პაპარაცის დღევანდელ სტატიაში – ახალგაზრდა მამაკაცი საკუთარ ისტორიას გვიყვება.
ექვსი წლის წინ ჩემმა მეგობარმა გადაწყვიტა, რომ ერთ მიყრუებულ სოფელში ექსკურსიაზე წავეყვანე. ძალიან ბევრი დავლიეთ. საკუთარ სახელს ძლივს ვიხსენებდი.
სახლის პატრონის ქალიშვილს ძალიან მოვეწონე, არ მშორდებოდა.
თავის შეყვარებულს ზედ არ უყურებდა. ის სახლში გააცილა, მე კი ჩამეხუტა და თავის საძინებელში შემათრია.
მთელი ღამე ერთად გავატარეთ.
იმ პერიოდისთვის ქალაქში ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობდი. ამ გოგომ მთხოვა, რომ მის შვილთან ერთად ჩემთან წამეყვანა. ასე დავიწყეთ ერთად ცხოვრება.
ჩემს ბიზნეს საკმაოდ კარგი შემოსავალი მოჰქონდა. ჩემს შეყვარებულს ძვირფას საჩუქრებს, ოქროს სამკაულებს და ბეწვის ქურქებს ვყიდულობდი.
დროთა განმავლობაში საკუთარი სახლი შევიძინე. მე კრიმინალური წარსული მქონდა და ამიტომ ბინა ჩემს სამოქალაქო ცოლზე დავარეგისტრირე.
ამ დროს კი მან ფრთები გაშალა. ნებისმიერი უთანხმოების დროს ბინით მაშანტაჟებდა. მეუბნებოდა, რომ გამაგდებდა და ცარიელს დამტოვებდა.
მე წყენას დიდხანს არ ვიმახსოვრებ, თუმცა მეხსიერება ძალიან კარგი მაქვს…
ცოტა ხანს მეგობრებთან ვიცხოვრე, მაგრამ მათთან დიდხანს არ გავჩერებულვარ. ჩემმა ცოლმა მიპოვა და ტირილით მთხოვა, რომ სახლში დავბრუნებულიყავი. მასთან ერთად გატარებული ჩემი წლები შემეცოდა. ვიფიქრე, სხვა ვინ უნდა მოვძებნო მეთქი და დავბრუნდი, მაგრამ დღე და ღამე სამსახურში ვიყავი.
ჩემი ოცნების სახლისთვის ფული მოვაგროვე. კარგი, სამსართულიანი სახლისთვის, როგორზეც ვოცნებობდი. რემონტი უახლოესი მოდის მიხედვით გავაკეთეთ და ახალ სახლში გადავედით. ჩემმა ცოლმა მთხოვა, რომ დედამისს ცოტა ხანს ჩვენს სახლში ეცხოვრა.
სიდედრისთვის ბინა არ დამინანია. კარგი იცხოვროს, ვნახოთ რა იქნება. დედაჩემი ძველ ბინაში ცხოვრობდა.
ჩემი ცოლის ვაჟიშვილს ჩემთვის მამა არასოდეს დაუძახია. ამაზე პრეტენზია არ მქონია. დროთა განმავლობაში სახელითაც კი აღარ მომმართავდა. ჩემთვის არსებობდა სიტყვა “ის”. ეს ვერ მოვითმინე და შენიშვნა მივეცი. ის გამოსწორდა და ერთი ორჯერ მამაც კი დამიძახა.
ჩემს ცოლს საერთოდ ვერ ვცნობდი. სოფლელი გოგონას კვალიც კი აღარ დარჩენოდა. ბრილიანტებში და ბეწვის ქურქებში გამოწყობილ ქალბატონად იქცა. იაფ ნივთებს აღარ ატარებდა, მხოლოდ ძვირფასს და დიზაინერულ ნამუშევარს. შვილისთვისაც მხოლოდ ძვირფას ნივთებს ყიდულობდა.
ცოტა ხნის შემდეგ მანქანა მთხოვა. დიდხანს ვფიქრობდი, მაგრამ მაინც ვუყიდე.
ერთხელ, მორიგი მივლინების შემდეგ ჩემს ქალიშვილს შევუარე, რომელიც წინა ქორწინებიდან მყავდა და ჩემთან წამოვიყვანე სტუმრად. ჩვენ ერთმანეთთან ძალიან ცოტა დროს ვატარებთ.
რამდენიმე დღის მანძილზე სახლში თავს სტუმარივით ვგრძნოდი. ჩემი ქალიშვილი ხომ საერთოდ.
ერთ დილით საშინელი სურათი დამხვდა. ჩემი ცოლი იდგა და ჩემს ქალიშვილს ეჩხუბებოდა. ის საშინლად ყვიროდა. მე ვუბრძანე, რომ თავისი და თავისი ბიჭის ნივთები ჩაელაგებინა და ჩემი სახლიდანაც და ჩემი ცხოვრებიდანაც სამუდამოდ წასულიყო. ის ალაგებდა თავის ტანსაცმელს და სამკაულს და ყვიროდა, რომ ეს მისი საჩუქრები იყო და უნდა წაეღო. ასე ამბობდა მანქანაზეც.
ნივთები ჩაალაგა და წავიდა. მე საშინელ დეპრესიაში ჩავვარდი. ერთი კვირის შემდეგ ჩემი ცოლი ისევ მოვიდა და სიყვარულზე მელაპარაკებოდა. მე კი არ ვიცი, როგორ მოვიქცე. როგორ იქნება სწორი? მე ის ძალიან მიყვარს და მზად ვარ ყველაფერი ვაპატიო.