ბიჭუნა მეზობელი ოთახიდან. დღე, რომელმაც მთელი ჩემი ცხოვრება შეცვალა

1041

პაპარაცის დღევანდელ სტატიაში – ელენეს ისტორიას გიამბობთ.

შეგვიძლია მოვყვეთ უამრავი საინტერესო ისტორია და ცოტა შევალამაზოთ ის, რათა კიდევ უფრო სულშიჩამწვდომი გავხადოთ და შეიძლება, უბრალო ცხოვრებისეული ამბავი მოვყვეთ და ის უფრო წარმოუდგენელი აღმოჩნდეს, ვიდრე გამოგონილი ისტორია.

ელენეს ქალიშვილს მაღალი ტემპერატურა და ღებინება ჰქონდა, რის გამოც ის საავადმყოფოში აღმოჩნდა. სახლში დარჩენა და თვითმკურნალობა არ შეიძლებოდა. დედა-შვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

პირველ დღეს ელენე ისეთი შეწუხებული იყო ბავშვის მდგომარეობით, რომ ოთახიდან არც კი გასულა. ერთი დღის შემდეგ, როდესაც ირინას მდგომარეობა დასტაბილურდა, ელენე დერეფანში გავიდა დასარეკად. მისი მზერა მეზობელი ოთახის კარს მოხვდა. გამჭვირვალე კარს მიღმა ბავშვი იდგა. ჯერ ერთი წლისაც არ იქმნებოდა. ის იატაკზე იდგა და შარვალი პრაქტიკულად ჩამოვარდნილი ჰქონდა. ბიჭმა უცნობი დეიდა დაინახა და ატირდა.

ელენე ოთახში შევიდა, ბავშვს ტანსაცმელი გაუსწორა და მისი დამშვიდება სცადა. ალბათ დედამისი სადმე გავიდა, ბავშვს კი მარტო დარჩენის ეშინოდა. უცებ მედდის მკაცრი ხმა გაისმა: – აქ შემოსვლა არ შეიძლება. – დიახ, უბრალოდ დავინახე, რომ ბავშვი მარტო იყო და… დედამისი სად არის? – თავისმართლება დაიწყო ქალმა.

– მას დედა არ ჰყავს. მას მშობლის უფლება ჩამოერთვა. ეს მიტოვებული ბავშვების ოთახია, – ეს სიტყვები განაჩენზე უფრო მკაცრად ჟღერდა.

შემდეგ კი ელენემ მოისმინა სამწუხარო ისტორია, რომ თურმე მიშიკოს დედა თავადაც ბავშვთა სახლიდან იყო. მან ბავშვი ძალიან ადრე გააჩინა და დედობისთვის მზად არ იყო. ამასთანავე, გოგონა ალკოჰოლზე იყო დამოკიდებული და ამიტომ ხშირად ტოვებდა ბავშვს სახლში მარტოს. ის შიმშილობდა და ტიროდა. მეზობლები გულგრილად ვერ უყურებდნენ იმას, რაც ხდებოდა, კარზე აკაკუნებდნენ, მაგრამ არავინ აღებდა. შემდეგ მათ სამართალდამცავებს შეატყობინეს. ასე აღმოჩნდა ბავშვი საავადმყოფოში. მისი მდგომარეობა მძიმე იყო. მიშიკო გამოფიტული იყო, გარდა ამისა, სხეულზე ნაკაწრები ჰქონდა.

ელენე ადგილზე გაიყინა. ვერ წარმოიდგენდა, როგორ შეიძლებოდა ამხელა ბავშვის ცემა ან სახლში მარტო დატოვება.

ამის შემდეგ ის ხშირად შედიოდა მიშიკოს ოთახში. ქმარს სთხოვა, რომ ბავშვისთვის ტანსაცმელი და სათამაშოები მოეტანა. იგი მიეჯაჭვა პატარა ბიჭს, რომელიც ამ სამყაროში სულ მარტო აღმოჩნდა. ის მარტოა და არავის სჭირდება. გაწერის დრო დადგა. ელენეც და მისი ქალიშვილიც ძალიან ბედნიერები იყვნენ, რომ შეეძლოთ სახლში დაბრუნება. მას მხოლოდ ერთ რამეზე სწყდებოდა გული – მიშიკოს ვეღარასდროს ნახავდა.

ერთმანეთს რთულად დაშორდნენ. ბიჭუნა ხელებს შლიდა, ელოდა, რომ მასაც წაიყვანდნენ, მაგრამ ეს შეუძლებელი იყო. მართალია ელენე ბავშვს მიეჯაჭვა, მაგრამ მისთვის უცხო ადამიანი იყო, ყოველ შემთხვევაში, სახელმწიფოსთვის.

მთელი ღამე ელენე ადგილს ვერ პოულობდა, ბევრს ფიქრობდა და და ქმარს დაძინების საშუალებას არ აძლევდა. მისი ქმარიც დაინტერესდა პატარა ბიჭის ბედით და ელენეს ბავშვის სანახავად წასვლა შესთავაზა.

ასეც გადაწყვიტეს. ეგონათ, რომ შეძლებდნენ ბიჭის რომელიმე ნათესავის პოვნას, რომელიც მას შვილად აიყვანდა.

ისინი საავადმყოფოში მივიდნენ და ელენემ მედდას სთხოვა, რომ მიშიკოს ნახვის ნება დაერთო. მედდამ წინააღმდეგობა არ გაუწია.

ელენე და მისი ქმარი ბიჭუნას ოთახში შევიდნენ. მიშიკო საწოლზე იჯდა და ხელში სათამაშო დათვი ეჭირა. სტუმრების დანახვისას გაეღიმა და ხელები გაუწოდა. ბიჭუნა მიუახლოვდა არა ელენეს, არამედ მის ქმარს. – რატომ დგახარ, ხელში აიყვანე, – უთხრა ქალმა. ქმარი ასეც მოიქცა და მიშიკო მაგრად მოეხვია კისერზე. ისე ჩამეხუტა, თითქოს უცხო ბიძა კი არა, მამამისი იყო. მომენტი იმდენად ამაღელვებელი იყო, რომ ელენემ ძლივს შეიკავა თავი, რომ არ ატირებულიყო.

ელენეს ქმარიც ჩაეხუტა ბიჭს და შებრუნდა. ელენე მიხვდა, რომ ისიც ტიროდა. ასეთი რამ ცხოვრებაში პირველად ნახა. რამდენიმე წუთის შემდეგ ქმარმა თქვა: – ელენე, მოდი ვიშვილოთ.

საბუთების მოწესრიგებას გარკვეული დრო დასჭირდა, მაგრამ ბიჭის შვილად აყვანა მათ მაინც შეძლეს, რადგან მიშიკოს დედის გარდა სხვა ნათესავი არ ჰყავდა.

ამ ოჯახში მიშიკო ძალიან უყვართ. ის ახლა შვიდი წლისაა და პირველ კლასელი გახდა. ელენე და მისი ქმარი მესამე შვილს ელოდებიან და ძალიან უყვართ თავიანთი ვაჟიც და ქალიშვილიც.

ასე წარიმართა ელენეს ბედი. მაშინ საავადმყოფოში რომ არ მოხვედრილიყო, ვერასოდეს გაიგებდა, რომ მსოფლიოში არის ბიჭი, მიშიკო, რომელსაც ძალიან სჭირდება დედა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს