ამერიკელი ფსიქოლოგი განმარტავს, რატომ არის სასარგებლო ბავშვებისთვის მაკიაჟის გაკეთება 

0
563

თავს უხერხულად ვგრძნობ, როცა ვხედავ, როგორ უკეთებს მაკიაჟს ბავშვს დედა ან ვიზაჟისტი. ან კონსერვატიული ვარ ან ნამდვილად უცნაურად გამოიყურება. არ მესმის, რა საჭიროა ბუნებით ლამაზ ახალგაზრდა სახეზე ასეთი „ბათქაშის“ წასმა. Paparazzi ამ საინტერესო თემაზე ფსიქოლოგების მოსაზრებებს გიზიარებთ.

მაკიაჟი ბავშვებისთვის – პატარა გოგოები კოსმეტიკით ხშირად ინტერესდებიან, რადგან სურთ დედებს მიბაძონ. როგორც წესი, პირველი გაცნობა ხდება მაშინ, როცა ბავშვი კოსმეტიკის ჩანთას ჩუმად ხსნის და ისვამს ყველაფერს, რაც ხელთ ხვდება. უარესს შემთხვევაში ჩრდილები ოთახის სხვა ზედაპირებზეც ნაწილდება. დედას შეუძლია ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად ბავშვს სპეციალური საბავშვო კოსმეტიკა შეუძინოს. არის შემთხვევები, როცა დედა ბავშვს ჩვეულებრივი კოსმეტიკის გამოყენებას ნებართვას აძლევს და ამაში ცუდს ვერაფერს ხედავს. როგორც აღმოჩნდა, ზოგიერთი სპეციალისტიც ასე ფიქრობს.

მაგალითად, თამარ კაჰანე აღნიშნავს, რომ ბავშვის ნებისმიერ ქმედებას მიზეზი აქვს. ამერიკელი ფსიქოლოგი ბავშვებთან და მოზარდებთან მუშაობაზე სპეციალიზირებულია. ის განმარტავს, რომ ბავშვი კოსმეტიკის დახმარებით ინდივიდუალობას ავლენს და გარე სამყაროს უკავშირდება. ასე ბავშვი სხვა როლს ირგებს. გაიხსენეთ, როგორ იცვამენ ბავშვები დედის მაღალქუსლიან ფეხსაცმელებს და სარკის წინ ჩვენებას აწყობენ. აქაც ზუსტად ასეა. ბავშვები მშობლების ქცევას მემკვიდრეობით იღებენ და სურთ, რომ მათი მსგავსი გახდნენ.

პრობლემები იწყება, როცა ბავშვს სახეზე კოსმეტიკის წასმა ნებისმიერ ხელსაყრელ შემთხვევაში სურს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, გოგონას მის გარეშე საკუთარი თავი არ მოსწონს. ფსიქოლოგები გირჩევენ, ამ მომენტს დააკვირდეთ და მიხვდეთ, რატომ აქვს თქვენს ქალიშვილს მაკიაჟზე ასეთი დამოკიდებულება.

ღირს თუ არა ბავშვს მაკიაჟის გაკეთების უფლება მისცეთ – მაკიაჟმა ბავშვზე ბოროტად შეიძლება იხუმროს. ის, რაც ცოტა ხნის წინ თვითგამოხატვის და გართობის საშუალება იყო, გადაიქცა ნიღბად, რომლის გარეშეც ბავშვი თავს კომფორტულად ვერ გრძნობს. იგივე ზრდასრულებშიც ხდება. ამას საზოგადოება და მეინსტრიმული კულტურა გვკარნახობს. თუ ბავშვს მაკიაჟის გაკეთებას ადრეულ ასაკში მიაჩვევთ, ეს მის თვითშეფასებაზე ნეგატიურად აისახება. გარდა ამისა, ადრეულ ასაკში კოსმეტიკაზე კონცენტრირება გარეგნობაზე ჩაციკვლას გამოიწვევს.

მშობლების ამოცანაა ბავშვებს შეაყვარონ საკუთარი თავი ისეთი, როგორიც არიან, რომ კოსმეტიკით შეცვლა არ სცადონ. უმეტეს შემთხვევაში მაკიაჟი ბავშვზე არაბუნებრივია. ეს კარგად ჩანს საბავშვო ფოტოსესიებზე, როცა გოგოები ასაკთან შედარებით ბევრად უფროსებად გამოიყურებიან. ბევრი მშობელი მაკიაჟს ზრდის მოსალოდნელ ეტაპად აღიქვამს. თუმცა თვითგამოხატვის სურვილსა და ლამაზად ყოფნის აკვიატებულ იდეას შორის (თან ჩვენს დროში სილამაზე წარმატებასთან ასოცირდება) ძალიან სუსტი ზღვარია.

მშობლებს დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებათ. მათ ქალიშვილებს უნდა მიაწოდონ მთავარი აზრი: მაკიაჟის გარეშეც ძალიან ლამაზები, საყვარლები და გასხივოსნებულნი არიან. სახეზე კოსმეტიკის ფენა ადამიანის მნიშვნელობას და ღირებულებას არ განსაზღვრავს. უბრალოდ მისი არსებობის ფაქტის გამო მშვენიერია.

ბავშვებზე მაკიაჟის წასმის წინააღმდეგი არ ვართ, მაგრამ ყველაფერში ზომიერებაა საჭირო. თუ პატარა გოგოსთვის მაკიაჟი აკვიატებული იდეა ხდება, ეს პრობლემაა. ეს ეხება ნებისმიერ გართობას, რომელმაც ბავშვის ფსიქიკურ მდგომარეობაზე გავლენა შეიძლება მოახდინოს.