პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ახალგაზრდა ქალი საკუთარ პრობლემაზე საუბრობს.ბევრჯერ მსმენია, რომ ნათესავებს უთანხმოება მოსდით და მერე ერთმანეთს არ ელაპარაკებიან. ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ მსგავსი რამ მეც დამემართებოდა.ჩვენ ორნი ვართ: მე და ჩემი უფროსი ძმა. ალექსიმ ცოლი 42 წლის ასაკში მოიყვანა. ეს ქორწინება მისი ცოლისთვისაც პირველი იყო, ნანა – 37 წლისაა.
ერთი წლის შემდეგ მათ ბიჭი შეეძინათ. დედაჩემი ამის შემდეგ გაგიჟებულივით არის. ჩემს შვილებთან იშვიათადაც აღარ მოდის. ახლა მისთვის მხოლოდ ალექსის შვილი არსებობს. სულ მასზე ზრუნავს, მუდმივად რაღაცას ყიდულობს. ბინა და აგარაკი დედაჩემმა უკვე ჩემს ძმას უანდერძა. მას უფრო სჭირდებაო. ის მამაკაცია. ჩემთვის კი ჩემმა ქმარმა უნდა იშრომოს და, რა თქმა უნდა, მეც! ალექსი მამაკაცი არ არის?! მან არ უნდა უზრუნველყოს საკუთარი ოჯახი?
უკვე მრავალი წელია დედაჩემს ვეხმარები. კომუნალურ გადასახადებსაც ვუხდი, პროდუქტებსაც ვყიდულობ და ფულსაც ვაძლევ. შემხვევით გავიგე, რომ დედაჩემი ძალიან კარგად ეხმარება ალექსის. გამოდის, რომ მე ორ სამსახურში ვმუშაობ, დედას ვეხმარები, ის კი ამ ფულს ჩემს ძმას აძლევს. ეს რომ გავიგე, ძალიან აღვშფოთდი. რატომ უნდა უზრუნველვყო მე დედაჩემიც და ჩემი ძმაც? მე საკუთარი ოჯახიც მყავს: ქმარი, შვილები.
ახლა, მე თავად ვიხდი კომუნალურ გადასახადებს, პროდუქტებს მინიმალური რაოდენობით ვყიდულობ და საერთოდ აღარ ვაძლევ ფულს დედაჩემს. დედას, ბუნებრივია, ეს არ მოსწონს.ჩემი ბიჭის უამრავი ნივთი მაქვს: ტანსაცმელიც, თვითგორიაც, ველოსიპედიც. ჩემმა ძმამ კი არ მთხოვა, არამედ მოითხოვა, რომ ეს ყველაფერი მასთან წამეღო. მათ მოსვლა არ შეუძლიათ, პატარა ბავშვი ჰყავთ.
ძალიან გავბრაზდი: მე ვმუშაობ, ორო შვილი მყავს. მე რატომ უნდა წავუღო ეს ყველაფერი? ჩემს ძმას ვუთხარი, რომ ან თვითონ მოსულიყო ამ ნივთების წასაღებად ან ამ ყველაფერს უბრალოდ გადავყრიდი.ჩემი ძმა ერთი საათის შემდეგ მოვიდა და ყველაფერი წაიღო. მადლობაც კი არ უთქვამს. მე კი მას ვუთხარი:
- იქნებ, მადლობა მაინც გეთქვა?
- რისთვის? შენ უნდა მითხრა მადლობა, რომ ეს ძველმანები მოგაშორე და აივანი გაგითავისუფლე!
ესეც ახალი ამბავი! აი, სითავხედე!ერთი საათის შემდეგ დედაჩემმა დამირეკა და მითხრა:
- ეს რა ჩაიდინე? შენს ძმას ამ ნივთებში ფული როგორ გამოართვი? სულ გაგიჟდი?
მე ვერ დავარწმუნე დედაჩემი, რომ ალექსიმ ტყუილი უთხრა. არავითარი ფული მე არ გამომირთმევია. მას უბრალოდ უნდა, რომ მე და დედაჩემი ერთმანეთთან ნაჩხუბრები ვიყოთ.
ამის შემდეგ საერთოდ აღარ დავხმარებივარ არც დედაჩემს და არც ჩემს ძმას. ისინი ჩემს დახმარებას საერთოდ არ აფასებენ. მომწყინდა! მადლობაც კი არ უთქვამთ არც ერთხელ! ახლა თავად გადაიხადონ და თავად იყიდონ ყველაფერი, რაც დასჭირდებათ. როგორ შეიძლება ასეთი უმადურობა!