გერმანელებს ტაიგაში ნადირობას ვასწავლიდი. რა ცუდი იუმორის გრძნობა ჰქონიათ!

386

მთელი ჩემი ცხოვრება იაგერი ვარ. ცხოვრებაში რა აღარ გადამიტანია, ამიტომ მთელ სხეულზე ნაწიბურებში მაქვს. ერთხელ მგელი შემომხვდა, მეორედ დათვი. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერ დავმეგობრდით და ეს ნაწიბურები სწორედ ამიტომ მაქვს. ერთი ნაწიბური სიდედრმა მაჩუქა. დაბადების დღეზე ცოტა ზედმეტი დავლიე და თივაზე დავიძინე. მან ვერ შემნიშნა და თივის ჩანგლით ოდნავ დამკაწრა.

ერთხელ გერმანელები ჩამოვიდნენ. რვანი იყვნენ. ყველაზე მამაცებმა ტაიგის დაპყრობა გადაწყვიტეს. მე მათ ტაიგაში მოქცევის წესები გავაცანი. გერმანელებმა იარაღი აიღეს და ტყეში წავედით.

ნადირობის პირველმა დღემ არც თუ ისე წარმატებულად ჩაიარა. ერთმა გერმანელმა კურდღელს თორმეტჯერ ესროლა, მაგრამ ვერ მოარტყა. ხმაურზე ბუჩქებიდან შეშინებული მწყერი გამოვარდა. მას ყველა გერმანელმა ერთად დაუწყო სროლა. პირველ მწყერს მისი მეგობრები შემოუერთდნენ. გერმანელები გიჟებივით ესროდნენ მათ. რამდენიმე მწყერი დიარეით დაიხოცა, ამიტომ სახლში ხელცარიელები არ დავბრუნებულვართ, რაც გერმანელებს ძალიან უხაროდათ.

საღამოს სავახშმოდ დავსხედით. ცოტა დავლიეთ. გადავწყვიტე მათ გავხუმრებოდი და მოვუყევი, რომ კურდღელზე ნადირობის ერთი ძალიან საინტერესო მეთოდი არსებობდა. უნდა აიღოთ აგური, შავი პილპილი უნდა მოაყაროთ და უნდა დადოთ ტყეში. სულელი კურდღელი აგურთან მიირბენს, დაყნოსავს მას და გონებას დაკარგავს. ვერც კი ვიფიქრებდი, რომ ისინი დაიჯერებდნენ. მე არ ვიცოდი, რომ მათ იუმორის გრძნობა თურმე საერთოდ არ ჰქონიათ!

მეორე დღეს ისევ სანადიროდ წავედით. ვერ ვიგებდი, რა ხდებოდა. წინა დღეს გერმანელები ირმებივით დარბოდნენ, დღეს კი ყოველ თხუთმეტ წუთში დასვენებას მთხოვდნენ. აღმოჩნდა, რომ მათი ზურგჩანთები პილპილმოყრილი აგურებით იყო სავსე. როგორც ჩანს, ჩემი მონაყოლი დაიჯერეს. ეს აგურები ძალით გადავაყრევინე. დიდხანს ვერ იჯერებდნენ, რომ ეს უბრალოდ ხუმრობა იყო.

დაახლოებით ორი საათის განმავლობაში ჩემი გერმანელები უშედეგოდ ესროდნენ იხვებს. მათი ასეთი აქტიურობის გამო, იხვებმა პირდაპირ ჰაერში დაიწყეს კვერცხის დადება. მაგრამ, არა ყველა მათგანმა. ზოგიერთმა მათგანმა სკლინტვა დაიწყო.

იხვებზე ნადირობა, იხვების გამარჯვებით დასრულდა – ისინი გაფრინდნენ. საჭმლის სუნზე დათვი გვესტუმრა. ერთმა გერმანელმა შიშისგან ესროლა მას. რა? საფანტი! დათვს! და მოხვდა! ასეთი უპატივისმცემლო მოპყრობა დათვს არ მოეწონა. ის ამის პატიებას არ აპირებდა და ამიტომ მდინარე მალ-მალე გადმოცურა. ჩვენი დათვი ნამდვილი სპორტსმენი აღმოჩნდა.

გერმანელები არ დაბნეულან, დიდი სისწრაფით აძვრნენ ხეებზე. თუმცა, მათ ერთი რამ ვერ გაითვალისწინეს, რომ ხეზე ასვლა დათვებმაც იციან. ხოდა, ეს დათვიც ხეზე აძვრა. ჩემი გერმანელები ძალიან მამაცები აღმოჩნდნენ. მათ ტოტიდან ტოტზე ხტომა დაიწყეს. ის დახტოდნენ, რომ მათი ციყვებსაც კი შეშურდებოდათ. დათვს ეწყინა და გაბრაზდა. ის მიხვდა, რომ გერმანელებს ვერ დაიჭერდა. დათვი ხიდან ჩამოვიდა და ჩვენი ზურგჩანთების შესამოწმებლად წავიდა. რაც მოეწონა, ყველაფერი შეჭამა.

ასე რომ, გერმანელები კარგად ჩაწვდნენ ტაიგაში ნადირობის ყველა ნიუანსს.

დიდი ხანია, დრო ასე მხიარულად არ გამიტარებია.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს