პაპარაცის დღევანდელ სტატიაში – ახალგაზრდა ქალი საკუთარი ოჯახის ისტორიას გვიამბობს.
დავიბადე 1995 წელს. ჩემი მშობლები მაშინ 20 წლისები იყვნენ. არც ერთი მათგანი არ ჩქარობდა ასე ადრე დაქორწინებას, მაგრამ დედაჩემი დაორსულდა და მათ ხელი მოაწერეს. ახლობლებმა მათ საცხოვრებელი ფართი დაუთმეს და ბავშვის დაბადებისთვის ემზადებოდნენ.
სიყვარული და ვნება მაშინვე გაქრა. დედა მშობიარობისთვის ემზადებოდა, მამას კი თანატოლებთან გასეირნება, ლუდის დალევა და მუსიკის მოსმენა უნდოდა. როდესაც დავიბადე, სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა.
მამამ გაქცევა გადაწყვიტა. ის უკან დახევის გეგმებს აწყობდა. ნათესავები წვრილმანების გამო განქორწინების ნებას არ დართავდნენ. საჭირო ოყო მიზეზის პოვნა. ამისთვის მამას ორი წელის დასჭირდა.
5 წლის რომ ვიყავი, მამაჩემის მეგობარი მამუკა გვესტუმრა. გარეგნულად ის წესიერი და მოკრძალებული ბიჭი იყო, მაგრამ როგორც კი სასმელს დალევდა, მაშინვე ითიშებოდა. მამაჩემს ეს აწყობდა. მან მეგობარი დაათრო და თავის საწოლში ჩააწვინა. დილით საშინელი ჩხუბი ატყდა. მამამ ყველაფერში დედა დაადანაშაულა. ამ ჩხუბის შესახებ მთელმა სამეზობლომ გაიგო. მამას თავისმა მშობლებმა განქორწინების უფლება მისცეს.
მამუკა საოცრად წესიერი ბიჭი აღმოჩნდა. მე და დედაჩემი თავის სახლში წაგვიყვანა. ჩემს მეხსიერებაში ამოტივტივდება ხოლმე კადრები, როგორ მივყავდი მას და ერთ ლამაზ დეიდას მამაჩემის სახლიდან. იმ დეიდას ვანილის სუნი ასდიოდა. იმ მომენტში მეგონა, რომ მამამ დედა იმიტომ მიატოვა, რომ ის თავს აღარ უვლიდა.
90-იანი წლები იყო. საბჭოთა კავშირის დაშლის პერიოდი, ყველაფერი განადგურდა და მძიმე ცხოვრება იყო. ქვეყანა ახლებურად სწავლობდა ცხოვრებას. მამუკა ფულის საშოვნელად დედაქალაქში მიდიოდა. მე და დედაჩემი მის ბინაში ვცხოვრობდით. სახლში უამრავი საჩუქრით ჩამოდიოდა და ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. მამაჩემი ამ დროს დახმარებას საკუთარ ნათესავებს სთხოვდა, რადგან სამსახურს ვერ პოულობდა.
თავიდან მამაჩემი ხშირად მოდიოდა ჩემს სანახავად, შემდეგ კი ნაკლებად და ბოლოს სულ შეწყვიტა ჩემთან სტუმრობა. ბებიაჩემი რომ მოდიოდა, ყოველთვის იცოდებდა დედაჩემს და ამბობდა, რომ მომავალში გაგვიჭირდებოდა. ამ ფრაზის ძალიან მეშინოდა. მეგონა, რომ მალე მე და დედაჩემი მშივრები დავრჩებოდით. წარმოვიდგენდი, როგორ დავდიოდით ქუჩებში ძონძებით და გამვლელებს დახმარებას ვთხოვდით.
თუმცა, ასეთი დრო არასოდეს დამდგარა. ერთხელ მამუკამ ტეტრისი და ბარბის თოჯინა ჩამომიტანა, დედას კი ლამაზი ფეხსაცმელი და ძვირადღირებული კოსმეტიკა. მამაჩემი კი უსახლკაროს გავდა. მას ნორმალური ტანსაცმელი არ ჰქონდა. საკვების ფულს მუდმივად თავის მშობლებს სთხოვდა.
ერთხელ მან ფეხი სერიოზულად დაიზიანა და ოპერაცია დასჭირდა. ოპერაციის ფული მამუკამ გადაუხადა, დედა კი საავადმყოფოში მიდიოდა და მისთვის საჭმელი მიჰქონდა. ის რამდენიმე თვის მანძილზე ჩვენთან ცხოვრობდა, რადგან საკუთარი თავის მოვლა არ შეეძლო.
20 წელი გავიდა მას შემდეგ რაც ჩემი მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ. მამას დროდადრო ვურეკავ. ის ხშირად მთხოვს, რომ მივიდე და საჭმლის მომზადებაში დავეხმარო. რომ მივდივარ, ვხედავ, რომ მაცივარი საკვებით სავსე აქვს. ის უბრალოდ მთხოვს, რომ დავჯდე და მასთან ერთად ჩაი დავლიო. მე არ მინდა ჩვენი სახლის ამბების მოყოლა, მაგრამ მამაჩემი საკუთარ ცნობისმოყვარეობას ვერ თოკავს.
“ამ ზაფხულს სად იყავით?”
“მამუკა ხშირად იკეთებს კბილებს? ”
“კონფლიქტები მათ შორის ხშირად ხდება? ”
“საინტერესოა, შვილები რატომ არ ჰყავთ?
ვცდილობ, ზოგადი ფრაზებით ვუპასუხო. არ მინდა მამაჩემს გული ვატკინო. ცხოვრება უაზროდ გაატარა. მამუკამ კი ყველაფერს მიაღწია, რეალიზდა. მამა არ ტოვებს შესაძლებლობას, რომ მომიყვეს როგორი მოსაწყენი ადამიანი იყი ჩემი მამინაცვალი. რომ ის იყი ბოტანიკოსი დიდი სათვალეებითა და დაკერებული ჩექმებით. ის პრაქტიკულად მთელი კლასის მაგიერ სწავლობდა. მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ის ასეთი ბიზნესმენი გახდებოდა და თან სხვის ცოლზე დაქორწინდებოდა.
“ძალიან ვწუხვარ, რომ მე და დედაშენმა ჩვენი ქორწინება ვერ გადავარჩინეთ”, – ამბობს ის. “მამუკას ადგილას მე უნდა ვიყო. მე ხომ მამაშენი ვარ! მამუკას კი უბრალოდ იღბლიანი ბილეთი შეხვდა“.
მას არ შეუძლია შეეგუოს სიმართლეს, რომ მან თავად გაანადგურა საკუთარი ბედნიერება და თავისი ცოლი სხვას გააყოლა. ახლა კი ჩვენი ოჯახის მშვიდი ცხოვრება მას მოსვენებას არ აძლევს.