სამწუხაროდ, ბევრი ქალი ქორწინებაში თავს უბედურად გრძნობს, მაგრამ ყველას ძალა არ ყოფნის, რომ წავიდეს. ზოგი ბავშვების გამო რჩება, ზოგს წასასვლელი არ აქვს. ამ ქალმა, რომლის ამბავს დღეს Paparazzi გიზიარებთ, ქმრის მიტოვება გადაწყვიტა. ამ ნაბიჯამდე ქმრის საქციელებმა მიიყვანა. ერთი ბანალური სიტუაცია ბოლო წვეთი აღმოჩნდა.
„ახლახანს ქმრის მიტოვება გადავწყვიტე. ჯერ კიდევ დაბრუნებას მთხოვს. პრობლემა იმაშია, რომ ჩემი წასვლის მიზეზს ვერ ხვდება. დღემდე თვლის, რომ ეს ჩემი ახირებაა. მისი თქმით, კომფორტული ცხოვრება შემიქმნა. ამ ცხოვრების შესახებ გიამბობთ.
დავიწყოთ იმით, რომ დაქორწინების შემდეგ საცხოვრებლად დედამისთან გადავედით. ეს უდიდესი შეცდომა იყო. პირველივე დღიდან ვისმენდი, რომ რაღაცას არასწორად ვაკეთებდი. ასევე იმას, თუ როგორი კეთილშობილია დედამთილი, რომ მის ბინაში ცხოვრების უფლება მოგვცა. ისე ხომ ჩემს დასავით ნაქირავებ ბინებში ხეტიალი მოგვიწევდა. თავიდან ქმარი მიცავდა, ნაქირავებ ბინაში გადასვლასაც ფიქრობდა.
ბავშვის გაჩენის შემდეგ ყველაფერი მკვეთრად შეიცვალა. ქმარმა მითხრა, რომ გადასასვლელად საუკეთესო დრო არაა, ამიტომ დავრჩით. ახლა მიწევდა იმის მოსმენა, თუ როგორი უვარგისი დედა ვარ. დროთა განმავლობაში ქმარმა დედის მხარე დაიკავა. ახლა პრეტენზიებს მისგანაც ვისმენ. საინტერესოა, რომ დედამთილმა ბინაში შვილიშვილის ჩაწერის უფლება არ მოგვცა. მითხრა, რომ ჩემი მშობლების სახლში ჩამეწერა. ქმარი მაშინ გაჩუმდა. ისე მომიწია გაკეთება, როგორც დედამთილმა ბრძანა.
ისიც უნდა ვთქვა, რომ საკუთარი ფული თითქმის არ მქონდა. ქმარი ყოველთვე ცოტა ფულს მაძლევდა, მაგრამ თითოეულ თეთრზე ანგარიში უნდა ჩამებარებინა. როცა რაღაც მჭირდება, ნამდვილი გამოსვლები იწყება. როცა ვთქვი, რომ ახალი ზამთრის ჩექმა მინდა, ქმარმა უბრალოდ მიპასუხა, რომ თბილი ზამთარი იქნება და საშემოდგომო ფეხსაცმლით იოლად გამოვძვრები. ასე თხელი ფეხსაცმლით დავდივარ.
სულ ცოტა ხნის წინ ჩემი ზამთრის ქურთუკი დაიხა. ისედაც გაცვეთილი იყო, ახლა ნახვრეტი აქვს. აქ ქმარი დამთანხმდა. მეორე დღეს ქურთუკი მომიტანა. მეორადი, ნახმარი. ამბობს, რომ რა საჭიროა ბევრი ფულის დახარჯვა, თუ კარგად დაზოგვა შეიძლება. ოღონდ ეს ქურთუკი საცოდავად გამოიყურებოდა, ჩემს ნახვრეტიან ქურთუკზე უარესად. დედამთილი კიდევ აქებდა, როგორ კარგი ქურთუკიაო.
იმ მომენტში თავი საშინლად ვიგრძენი. ვცხოვრობ ადამიანებთან, რომლებიც საერთოდ არ მაფასებენ. ქმარს ხომ ფული აქვს, კარგ ხელფასს იღებს. ძვირიანი საჭმელი არასდროს გვაქვს. ბავშვს მხოლოდ აუცილებელ მინიმუმს ყიდულობს. არ მესმის, სად მიდის მთელი ფული. სავარაუდოდ, დედას აძლევს, რომ ზედმეტი თეთრი არ შემხვდეს.
ქურთუკის ისტორიის შემდეგ გადავწყვიტე, რომ კმარა. სანამ ქმარი დედამისთან ერთად პროდუქტების საყიდლად წავიდა, ნივთები შევაგროვე და წავედი. დედამ სიხარულით მიმიღო. მითხრა, რომ ის და მამა დამეხმარებიან. ამის შემდეგ ქმარი არ ჩერდება. მირეკავს და ამბობს, რომ კონცერტების მოწყობა შევწყვიტო და დავბრუნდე. გადავწყვიტე, რომ იმ სახლში ჩემი ფეხი აღარ იქნება. ვფიქრობ, სწორად მოვიქეცი“.
ჩვენი აზრით, ქალი სწორად მოიქცა. წასვლის გადაწყვეტილება მიიღო და ამით უბედურ ცხოვრებას თავი დააღწია. არ შეიძლება ისე ცხოვრება, რომ თითოეულ თეთრზე ანგარიში ჩააბაროთ. მით უფრო, მისი მეუღლე დედის კალთას არ მოშორებია და მას ყველაფერში მხარს უჭერს. იქნებ, თავად რომ მიეღო გადაწყვეტილებები, ყველაფერი სხვაგვარად მომხდარიყო.