ძველი ყავის საფქვავის გადაგდება მინდოდა, მაგრამ ამ სასწაული ტექნიკის 6 ფარული ფუნქცია აღმოვაჩინე

0
484

ყავის საფქვავს შეუძლია გააკეთოს უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ ყავის მარცვლების დაქუცმაცებაა. გადაჭარბების გარეშე, როცა ჩემს სამზარეულოში ასეთი სასწაული ტექნიკა გამოჩნდა, ცხოვრება გაიყო მანამდე და შემდეგ ნაწილებად. Paparazzi დეტალურად გიამბობთ, როგორ შეგიძლიათ გამოიყენოთ ყავის საფქვავი. პირდაპირ გეტყვით, რომ ყავის საფქვავი ბლენდერი არაა. ეს მოწყობილობა არაპირდაპირი დანიშნულებით შეგიძლიათ გამოიყენოთ, მაგრამ ნებისმიერ ხრიკს გარკვეული შეზღუდვა აქვს. პირველ რიგში, ყავის საფქვავი ძალიან მყარი პროდუქტებისთვის შეუფერებელია. მეორეც, აპარატში არ უნდა მოხვდეს სითხე და ზეთი. ასე ტექნიკა დაზიანდება. გიამბობთ, რომელი პროდუქტებია შესაფერისი ყავის საფქვავში დასაფქვავად.

  1. სხვადასხვა კაკალი თამამად დაფქვით. მთავარია, ნაჭუჭი წინასწარ მოაშოროთ (მაგალითად, ნიგოზს ან მაკადამიას). ტექნიკა ზედმეტად არ გადატვირთოთ. ნაწილ–ნაწილ დაუმატეთ და გახსოვდეთ, რომ კაკლის დაქუცმაცებისას ცხიმი გამოიყოფა. მნიშვნელოვანია, დროულად გაჩერდეთ, თუ კაკლის ნაფშვნის ნაცვლად კაკლის პასტის მიღება არ გინდათ. მსხვილი კაკლის ბირთვები, მაგალითად, ბრაზილიური კაკალი, დანით დააქუცმაცეთ. ასე ტექნიკაზე დატვირთვას შეამცირებთ.
  2. სხვადასხვა სანელებელი და სუნელი შეგიძლიათ დაფქვათ. განსაკუთრებით აქტუალურია, თუ რამდენიმე სახეობის წიწაკის ნარევის გაკეთება გსურთ. ამ აპარატში მიხაკი, მუსკატის კაკალი ან ქინძის თესლი მარტივად იფქვევა.
  3. ყავის საფქვავი ორცხობილის საფანელის მოსამზადებლად შესაფერისია. საკმარისია, ტაფაზე ან ღუმელში გამომშრალი პური აპარატში მოათავსოთ და დააქუცმაცოთ.
  4. ნებისმიერი თესლი შეგიძლიათ დააქუცმაცოთ. პირადად, ყავის საფქვავს სელის კვერცხის გასაკეთებლად ყოველდღე ვიყენებ. ამისთვის, ჩიას ან სელის თესლს ვფქვავ. ძალიან სწრაფი და მოსახერხებელია. სელის თესლის წინასწარ დაფქვას არ გირჩევთ. დაქუცმაცებული სელის თესლი სასასარგებლო თვისებებს სწრაფად კარგავს და მჟავდება. მხოლოდ გამოყენების წინ დაფქვით.
  5. ნებისმიერი მარცვლეულიდან ფქვილი შეგიძლიათ მიიღოთ. მაგალითად, შვრიის ფანტელები ყავის საფქვავში დაფქვით და ბლინების საცხობად გამოიყენეთ.
  6. შაქრის ფხვნილის მისაღებად ხელის საფქვავში შაქარი შეგიძლიათ დაფქვათ. გენიალური გადაწყვეტილებაა, რადგან შაქრის ფხვნილი მაღაზიებში გაცილებით ძვირია. მზა სახით მისი ყიდვა მომგებიანი არაა. სამაგიეროდ, რამდენიმე წუთში დამოუკიდებლად შეგიძლიათ გააკეთოთ. სპეციალისტები ელექტროსაფქვავში შაქრის დაფქვას არ გირჩევენ, რადგან ტექნიკის მექანიზმი სწრაფად ხურდება. ასე შაქარი შეიძლება გადნეს და მოწყობილობა დაიშალოს. პირადად მსგავსი შემთხვევა არასდროს მქონია, ასე რომ, თავად გადაწყვიტეთ, გარისკავთ თუ არა.

რომელი ყავის საფქვავი ავირჩიოთ – თუ ყავის საფქვავს მხოლოდ ყავის მარცვლების დასაფქვავად ყიდულობთ, ნებისმიერი აპარატი გამოგადგებათ. თუმცა დოლაბის საფქვავის არჩევას გირჩევთ. მისი დახმარებით ოპტიმალურ დაფქვას უმოკლეს დროში მიაღწევთ. თუ მარცვლეულის, კაკლის და სხვა მყარი პროდუქტების დაქუცმაცება გსურთ, ხელის (მექანიკური) მოდელი თამამად შეიძინეთ. თავად ელექტრო ყავის საფქვავს ვიყენებ და პრობლემები არასდროს შემქმნია. კაკალს, მარცვლეულს და თესლს ვაქუცმაცებ. თან ძალიან უბრალო ყავის საფქვავი მაქვს.