მეზობელმა ხელნაკეთი გამათბობლის გაკეთება მასწავლა. დაგჭირდებათ აგური და კარტოფილი

0
385

როგორ გავაკეთოთ გამათბობელი საკუთარი ხელით, თუ დენი ცივ ზამთარში მოულოდნელად გამოირთო და სასწრაფოდ გათბობა გჭირდებათ. Paparazzi გიზიარებთ ხრიკს, როგორ გამოძვრეთ ამ სიტუაციიდან.

ხელნაკეთი გამათბობელი – სანამ გამათბობლის გაკეთებას გასწავლით, სახანძრო უსაფრთხოების წესებს შეგახსენებთ. მათი უგულებელყოფა ნამდვილად არ ღირს. სიფრთხილე გამოიჩინეთ. თქვენი ოჯახის, მეგობრების და ნაცნობების სიცოცხლეს გაუფრთხილდით. თუ სახლში ხელნაკეთი გამათბობლის კონსტრუქციის აწყობას გეგმავთ, იზრუნეთ, რომ არავინ დაზიანდეს.

ძირითადი ელემენტები – ცივ სეზონზე საკუთარ თავზეც უნდა იზრუნოთ. ამ მიზნით მაღალი ხარისხის თერმოთეთრეული შეიძინეთ. ძვირი სიამოვნებაა, მაგრამ ამად ღირს. თან არა ერთი სეზონი გაგიძლებთ. რთულ წუთებში გამოგადგებათ. ჩაი, ყავა, შაქარი პაკეტებში მოიმარაგეთ. ცხელი სასმელებით გათბობის იდეა წარმატებულია. თუ დამატებით კომფორტულად დაფასოებულია, უფრო მოსახერხებელიც არის. ჩაიდანი და საშაქრე აღარ გჭირდებათ. მინიმუმი მოქმედება: პაკეტი გახსენით, ყველაფერი ფინჯანში ჩაყარეთ და მდუღარე წყალი დაასხით. ცხელი სასმელი მზადაა.

თუ გრძნობთ, რომ სიცივე ახლოვდება, გასახურებლად ივარჯიშეთ. ფიზიკური ვარჯიში მოწყენილობას ფანტავს და სხეულს ათბობს. მოიმარაგეთ სათბურა ან ბოთლები, რომელშიც მდუღარე წყალს ჩაასხამთ. სახლი შეძლებისდაგვარად დათბუნეთ.

ხელნაკეთი გამათბობლები – დაჯერება გაგიჭირდებათ, მაგრამ ჩვეულებრივი აგური ცოტა სითბოს გვჩუქნის. უმჯობესია, თუ ხელთ რამდენიმე აგური გექნებათ. ასე აგურებით, კარტოფილით და კერამიკის ქოთნით მინი ღუმელს ააწყობთ. პირველ რიგში, აგურით და კარტოფილით ციცქნა ღუმელი–გამათბობლის გაკეთებას გასწავლით.

მოამზადეთ რაიმე სადგამი ან ლანგარი, რომელზეც გამათბობელს დადობთ. სასურველია, რომ ლითონის იყოს. კარტოფილი შუაზე გაჭერით. კარტოფილის ნახევარზე პატარა ჭრილი გააკეთეთ. მასში ქსოვილის ნაჭერი ან ასანთი ჩადეთ და მზესუმზირის ზეთით გაავსეთ. ასეთი სანთურა ორ აგურს შორის მოათავსეთ, ზემოდან კერამიკის ქოთანი დადეთ. ქოთანს ძირში ნახვრეტი უნდა ჰქონდეს. მინი გამათბობლის მუშაობა 3 საათი გრძელდება. მთელ სახლს ვერ გაათბობს, მაგრამ ერთი პატარა ოთახისთვის საკმარისია.

გამათბობელი ხელმისაწვდომი საშუალებებისგან – ხელნაკეთი გამათბობლის მეორე ვარიანტი კარტოფილის ნაცვლად სანთლის გამოყენებას გულისხმობს. ასევე ერთის ნაცვლად მინიმუმ სამი ქოთანი დაგჭირდებათ. ქოთნები ერთმანეთის ზემოთ დაამაგრეთ ისე, რომ თითოეულს შორის მცირე სივრცე დარჩეს. სანთელი დაიწვება და მიღებული სითბო ამ ქოთნებში დაგროვდება. მინი ღუმელიც შესაფერის სადგამზე მოათავსეთ. სახანძრო უსაფრთხოების წესები არ დაგავიწყდეთ. ასეთი გამათბობებლი კარგია, როცა ადამიანი მასთან ახლოსაა და არ მოძრაობს. მაგალითად, წიგნს კითხულობს ან მაგიდასთან მუშაობს.