დედა, რომელიც მიატოვეს

0
10154

ნანა დეიდას თავისი შვილები ძალიან უყვარდა. ქალიშვილიც უყვარდა და ვაჟიც, მაგრამ ვაჟი მაინც ცოტა უფრო მეტად. ის თავისი შვილებისთვის ყოველთვის ყიდულობდა რაიმე გემრიელს. თუმცა, უფრო მეტი ყოველთვის ლევანს ხვდებოდა. ელენეს ძალიან უყვარდა თავსი უმცროსი ძმა და ამიტომ დედაზე არ ბრაზდებოდა.

ელენე მეათე კლასელი იყო, როდესაც ძალიან ავად გახდა და გარდაიცვალა.

მისი გარდაცვალების შემდეგ ნანას თავისი ბიჭი კიდევ უფრო მაგრად უყვარდა. მას მისთვის არაფერი ენანებოდა. მან მთელს სოფელში პირველმა შეიძინა მოტოციკლი, მას ყველაზე კარგად ეცვა. ლევანს არასოდეს აიძულებდნენ, რომ სახლში ან ბოსტანში რაიმე გაეკეთებინა. მამა ითხოვდა, რომ ბიჭი სამეურნეო საქმეებში დახმარებოდა, მაგრამ დედამ მაშინვე წინააღმდეგობა გაუწია. ლევანი იმ ფულს ხარჯავდა, რომელსაც მისი მშობლები მძიმე შრომით გამოიმუშავებდნენ.

სკოლის დამთავრების შემდეგ ლევანი ტექნიკუმში მოეწყო, თუმცა მაინცდამაინც კარგად არ სწავლობდა. ტექნიკუმის დამთავრების შემდეგ, ის თავის მეგობრებთან ერთად სამუშაოდ გემგზავრა. ბუნებრივია, ნანა ამის გამო ძალიან ნერვიულობდა.

ერთი წლის მერე ლევანი დაბრუნდა. მან კარგი თანხა ჩამოიტანა და ბიზნესის წამოწყება გადაწყვიტა. მან სოფელში მაღაზია გახსნა. ის ძალიან კარგი ბიზნესმენი აღმოჩნდა. მაღაზიას ძალიან კარგი შემოსავალი მოჰქონდა. რამდენიმე წლის შემდეგ ლევანმა მაღაზიები მეზობელ სოფლებშიც გახსნა.

ნანა დეიდა გახარებული იყო და საკუთარი შვლით ამაყობდა.

ცოტა ხანში ლევანმა ცოლი მოიყვანა და შვილებიც ეყოლა. ლევანს ცოლი ბიზნესში ეხმარებოდა, ნანა კი შვილიშვილებს და სახლს უვლიდა. რძალი და ბიჭი სახლში რომ ბრუნდებოდნენ, ბავშვები ნაჭამ-ნასვამები და დაბანილები იყვნენ, სახლში კი სისუფთავე და წესრიგი იყო. საჭმელი ყოველთვის მზად იყო. ამ ყველაფერს ნანა დეიდა მათთვის დიდი სიხარულით აკეთებდა.

მოულოდნელად ნანას ქმარი გარდაიცვალა. ნანა დეიდამ მასთან ერთად თითქმის 50 წელი გაატარა და მისთვის ქმრის გარდაცვალება ძალიან დიდი დარტყმა იყო. ქმრის გარდაცვალების შემდეგ ის ხშირად ხდებოდა ავად. გული აწუხებდა და წნევაც მაღალი ჰქონდა ხოლმე. მას უკვე უჭირდა შვილიშვილების მოვლა და მთელი ოჯახისთვის საჭმლის მომზადება. თუმცა, მთელი ძალებიც ცდილობდა ამ ყველაფრის გაკეთებას.

შვილიშვილებს ბებია ძალიან უყვარდათ, გიჟდებოდნენ მის გაკეთებულ ღვეზლებზე.

ლევანს საერთოდ არ აინტერესებდა, რომ დედამისს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები გაუჩნდა. ის მხოლოდ საკუთარი ბიზნესით იყო დაკავებული. დედისთვის დრო არასოდეს ჰქონდა. იმისთვისაც კი ვერ მოიცალა, რომ დედა ექიმთან მიეყვანა.

ერთხელ ლევანი სახლში მოვიდა და თქვა:

– სახლის გარემონტება გადავწყვიტე. ბავშვებს სიდედრთან წავიყვან, შენ კი ერთი თვე მოხუცებულთა სახლში იცხოვრე. მე მათ უკვე მოველაპარაკე. რემონტის დასრულების შემდეგ სახლში მოგიყვან.

– არა შვილო. ასე არ გვინდა. იქნებ, ჩემს ოთახში დავრჩე? მე რემონტის გაკეთებაში ხელს არ შეგიშლით. გააკეთეთ, რადგან ასე გადაწყვიტეთ.

– არა, დედა. ისე იქნება, როგორც მე ვთქვი! – უპასუხა ლევანმა.

ნანა დეიდას ეს ძალიან არ მოეწონა, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა. დათანხმდა, რომ ერთი თვის მანძილზე მოხუცთა სახლში იცხოვრებდა. მან თავისი ნივთები ჩაალაგა და ლევანმა წაიყვანა.

ნანა დეიდა იმ ოთახში დაასახლა, სადაც კიდევ ერთი ბებია ცხოვრობდა, რომელსაც საერთოდ არავინ ჰყავდა.

– აქ ვინც მოდის, სახლში აღარასოდეს ბრუნდება, – უთხრა ბებიამ.

ნანა დეიდა მას არ მოსდავებია. ის არც კი გაიფიქრებდა, რომ მისი შვილი ასე მოექცეოდა, რომ მოხუცთა სახლში მოიყვანდა და სამუდამოდ დატოვებდა.

გავიდა ერთი კვირა, ლევანს ერთხელაც არ დაურეკავს. მხოლოდ ერთი თვის შემდეგ მოვიდა.

– დედა, მაპატიე, მაგრამ ჯერ-ჯერობით სახლში ვერ წაგიყვან. რემონტი ჯერ არ დამთავრებულა. ცოტა მოითმინე.

ნანასთვის ძალიან მწარე და მტკივნეული იყო ამ სიტყვების მოსმენა, მაგრამ რის გაკეთება შეეძლო?

ერთ დღეს კი მასთან მისი მეზობელი მოვიდა და უამბო, რაც ხდებოდა. ლევანს რემონტი უკვე დიდი ხნის წინ დაესრულებინა. მეზობლები მას ეჩხუბებოდნენ, იმის გამო, რომ დედა მოხუცთა სახლში წაიყვანა. მან ხომ თავისი შვილისთვის ამდენი რამ გააკეთა. მისი შვილებიც კი გაზარდა. ის კი როგორ მოექცა. ახლა ლევანი სახლში სტუმრებს ეპატიჟება და წვეულებებს მართავს.

– როგორც ჩანს უშლიდი შენს შვილს თავის გემოზე ცხოვრებას, ამიტომაც მოხუცთა სახლში მოგიყვანა, – უთხრა მეზობელმა.

მეზობელი წავიდა. ნანა დეიდამ კი მოიწყინა. გაიხსენა, რამდენს შრომობდა თავდაუზოგავად, რომ მის შვილს არაფერი მოკლებოდა, ახლა კი – მოხუცთა სახლში აღმოჩნდა. დაპირდა, რომ ეს დროებით იყო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სამუდამოა. სამი თვის მანძილზე ლევანი დედასთან მხოლოდ ორჯერ მოვიდა.

ამის შემდეგ გავიდა 6 თვე. ამ დროს მანძილზე ნანა დეიდასთან არც შვილი და არც რძალი არ მოსულან.

ნანა დეიდამ მოხუცთა სახლში მხოლოდ 7 თვე იცხოვრა და გარდაიცვალა. შვილმა დედა სოფელში დაასაფლავა.

ლევანს დიდად არ უდარდია და არც მის ცოლს. მხოლოდ შვილიშვილები იხსენებდნენ ბებიას ხშირად: მის მოფერებას, ზღაპრებს და გემრიელ ნამცხვრებს.

ნანა დეიდას გარდაცვალებიდან ორი თვის შემდეგ ლევანს დაბადების დღე ჰქონდა. დიდი წვეულება არ მოუწყვია, უბრალოდ მეგობრები და ნათლიები დაპატიჟა.

ერთმა ნათლიამ უთხრა:

– დიდხანს იცოცხლე. ბოლოს კი მოხუცთა სახლში გარდაიცვლები!

– რას ამბობ! რა სისულელეა! – უყვირა ქალს ლევანმა.

იმ ღამეს მას გარდაცვლილი დედა პირველად დაესიზმრა. ძალიან დაღონებული იყო. ლევანს წყენით სავსე თვალებით უყურებდა. ლევანმა ცივ ოფლში გაიღვიძა და დილამდე თვალი არ მოუხუჭავს. იმ ღამის შემდეგ მას დედა ყოველ ღამით ესიზმრებოდა! ის ბიჭს უყურებდა და ხშირად ტიროდა კიდეც.

ლევანი ვეღარ იძინებდა, გახდა. მათ სოფელში ეკლესია არ იყო. ლევანი მეზობელ სოფელში წავიდა და მამაოს დაელაპარაკა. მან უთხრა, რომ მძიმე ცოდვა ჩაიდინა, როდესაც დედას ასე მოექცა. უთხრა, რომ არც კი იცოდა, როგორ უნდა გამოესყიდა ეს ცოდვა.

ლევანი კიდევ უფრო მეტად გახდა. მას არ ეძინა და თითქმის არაფერს ჭამდა. მერე ერთ-ერთმა მეგობარმა ურჩია, რომ მათ სოფელში ეკლესია აეშენებინა. იქნება, დედამ აპატიოს?

ლევანმა ეკლესიის აშენება გადაწყვიტა. ეკლესიის მშენებლობა მალე დასრულდა. მამაო ჩამოვიდა. ხალხი ეკლესიაში მივიდა, თუმცა მათ იცოდნენ, რომ ლევანი ასე დედისგან პატიებას ითხოვდა. სოფელში ყველა მის საქციელს განსჯიდა.

ვერავინ გაიგო, აპატია თუ არა ლევანს დედამ. ლევანმა მალევე გაყიდა სახლიც, მაღაზიებიც და ცოლ-შვილთან ერთად გაურკვეველი მიმართულებით გაემგზავრა.