52 წლის ვარ. არასდროს მნდომებია შვილების გაჩენა. სწორედ, საკუთარი დედის წყალობით არ გამჩენია დედობის სურვილი

1013

პაპარაცის დღევანდელ სტატიაში – ქალი საკუთარ ისტორიას გვიამბობს.

გინდ დაიჯერეთ, გინდა არა, მაგრამ სწორედ დედაჩემს მიუძღვის წვლილი იმაში, რომ შვილების გაჩენის სურვილი არასოდეს გამჩენია.

მე გათხოვილი ვარ. მე და ჩემს მეუღლეს ერთმანეთი ძალიან გვიყვარს. ჩვენ ძალიან ბევრს ვმოგზაურობთ და ერთმანეთისთვის ვცხოვრობთ. ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ შვილები არ გვყავს.

რატომ არ გამჩენია არასდროს დედობის სურვილი? საქმე იმაშია, რომ ცხრა წლის ასაკში დედა ძალიან სერიოზულად დამელაპარაკა. მან სკოლიდან წამომიყვანა. ჩვენ პარკში წავედით. მეგონა, ნაყინს მიყიდიდა და კარუსელებზე გავერთობოდი. თუმცა, ამ ყველაფრის სანაცვლოდ, დედამ სკამზე დამსვა და საუბარი დაიწყო.

– მინდა, სიმართლე გიამბო დედაჩემსა და ჩემს შესახებ. ბებიაშენს არასოდეს ვუყვარდით მე და ჩემი ძმა. ის ხშირად გვტოვებდა სახლში მარტოს. ის ძალიან ცივი იყო და სულაც არ იყო ალერსიანი საკუთარი შვილების მიმართ. ბებია მეუღლეს დაშორდა და ფსიქოლოგიურად მოუმზადებელი იყო იმისთვის, რომ ორი შვილი მარტოს უნდა გაეზარდა. ამის გამო ჩვენ ძალიან დავზარალდით.

დედაჩემს ვუსმენდი და ვერ ვიჯერებდი, რომ სიმართლეს ამბობდა. საქმე ისაა, რომ ბებიას ძალიან ვუყვარდი. უქმეებზე ხშირად მივყავდი თავისთან, გემრიელ საჭმელებს მიმზადებდა. ერთად ვსეირნობდით, მან მასწავლა კერვა და ქსოვა. ბებია ძალიან ალერსიანი იყო ჩემს მიმართ. მან ხატვაც კი მასწავლა.

დედამ ისიც მითხრა, რომ მამას შორდებოდა. ეს ამბავი ჩემთვის სრულიად მოულოდნელი იყო. დედამ მითხრა, რომ ძალიან დაიღალა ასეთი ცხოვრებით, რომ მისთვის ძალიან რთულია ერთდროულად იყოს ცოლიც და დედაც.

მაშინვე მივხვდი, რის თქმა სურდა ჩემთვის დედაჩემს. ის სკოლის დამთავრებისთანავე გაჰყვა ცოლად მამაჩემს და მასზე დაიწყო ზრუნვა. მერე მე დავიბადე, სამი წლის შემდეგ კი ჩემი უმცროსი და. დედა მთლიანად ჩვენი აღზრდით დაკავდა. მას უამრავი საზრუნავი ჰქონდა, საკუთარი თავისთვის კი დრო საერთოდ არ რჩებოდა.

დედასთან საუბრის შემდეგ მივხვდი, რომ შვილების გაჩენა არ მინდოდა. წლების განმავლობაში ამაში უფრო ვრწმუნდებოდი. მეშინოდა, რომ თუ შვილები მეყოლებოდა, მაშინ საკუთარი თავისთვის დრო საერთოდ აღარ დამრჩებოდა. უბრალოდ მივხვდი, რომ სრულიად მოუმზადებელი ვიყავი დედობისთვის.

ახლა კი, როდესაც 52 წლის ვარ, დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ სწორად მოვიქეცი, როდესაც გადავწყვიტე, რომ არასდროს გავმხდარიყავი დედა. მე ეგოისტი არ ვარ. უბრალოდ, ძალიან მომწონს ისე ცხოვრება, როგორც ახლა ვცხოვრობ. ძალიან ბედნიერი ვარ. ჩემი ცხოვრება სრულიად მაწყობს. მე მომწონს ჩემი თავისუფლება და დამოუკიდებლობა.

ვიცი, რომ ამქვეყნად არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სხვადასხვა მიზეზის გამო არ სურთ შვილების გაჩენა. ვიღაცას უბრალოდ ეშინია შვილების გაჩენის, ვიღაცას ფული არ აქვს იმისათვის, რომ ბავშვი სათანადოდ უზრუნველყოს. არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებსაც შვილების გაჩენა იმის გამო არ სურთ, რომ ოდესღაც ისინი საკუთარ მშობლებს არ სჭირდებოდნენ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს