„ისე მოექეცი სხვებს, როგორც გინდა, რომ მოგექცნენ“. წმინდა ამფილოქე პოჩაეველს ძალიან კეთილი გული ჰქონდა და თვლიდა, რომ ადამიანს ბოროტება ბუნებით თანდაყოლილი არ აქვს. ყველას, ვინც განკურნებით ნიჭით ცნობილ ბერთან პოჩაევის ლავრაში მიდიოდა, მოღვაწე სადილზე სამი კერძით და ვახშმით მასპინძლობდა. უმეტესობა მათგანი საკვების მირთმევისთანავე იკურნებოდა.
2023 წლის 1 იანვარს, უკრაინაში პოჩაევის ლავრაში ეკლესიის ერთ–ერთი მფარველის დღესასწაულის საპატივცემულოდ რელიგიური მსვლელობა გაიმართა (1971 წლის 1 იანვარს წმინდა ამფილოქე პოჩაეველი გარდაიცვალა). ბევრი მორწმუნე შეიკრიბა, რომ წმინდანისთვის პატივი მიეგოთ და ერთად მშვიდობისთვის ელოცათ.
ამფილოქე პოჩაეველი – სასწაულმოქმედი ამფილოქე მორწმუნეებს სასოწარკვეთის წუთებში ლოცვისკენ მოუწოდებს. „ცხოვრება ყოველდღიური ბრძოლაა, სადაც ეშმაკი ღმერთს ებრძვის, ხოლო ამ ბრძოლის ველი ადამიანის სული და გულია. თითოეულმა ადამიანმა ბევრი უნდა ილოცოს, გულწრფელად მოინანიოს, მშვიდად მოითმინოს, რომ ღმერთმა მის გულში გაიმარჯვოს“. ლოცვა ადამიანის სულს შვებას გვრის. გვჯერა, რომ საერთო ლოცვა შესმენილი იქნება და მალე მშვიდობა დაისადგურებს.
ლოცვა ამფილოქე პოჩაეველის მიმართ – ჰოი ყოვლად-ღირსო ღმერთ-შემოსილო მამაო ამფილოქე, ანგელთსთაებრ მგალობელო, ნათლის-მცემელისაებრ პატივ-ცემულო, ღირსთა შორის გვირგვინო, მონაზონთა წინამძღვარო, მამათა პატიოსნებაო, ქრისტიანეთა მფარველო, მოსავთა შენთა შემწეო, და ყოველთა მვედრებელთა სიწმიდისა შენისათა სასოო და შესავედრებელო.
ჰოი ყოვლად სანატრელო ღუთივ-სულიერო მამაო ამფილოქე, ვარსკულაო ყოვლად ბრწყინვალეო, მოგუფინე სხივებრ მადლი წმიდისა ლოცვისა შენისა, და განანათლე კეთილ-მორწმუნე ერი ჩუენი, განაბრწყინვე უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, დიდი მეუფე მამაი ჩუენი ილია და ყოვლად-სამღუდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, და ყოველნი სამღუდელო და სამონაზნო წესნი. განაძლიერენ ღუთის მსახურნი და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტიანენი. ევედრე, მამაო, შენგან შეყუარებულსა ღმერთსა, რათა ყოველნივე შეგვიწყალნეს დიდითა წყალობითა თვისითა.
ჰოი, ყოვლად-პატიოსანო მამაო წმიდაო ამფილოქე, მზეებრ შარავანდედითა წმიდითა ლოცვითა შენითა დაგვიფარენ თაყუანის-მცემელნი ღუთივ-შუენიერისა სიწმიდისა შენისანი, და გვიხსენ სიყმილისაგან და სრვისა, უნაყოფოებისაგან ქუეყანისა, სეტყვისაგან და ყოვლისა მავნებელისა ჰაერისა და ყოვლისაგან მწუხარებისა. არამედ ევედრე ყოვლად-წმიდასა სამებასა, რათა მოგუმადლოს მშვიდობა და სიმრთელე, კაცთ-მოქალაქეობით სათნოყოფა, მართლმადიდებლობით განბრწყინვება, ქველის-საქმით განათლება, სასუფეველსა ცათასა დამკვიდრება, მართალთა თანა სუფევა, ღირსთა თანა გვირგვინოსნება, და საუკუნო დიდება და სიხარული, რამეთუ მამასა ჰშუენის დიდება, ძესა მადლობა და სულსა წმიდასა თაყუანისცემა საუკუნითგან, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.”
1912 წელს ამფილოქე (მაშინ ჯერ კიდევ იაკოვ გოლოვატიუკი) სამეფო ჯარში გაიწვიეს. ახალგაზრდა იაკოვი მოწინავე რაზმში ფერშალი იყო. მან დაინახა ბრძოლის ყველა საშინელება, ხედავდა, როგორ იღუპებოდნენ მეგობრები, რომელთან ერთადაც მსახურობდა. იაკოვი ტყვედ ჩავარდა და სასჯელის სახით ავსტრიაში ერთ ფერმერთან სამუშაოდ გააგზავნეს. ისე დაუღალავად და მორჩილად შრომობდა, რომ ფერმერმა თავისი ქალიშვილის ტყვეზე მითხოვება მოინდომა. თუმცა ახალგაზრდა მშობლიურ მიწას ნატრობდა. მალე ტყვეობიდან გაიქცა და სახლში დაბრუნდა.
სთხოვეთ დახმარება წმინდა ამფილოქეს, როგორც გვიანდერძა – ამფილოქე პოჩაეველი 1971 წლის 1 იანვარს გარდაიცვალა. ამ დღემდე ცოტა ხნით ადრე მორწმუნეები გააფრთხილა, რომ თამამად შეუძლიათ თხოვნით მიმართონ, როცა გარდაიცვლება. ის ყველას მოუსმენს და ყველას დაეხმარება. წმინდანს ადამიანები ძალიან უყვარდა და ყველაფრის მიუხედავად ყველას მიმართ ყურადღებიანი იყო. 31 წლის შემდეგ სასულიერო პირები სასწაულის მომსწრეები გახდნენ. როცა წმინდანის საფლავის გახსნეს, აღმოჩნდა, რომ მისი სხეული უხრწნელი დარჩა. ახლა ღირსი ამფილოქეს წმინდა ნაწილები იოვა პოჩაეველის ეკლესიაში თაყვანსაცემად ღიაა.