ეკლესიებში ხატები ტირიან: დედის უკანასკნელი წერილი გარდაცვლილ შვილს

828

შვილისათვის მიწერილ დედის უკანასკნელ წერილს სულის გატეხვა შეუძლია. ის ვერ შეამსუბუქებს ადამიანის ტკივილს, რომელმაც შვილი ბრძოლაში დაკარგა, მაგრამ დროებით დავიწყების საშუალებას მისცემს. თვალები რომ დახუჭოს და მომხდარი კოშმარი სიზმრად ჩათვალოს. მკაცრ და უსამართლო სიზმრად. დედის და შვილის განშორების უსასრულო ტანჯვას ექიმიც ვერ შველის. Paparazzi გიზიარებთ უკრაინელი დედების უკანასკნელ წერილებს, რომლებიც ბრძოლაში დაღუპულ შვილებს მისწერენ. დაე, ეს სიტყვები ყველა გარდაცვლილისთვის ეპიტაფია გახდეს.

წერილი შვილს დედისგან

„რომ მცოდნოდა, რომ მქონოდა ხილვის უნარი, რომ სიცოცხლეში ჩემი გულისცემა შეწყდებოდა. რომ ყოველდღიურად ჩემი სული, დაჭრილი ცხოველის მსგავსად, იბღავლებდა და მზერას მდუმარე ცისკენ მიმართავდა. ხოლო ზეცა ამ ტკივილს თავს აარიდებდა, თვალებს მორცხვად დამალავდა, თითქოს ჩემი გული და სული იქ არ იყოს. თითქოს ვადანაშაულებ სხვის გამო. მაგრამ ეს სიმართლეა. ახლა ჩემთან არ ხარ, ჩემო ვაჟო, ახლა ზეცაში ხარ. რომ მცოდნოდა, რომ ნაადრევად დავშორდებოდით. რომ იმქვეყნად ვერ გამაცილებდი, მე კი, შენს გარეშე ცხოვრება მომიწევდა“.

ბოლო მზერა

„სად ხარ ახლა? ჩემი სული ცარიელია და ნაწილებად იშლება. ვიცი, სად განისვენებს შენი სხეული, მაგრამ შენი ფიქრების ნაცვლად უფსკრულია. რას ხედავდი, სანამ თვალი უკანასკნელად დახუჭე? ბრძოლის მორევი შენს წინაშე აყვავდა ვით ცეცხლოვანი მზესუმზირა, მზის ჩასვლა ყაყაჩოს ყვავილებით და აუცილებლად ყველაზე მწვანე ბალახით. ვხედავ, როგორი მიდიხარ ამ მზესუმზირების მინდვრის კიდეზე. იმიტომ, რომ იქ სიმშვიდე და სიწყნარეა. მიდიხარ, რომ დაისვენო. ერთი წამით ჩამოჯდე. მხოლოდ ერთი წუთით დაიძინო. ოჰ, რომ მცოდნოდა, რომ მიდიოდი იქ, საიდანაც ვეღარ დაბრუნდებოდი.“

„ჩემო შვილო, ჩემო იმედო, ჩემო სიამაყევ, გვერდით აღარ მყავხარ და ვგრძნობ, თითქოს ჩემი სხეული გამჭვირვალე გარსია. ის ჭამს და იძინებს, რომ ცოცხალთა სამყაროში უგონოდ იაროს და თავისი დარჩენილი საწყალი წლები გაატაროს. ყოველ ჯერზე ფილტვები მტკივნეულად იკუმშება, კბილები ერთმანეთს ეკვრის, რომ ქუჩაში, სამსახურში, სამზარეულოში არ ავტირდე. რომ მცოდნოდა, შენი უკანასკნელი ამოსუნთქვა ჩემზე ადრე გაიშლებოდა ჰაერში“.

უკანასკნელი ამოსუნთქვა

„ეკლიანი მავთული დასახლდა ჩემში, როცა იმ დილით მკვეთრმა ზარმა სიჩუმე დაარღვია. მაგრამ ვგრძნობდი. ვგრძნობდი, რომ შენ არ დამელაპარაკებოდი. არ მეტყოდი, რომ თბილად გაცვია. არ მეტყოდი, რომ ჭამე და არ ღირს წვრილმანებზე ნერვიულობა. ეს ცხოვრება საიქიოს ხმით მეტყოდა, რომ ახლა არაფერზე ნერვიულობა აღარ ღირს. ეს ჟღერს მაშინვე: „მოკვდა“.

„მინდა შენთან გამოვიქცე. ყველას ყელში წავუჭირო. დავადანაშაულო ყველა, ვინც ჩვენს მიწაზე მოვიდა, რომ ტკივილი და დანაკარგი მოეტანა. ვიყვირო ხმის ჩახლეჩვამდე, რომ შენ გაიგონო. მაგრამ ხეების ხმაური ჩემს ხმას მომპარავს. ქარი დამალავს, რომ არ გაგაღვიძო. გძინავს, ქერა თავი ცეცხლოვან მზესუმზირაზე გიდევს. ის ფურცლებით გფარავს და უკანასკნელ იავნანას გიმღერის. რომ მცოდნოდა, რომ შორეული და უცნობი ქალაქები და სოფლები გიმღერებდნენ და არა შენი სახლის კედლები“.

დედის წერილი შვილს

„ღამის ცას ვუყურებ და მასში შენს დანახვას ისევ და ისევ ვცდილობ. იქნებ, პატარა ვარსკვლავივით ათასი სინათლის წლით ანათებ და წარუმატებლად ცდილობ მითხრა, რომ გიყვარვარ. მე კი არ მესმის. მთელი ძალით ვცდილობ გავიგონო, მაგრამ არ მესმის. ნუ ცდილობ, ჩემო შვილო, შენი გარდაცვალების შემდეგ სმენადაკარგული და უსინათლო ვარ“.

„ისღა დამრჩენია, რომ ცოცხალ ადამიანებს შორის ვიარო. მეგობრულად გავიღიმო მაშინ, როცა შენთან ერთად ცივ მიწაში დაწოლა მინდა. მიწევს ცხოვრება, რომ ვჭამო და არა პირიქით, როგორც ვიღაც ბრძენებმა თქვეს. გეძახი, როცა არავინ მისმენს. გესაუბრები, როცა არავინ ხედავს. დაე, გამკიცხონ, მაგრამ არ შევწყვეტ. ჩემს სულიერ ტანჯვას ხსნა არ აქვს. მხოლოდ ერთი წამის გარდა“.

გამოსამშვიდობებელი ჩახუტება

„ქუჩაში ბავშვებს აცრემლებული ვუყურებ. იცი, რომ მათი მფარველი ანგელოზი ხარ? გულწრფელად მჯერა, რომ ბავშვები ვერასდროს გაიგებენ, რა არის ბრძოლის ველი. რადგან ეს მათ ნაცვლად შენ გაიგე. უფსკრულს თვალებში ჩახედე და არარსებობაში გადადი, რომ ამ ბავშვებმა და მე უბრალოდ სუნთქვა შევძლოთ.“

„შეგვეძლო გაგვეღვიძა და დაგვეძინა. ღია ცის ქვეშ გვევლო. სიყვარული, ერთმანეთის პატივისცემა გვეგრძნო. გვცოდნოდა, ვინ არიან და რას იმსახურებენ. შენ ჩემი მეომარი ხარ. ჩემი მფარველი და მხსნელი. უკვე ცაში ხარ, მაგრამ შენი ძალა დღემდე გვიცავს. შენს მებრძოლ ძმებსა და დებსაც. შენი სულის უშიშრობა და სითამამე სამუდამოდ ჩვენს შორისაა. ყველაფერი, რის გამოც იბრძოლე და დაიღუპე, იცოცხლებს. ეს შენი ბედია. ეს შენი გამარჯვებაა. მაშინ როცა გათავისუფლებულ მიწაზე ლურჯ–ყვითელი დროშა აფრიალდება, გპირდები შვილო, რომ ბედნიერებისგან პირველად ავტირდები“.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს