ახალგაზრდა წყვილისა და „შეშლილი“ მეზობლების შესახებ

290

პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ახალგაზრდა ქალი საკუთარ პრობლემაზე საუბრობს.

ჩვენი ქვედა მეზობლები ცოტა უცნაურები არიან. ნაბიჯის გადადგმის საშუალებას არ გვაძლევენ. როგორც კი სამზარეულოში შევდივართ, ქვემოდან იწყება რადიატორებზე დაკაკუნება ან იატაკზე ჯოხით კაკუნი. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ყოველ საღამოს ისინი თავიანთი ბინის უმაღლეს წერტილში ადიან და ყურადღებით უსმენენ, როდის დავიწყებთ სიარულს. შემდეგ კი ისინი იწყებენ იატაკის ჯოხით ჭერზე კაკუნს, რათა მოძრაობა შევწყვიტოთ. ფრენა ჯერ არ გვისწავლია, ამიტომ გვიწევს იატაკზე გადაადგილება, რომელიც, შესაბამისად, ქვედა მეზობლების ჭერია.

თავიდან ვცდილობდით პრეტენზია გამოგვეთქვა, მაგრამ რადგან ამან შედეგი არ გამოიღო, თავი დავანებეთ. ჩვენ ასევე შევეგუეთ პოლიციის გამოძახებას. კიდევ კარგი, რომ გაგებული პოლიციელები გვხვდებოდნენ, რომლებსაც ესმოდათ რა არის მარაზმი. რა უცნაურიც არ უნდა იყოს, ჩვენ მეზობლებს პოლიცია მაშინაც გამოუძახებიათ, როდესაც ჩვენ სახლში არ ვყოფილვართ.

ერთ დღეს მე და ჩემმა მეუღლემ გადავწყვიტეთ რომანტიკული საღამოს მოგვეწყო. ვიყიდეთ ერთი ბოთლი კარგი ღვინო, ყველი და ჩავრთეთ საინტერესო ფილმი. საათს რომ დავხედეთ, მივხვდით, რომ კომენდანტის საათი უკვე დაწყებული იყო და იატაკზე ნებისმიერ გადაადგილების გამო დახვრეტა გველოდა. სხვა რამეზე საერთოდ არ ვსაუბრობ, რადგან ეს უკვე თვითმკვლელობა იქნებოდა.

ღამის ორი საათი იყო, ლეპტოპზე ხმადაბლა ვუყურებდით ფილმს. სიარული არც კი გვიცდია. ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობდით და არ გვინდოდა, რომ მეპატრონეს ავადმყოფი მეზობლების გამო გავეძევებინეთ.

ერთ ფილმს ვუყურეთ და ლეპტოპთან მივედი, რომ შემდეგი ჩამერთო.

ამ დროს სამარისებრ სიჩუმეში ქვემოდან საპირფარეშოს ჩარეცხვის ხმა გაისმა. მინდოდა ცოლს გავხუმრებოდი, მიკროფონი ავიღე და ჩემს მეუღლეს ვუთხარი “დრო მოვიდა…” თურემ მიკროფონის გამორთვა დამვიწყებოდა და ეს ფრაზა მთელ სახლში გაისმა. ძალიან ძლიერი სტერეო სისტემა მაქვს, ხმა თითქმის მთელ რაიონში ისმის. მე და ჩემს მეუღლეს სიცილი აგვიტყდა. დაახლოებით ნახევარი საათი ვერ გავჩერდით. უკვე წარმოვიდგინე პოლიციის რაზმი, რომელიც ჩემს კართან იდგა და სპეცდანიშნულების რაზმი, რომელიც მზად იყო ბინის კარის ჩასამტვრევად და ჩემ დასაჭერად. წაქცევამდე ვიცინოდით, მაგრამ პასუხად არავინ დაგვიკაკუნა. ალბათ ჩემს მეზობელს ჩემი ხმის ისე შეეშინდა, რომ ვალერიანი დალია და გატოკების ეშინოდა.

 

მას შემდეგ ფეხის წვერებზე აღარ დავდივართ და ღამით ბინაში გადაადგილების არ გვეშინია. მე და ჩემი მეუღლე ცხოვრებით ვტკბებით, სახლში როგორც გვინდა ისე დავდივართ და ვერთობით. მეზობლების აზრი კი სულაც აღარ მაინტერესებს. თუ რაიმე არ აწყობთ შეუძლიათ ყურის საცობები იყიდონ და გაიკეთონ.

სხვათა შორის, ამ შემთხვევის შემდეგ მეზობელმა, როგორც ჩანს, შიშისგან თავისი იატაკის ჯოხი შეჭამა, რადგან ქვემოდან აღარავინ გვიკაკუნებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს