არაფერია ცუდი იმაში, როდესაც მოხუცები მოხუცთა სახლებში მიჰყავთ. ამაში არავითარი სისასტიკე არ არის

1170

პაპარაცის დღევანდელ სტატიაში – ახალგაზრდა ქალი დედამისის შესახებ საუბრობს და გარკვეულ საკითხთან დაკავშირებით საკუთარ აზრს გამოთქვამს.ფიქრობთ, რომ ვცდები? ახლა საპირისპიროს დაგიმტკიცებთ.

როდესაც პატარა ვიყავი, ჩვენი ოჯახი კომუნალურ ბინაში ცხოვრობდა. ჩვენს გვერდზე ოთახში დედა და შვილი ცხოვრობდნენ. დედა ძალიან მოხუცი იყო და უკვე ცუდად აზროვნებდა, ის მწოლიარე იყო. მისი შვილი 50 წლის იყო, დედას ის უვლიდა.

ამის გაკეთება მას ძალიან უჭირდა. რამდენიმე ხნის შემდეგ დედა-შვილმა ერთმანეთი შეიძულეს. ერთმანეთს მუდმივად უყვიროდნენ.ეს ქალი ძალიან მეცოდებოდა. მას მუდმივად ღამის ქოთანი გამოჰქონდა. დედამისს საჭმელს კოვზით აჭმევდა და დაღლილობისგან მუდმივად ტიროდა. მას ეუბნებოდნენ, რომ დედა მოხუცთა სახლში წაეყვანა, მაგრამ ის არ თანხმდებოდა. მისი აზრით ეს უდიდესი ცოდვა იყო.

როდესაც მოხუცი ქალი გარდაიცვალა და თავისი შვილი გაანთავისუფლა, მას ძალიან გაუხარდა. მან ნორმალური ცხოვრებით დაიწყო ცხოვრება.

ერთი თანამშრომელი მყავს, რომელსაც სრულიად განსხვავებული ისტორია აქვს. მარი ათ წელზე მეტია, რაც გათხოვილია. თავიდან ყველაფერი ნორმალურად იყო, შემდეგ კი მისი დედამთილი გახდა ძალიან ავად. თავიდან მასთან სოციალური მუშაკი მოდიოდა, შემდეგ ბიჭმა ის თავის სახლში წამოიყვანა. თუმცა, შვილი დედამისს არ უვლიდა და ამის გაკეთება მარის უწევდა, ანუ მის რძალს.

მარი ძალიან იღლებოდა. ის ხშირად ამბობდა, რომ დედამთილი ძალიან ეცოდებოდა, მაგრამ მის მოსავლელად ძალა აღარ ჰყოფნიდა. მარი ძალიან ნერვიული გახდა, ძალიან გახდა.

დედამთილს ყველაფერი ესმოდა. მან მარის სთხოვა, რომ ის მოხუცთა სახლში წაეყვანათ. ეცადნენ მის გადარწმუნებას, მაგრამ მან არ გადაიფიქრა.

მას იქაურობა ძალიან მოეწონა: საკვები ნორმალური იყო, მას თავის თანატოლებთან ურთიერთობის შესაძლებლობა მიეცა. თანაც, მედმუშაკებიც მუდმივად გვერდზე ჰყავდა. მარი ხშირად მიდის დედამთილის მოსანახულებლად და მისთვის მოსაკითხი მიაქვს. მათ ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ.

ჩემი მშობლები დიდი ხანია ერთმანეთს დაშორებულები არიან. მამაჩემმა მეორე ცოლი მოიყვანა, დედა კი არ გათხოვილა.

ცოტა ხნის წინ დედაჩემმა მითხრა: “თუ უცებ ძალიან ავად გავხდები, საკუთარი თავის მოვლას ვერ შევძლებ და აზროვნებასთან დაკავშირებული პრობლემები შემექმნება, მაშინვე მოხუცთა სახლში წამიყვანე. მე არ მინდა, რომ შენ ცხოვრება გაგირთულო. ამაში არავითარი სისასტიკე არ არის. ეს ნორმალურია. ეს ბევრად უკეთესია, ვიდრე ის, რომ ერთმანეთი შევიძულოთ.”

დედა მუდმივად იხსენებს ჩვენს მეზობლებს. მას მათი ბედის გამეორება არ უნდა. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ დედაჩემი მართალია.

არიან ისეთი ნათესავები, რომლებთან ერთად ცხოვრება მაშინაც კი რთულია, როდესაც ისინი ჯანმრთელები არიან. და როდესაც ავად ხდებიან, მაშინ საერთოდ აუტანლები ხდებიან. ამ შემთხვევაში, ნათესავებს მათთვის მომვლელები მოჰყავთ, თავად კი ჩუმად მათ სიკვდილზე ოცნებობენ. დამეთანხმეთ, რომ არც ეს არის ნორმალური.

ვიცი, რომ ბევრი არ დამეთანხმება, მაგრამ თუ თითოეული საკუთარ თავს ასეთ კითხვას დაუსვამს და გულწრფელად უპასუხებს, მაშინ იძულებული გახდება, რომ დამეთანხმოს.

მაგალითად, ამერიკაში არაფერია სამარცხვინო იმაში, რომ მოხუცთა სახლში იცხოვრო. მათ ნათესავები აკითხავენ, არავინ ნერვიულობს, ღამღამობით ღამის ქოთნით არავინ დარბის და მუდმივად სასწრაფო დახმარებას არ იძახებს.

ასე ყველასათვის უკეთესია.როდესაც დავბერდები, ჩემს შვილებს იგივეს ვეტყვი, რაც დედაჩემმა მითხრა. არ მინდა, რომ ვინმეს ტვირთად დავაწვე და საკუთარ შვილებს შევეჯავრო. უმჯობესია სისოცხლის უკანასკნელი დღეები მოხუცთა სახლში გავატარო.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს