს ქმარს ძალიან ვენდობოდი და ვერც ვიფიქრებდი, რომ ოდესმე მიღალატებდა.

31 დეკემბერი იყო. დილით სახლი დავალაგე და სადღესასწაულო სუფრისთვის საჭმლის მომზადება დავიწყე. სალათებს ვაკეთებდი, ნამცხვრებს ვაცხობდი. განწყობა ძალიან კარგი მქონდა, ეს დღესასწაული ძალიან მიყვარს. ნინოც დღესასწაულისთვის ემზადებოდა. ჩვენ, როგორც ყოველთვის, გადავწყვიტეთ, რომ ახალ წელს წელსაც ერთად შევხვედროდით.

ახალ წელ შევხვდით, მერე მე ბავშვების დასაძინებლად წავედი და ვერ შევამჩნიე, როგორ ჩამეძინა. როგორც ჩანს, ძალიან დაღლილი ვიყავი. ღამის სამ საათზე გამეღვიძა. ჩვენს საძინებელში შევედი, მაგრამ გიორგი იქ არ იყო.

ნინოსთან გავიქეცი. ჩემი გიორგი მის საწოლში იწვა.მეგონა ტკივილისგან გული გამისკდებოდა! ეს როგორ შეიძლებოდა?! ყველაზე ძვირფასმა ადამიანებმა მიღალატეს! მე კი მათ ვენდობოდი!ძალიან მინდოდა, რომ ეს ყველაფერი ღამის კოშმარი ყოფილიყო. მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ყველაფერი სინამდვილეში ხდებოდა.

გიორგი სახლში მხოლოდ დილით მოვიდა და პატიება მთხოვა. მე ვერ ვაპატიე. უბრალოდ, ვერ ვხვდებოდი, ასე როგორ მომექცა. ამდენი წელი ერთად ვცხოვრობთ, სამი შვილი გვყავს. როგორ შეიძლებოდა ამ ყველაფრის განადგურება და დავიწყება? როგორ?

გიორგიმ თავისი ნივთები ჩაალაგა და წავიდა. მე მეგონა დედამისთან მიდიოდა საცხოვრებლად. შევცდი.

გიორგი ნინოსთან წავიდა. ჩემი ცხოვრება ნამდვილ კოშმარად იქცა. ჩემმა ქმარმა ჩემს საუკეთესო მეგობართან ერთად დაიწყო ცხოვრება ჩემი კედლის უკან. ეს საშინელ ტკივილს მაყენებდა.

გიორგის სინდისი ჰყოფნიდა, რომ ჩემთან მოსულიყო და ჩემგან ნინოს შვილებისთვის რძე, ხაჭო და კვერცხები წაეღო. თავს იმით იმართლებდა, რომ ძროხა და ქათმები მისი ნაყიდი იყო და მას უფლება ჰქონდა, რომ რძე და კვერცხი წაეღო.ტკივილისა და სევდისაგან გული მისკდებოდა. ხანდახან ცხოვრებაც არ მინდოდა.ერთი წლის შემდეგ ნინოს და გიორგის ქალიშვილი შეეძინათ.

ასეთ ბედს მტესაც კი არ უსურვებ. ამაოდ არ ვუჯერებდი ბებიას, რომელიც ბევრ სხვადასხვა ისტორიას მიყვებოდა მეგობრების ღალატის შესახებ…

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს