ტელეფონი სწრაფად ჯდება. მარტივი რჩევები მოწყობილობის ეფექტური მუშაობისთვის

1107

რატომ ჯდება ტელეფონი სწრაფად და რა შეიძლება იყოს მიზეზი? დაგვეთანხმეთ, თანამედროვე სამყაროში ტელეფონის, ინტერნეტის და ფიჭური კავშირის გარეშე დარჩენა ნამდვილი ტანჯვაა. ამ დროს ადამიანს სევდა ეუფლება, არ იცის, რა გააკეთოს. შიშსაც გრძნობს. არ იცის, როგორ დაუკავშირდეს ახლობლებს ან აუცილებლობის შემთხვევაში სპეციალური სამსახური გამოიძახოს. Paparazzi გიამბობთ, როგორ გაახანგრძლივოთ ბატარეის მუშაობა, რომ ყოველთვის ხაზზე იყოთ.

ტელეფონი სწრაფად ჯდება – ეს რჩევები მიმდინარე პრობლემის მოგვარებაზეა მიმართული. გასწავლით, როგორ შეიძლება მობილური ტელეფონის რესურსების გამოყენების შემცირება, რომ ბატარეა შეინარჩუნოთ. გაითვალისწინეთ, რომ ზოგიერთი მოწყობილობა უბრალოდ შეიძლება მოძველებული იყოს. ტექნიკა სამუდამო არაა და ძველი ტელეფონისგან რაღაც არარეალურის მოთხოვნა ალოგიკურია. ეს გაითვალისწინეთ და რაციონალურად იმოქმედეთ. თუ ძველი ტელეფონი ხშირად ჯდება, გაჯეტის განახლებას გირჩევთ.

მარტივი ხრიკები – ბატარეის ცოტა ხნით შენარჩუნება ძალიან ადვილია. ამისთვის ეკრანის სიკაშკაშე შეამცირეთ. ვინ იფიქრებდა, რომ მობილური მოწყობილობა ამაზე დიდ ენერგიას ხარჯავს. თუ მობილური ინტერნეტი ან ვაი–ფაი არ გჭირდებათ, აუცილებლად გამორთეთ. ასე მეტ ენერგიას დაზოგავთ. უფრო კონკრეტულად, კრიტიკულ სიტუაციაში ორი რეჟიმი დაგეხმარებათ. პირველია, „ენერგიის დაზოგვის“ რეჟიმი, მეორე „ავიარეჟიმი“ ან „თვითმფრინავი“. პირველი ვარიანტი ეკრანის სიკაშკაშეს და ლოდინის დროს ავტომატურად ამცირებს. მარტივად რომ ვთქვათ, ტელეფონი თავად დაიბლოკება, თუ რამდენიმე წამზე მეტხანს არ იყენებთ. ძალიან მოსახერხებელია. „თვითმფრინავის“ რეჟიმზე ბევრი საუბარი საჭირო არაა, რადგან თავად საუბრობს. ამ რეჟიმის ჩართვა კრიტიკული ზომაა, რომელიც ბევრ ფუნქციას ზღუდავს. თუ ხვდებით, რომ ბატარეის დაზოგვა საჭიროა, ტელეფონი „ავიარეჟიმზე“ დააყენეთ ან საერთოდ გამორთეთ. მხოლოდ მაშინ ჩართეთ, როცა ახლობლებთან დაკავშირება გჭირდებათ.

საიდუმლო მოქმედება – ზოგიერთი მობილური ტექნიკისთვის ცივი სეზონი ნამდვილი პრობლემაა. ტექნიკა ყინვაში უბრალოდ ითიშება და ჩართვა არ სურს, სანამ თბილ შენობაში არ მოხვდება. კრიტიკულ სიტუაციაში მობილური ტელეფონის ბატარეა თბილი ხელებით ან თბილი ტანსაცმლით დაზილეთ. გარანტიას არ ვიძლევით, რომ ხრიკი 100%–ით მუშაობს, მაგრამ ცდად ღირს.

როგორ ავიცილოთ თავიდან ტელეფონის ბატარეის სწრაფად დაჯდომა – სპეციალური პროგრამები ბატარეის მუშაობას აკონტროლებენ. მათი გადმოწერა App Store-დან ან Play Market-იდან შეგიძლიათ. მაგალითად, Amplife, Greenify, GO Battery Life. ასეთი პროგრამები ხელით შეგიძლიათ დააპროგრამოთ ან ავტომატურ რეჟიმზე ჩართოთ. თითქმის ყველა მოწყობილობის მუშაობის ეფექტურობას ამცირებს, როცა მას არ იყენებთ.  მნიშვნელოვანია ყველა იმ პროგრამის წაშლა, რომელსაც არ იყენებთ. არ იფიქროთ, რომ ეს პროგრამები ბატარეას არ იყენებენ. წაშალეთ ყველაფერი, რაც არ გჭირდებათ. აქ შედის მილიონობით წარუმატებელი ფოტო, ვიდეო და მუსიკა. მთელი მოწყობილობა მაქსიმალურად განტვირთეთ. ასე ტელეფონი მხოლოდ მნიშვნელოვანი პროგრამების მუშაობაზე კონცენტრირდება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს