ცნობილია, რომ მატარებლის კუპე უფრო კომფორტულია. მგზავრები, რომლებიც ასეთი ვაგონით ირჩევენ მოგზაურობას, უპირატესობას სიმშვიდესა და კომფორტს ანიჭებენ. შესაძლოა, მატარებლით ოჯახი ამ ხმაურიანი კომპანია მგზავრობდეს. ეს შესანიშნავი მიზეზია, რომ საკუთარ სიმშვიდეზე წინასწარ იზრუნო. თუმცა, ასეთ ვაგონებში უფრო საინტერესო შემთხვევებიც ხდება.
მატარებლის კუპე
ადრე ირმა მხოლოდ პლაცკარტით მგზავრობდა. ასე ვთქვათ, ეს იაფი იყო და მას აწყობდა. მატარებლებით ის არც ისე ხშირად მგზავრობდა და ამიტომ, ზედმეტი ფულის გადახდის მიზეზს ვერ ხედავდა. ის დედამისთან მიდიოდა სოფელში და გზაში საკმაოდ დიდ დროს ატარებდა, მთელ 8 საათს. ირმა დაოჯახებული არ იყო და ყოველთვის დღის მატარებლით ცდილობდა მგზავრობას.
ასე შეეძლო სხვა მგზავრებთან საუბარი და ფანჯარაში სასიამოვნო ხედებით ტკბობა. საღამოს უკვე სახლში იყო. ერთ დღეს კი ირმას ვერ მოუხერხდა მისთვის ჩვეულ მატარებელზე ბილეთის აღება და სხვა მატარებლით მგზავრობა მოუწია. ის დღისით უნდა გასულიყო და ადგილზე შუაღამისას უნდა ჩასულიყო, რაც ირმასთვის სრულიად მოუხერხებელი იყო. მას მხოლოდ მოხუცი დედა ჰყავდა და სადგურზე ვერავინ დახვდებოდა. ტაქსით მგზავრობა მას არ სურდა, რადგან ეს ზედმეტ ხარჯს მოითხოვდა.
უნიკალური შემთხვევა
ღამის მატარებლის ბილეთები არც თუ ისე ბევრი აღმოჩნდა, ამიტომ ირმას კუპის ბილეთის ყიდვა მოუწია. ზედმეტი ხარჯი მას ყოველთვის აღიზიანებდა და მან ეს მგზავრობა, უკვე წინასწარ, საშინელ მგზავრობად აღიარა. თუმცა, როდესაც მატარებელში ავიდა, მიხვდა, რომ ძალიან ცდებოდა. კუპეში მხოლოდ ორი ადგილი იყო და მისი კომპანიონი მომხიბვლელი მამაკაცი აღმოჩნდა, რომელსაც უძილობა ტანჯავდა. მათ მთელი ღამე საუბარში გაატარეს და მატარებლიდან ჩამოსვლისას კავალერი ჩანთის გადმოტანაში დაეხმარა.
ქალი გულუბრყვილოდ იმედოვნებდა, რომ იგი მას ტელეფონის ნომერს გამოართმევდა და ისინი ურთიერთობას გააგრძელებდნენ, რადგან ორივე ერთ ქალაქში ცხოვრობდნენ და არც ერთ მათგანს ოჯახი არ ჰყავდა. თუმცა, მამაკაცი ასე არ მოქცეულა. რომანტიკოსმა ირმამ ეს ამბავი, რაღაც მშვენიერ ამბად აქცია და ყოველთვის უჩვეულო სითბოთი იხსენებდა. “ვინ იცის, იქნებ ეს ბედისწერაა და ჩვენ ისევ შევხვდეთ აუცილებლად?” – ფიქრობდა ქალი.
ახალი იმედი
დედასთან გასამგზავრებლად, ირმამ ისევ კუპის ბილეთი შეიძინა. ის არ იმედოვნებდა, რომ ისევ იმ მომხიბლველ უცნობს შეხვდებოდა. “შეიძლება ეს ვინმე სხვა იყოს, რომელიც უფრო გაბედული იქნება”, – იმედოვნებდა ქალი. ნივთები ჩაალაგა და თავადაც მოემზადა.
ლამაზი ვარცხნილობა უნდა გაიკეთოს, მაკიაჟიც. აუცილებლად უნდა წაისვას თავისი საყვარელი სუნამოს რამდენიმე წვეთი. ვინ იცის, იქნებ კუპის კარი გააღოს და თავის ბედს შეხვდეს. ირმას ძალიან უნდოდა, რომ სწორედ ასე მომხდარიყო. სადგურზე მარტოხელა ქალბატონი ლამაზ მამაკაცებს აკვირდებოდა. “იქნებ, ის ერთადერთი სწორედ მათ შორის არის?”- ფიქრობდა ირმა.
მოულოდნელობა
ირმა სუნთქვაშეკრული მიუახლოვდა თავის კუპეს. ახლა ის გააღებს კარს და ლამაზ და დაუვიწყარ მზერას შეხვდება… “რა პატარძალივით დგახარ? შემოდი და კარი მიხურე, თორემ უბერავს”, – შესძახა ერთმა ჭარბ წონიანმა ქალბატონმა.
ირმა მორიდებულად შევიდა კუპეში და ნახა, რომ იქ ორის ნაცვლად ოთხი ადგილი იყო. “უცნაურია, მეგონა, რომ აქ მხოლოდ ორი ადგილი იქნებოდა”, – არ ასვენებდა ფიქრები და ნაბიჯის გადადგმის საშუალებას არ აძლევდა. “ქალბატონო, გთხოვთ, ხმადაბლა ისაუბრეთ, თორემ ვასოს გააღვიძებთ”, – ჩურჩულით უთხრა მოხუცმა მამაკაცმა.
“ვასო ვინ არის?” – გაუბედავად იკითხა ირმამ. ამ დროს მატარებლის კუპეში მამლის ყივილი გაისმა. ქვედა სკამზე მჯდომმა ქალმა ჩხუბი დაუწყო ირმას და მასთან მოსაუბრე მოხუც მამაკაცს. “როდის დაიძინებთ? ვერ ხედავთ, რომ აქ ბავშვებს სძინავთ?!” ირმამ შეშინებულმა გაიხედა კუპის მოპირდაპირე კუთხეში და ნახა, რომ იქ სამი პატარა ბავშვი იწვა.
მატარებლის კუპე ზოგჯერ გვაოცებს
ადგილზე ჩასვლის შემდეგ, ირმამ შვებით ამოისუნთქა. ის იმედოვნებდა, რომ ეს მოგზაურობა წლის საუკეთესო მოგზაურობა იქნებოდა, მაგრამ სულ სხვაგვარად მოხდა. მას თავი უსკდებოდა ყვირილისა და მორალის სწავლებისაგან. პირველად ის ბავშვებიან ქალბატონს ეჩხუბა, შემდეგ კი იმ მოხუცისგან იცავდა თავს, რომელიც მამალთან ერთად მგზავრობდა. კონდუქტორმა ჯერ მგზავრების პრობლემების მოგვარება სცადა, შემდეგ კი ყველაფერი თვითდინებაზე მიუშვა და დასაძინებლად წავიდა. ”არა, ეს ნამდვილად ბოლო მგზავრობა იყო კუპით. თანაც, ამხელა თანხის სანაცვლოდ”, – მტკიცედ გადაწყვიტა ირმამ.