პაპარაცის დღევანდელ სტატიაში – ახალგაზრდა მამაკაცი საკუთარ ისტორიას გვიამბობს.იმ ზაფხულს, მე და ჩემმა ცოლმა სხვა ქალაქის მონახულება გადავწყვიტეთ, ბავშვებიც თან წავიყვანეთ, მაგრამ ძალიან ვინანეთ. ჯობდა, რომ კიდევ ორი წლის მანძილზე არსად არ მემოგზაურა და ის არ გადამეტანა, რაც მაშინ მატარებელში გადავიტანე. ჩვენ სამი შვილი გვყავს, სამი წლის ტყუპები და 6 წლის ბიჭი. ისინი ძალიან მშვიდი და დამჯერი ბავშვები არიან და გამგზავრებაც ამიტომ გადავწყვიტეთ. სამწუხაროა, რომ სადაც მივდიოდით იმ ქალაქში ჩვენი ქალაქიდან თვითმფრინავები არ დაფრინავს, თორემ ნამდვილად შევძლებდით იმ საშინელი ღამის თავიდან აცილებას, რომელიც მატარებელში გავატარეთ.
მატარებელში ჩვენი ადგილები მოვძებნეთ, თუმცა ვნახეთ, რომ ადგილებზე ზედა ადგილების მგზავრები ისხდნენ, რომელთაც ჩვენი ადგილებიდან ადგომა არც კი უფიქრიათ, რათა ჩვენ ჩვენი ნივთები დაგვებინავებინა. ისხდნენ და ისე იქცეოდნენ, ვითომ ვერ გვხედავდნენ. მე ხმამაღლა ვთხოვე ადგომა, მათი უკმაყოფილო სახეები უნდა გენახათ… მერე, ისევ დასხდნენ და ფანჯარაში ყურება დაიწყეს. ბავშვები როგორმე ისე დავსვით, რომ მოხერხებულად ყოფილიყვნენ.
საღამო იყო და ვიმედოვნებდით, რომ ჩვენი მეზობლები მალევე დაწვებოდნენ დასაძინებლად. ცხოვრებაში ასე არასოდეს შევმცდარვარ. მამაკაცმა სუფრა გაშალა და მთელი მაგიდა დაიკავა, მის საჭმელს შემაწუხებელი სუნი ასდიოდა, თავს ძლივს ვიკავებდი. შემდეგ ჩაის სმა დაიწყო, ნახევარი საათის შემდეგ მეორე ჭიქა დალია, შემდეგ – მესამე, შემდეგ – მეხუთე. არ ვიცი ამდენი სად ჩაეტია, მაგრამ მთელი ღამის მანძილზე საპირფარეშოში დადიოდა, რითაც ძალიან გვიშლიდა ხელს. მე რომ არ მეთხოვა ზედა სკამზე თავისი ადგილის დაკავება, ალბათ 10 ჭიქას დალევდა. მერე ისე დამიწყო ყურება, თითქოს რაიმე ცუდი ვუთხარი. ათი საათი იყო, ბავშებს უნდა დაეძინათ, რადგან დილით ადრე უნდა ამდგარიყვნენ, ჩვენს მეზობელს კი ეს არ ესმოდა. თუმცა, ისევე, როგორც ჩვენს მეორე მეზობელს.
მართალია, ის ქალბატონი მთელი საღამოს მანძილზე ჩუმად იყო და ადეკვატურად იქცეოდა, მაგრამ ღამით სეირი გვაჩვენა. დაახლოებით 11 საათისკენ, მან თავის მეგობარს დაურეკა და ისე ელაპარაკებოდა, თითქოს მთელ მატარებელში მარტო ის იყო. ასე მგონია, რომ მისი ხმა ყველას ესმოდა. მისთვის, აბსოლუტურად სულ ერთი იყო, რომ ჩვენ 20 წუთის წინ ბავშვები დავაწვინეთ დასაძინებლად და ერთმანეთს ჩურჩულით ველაპარაკებოდით. როდესაც კავშირი ცუდი იყო, ის ხმამაღლა ყვიროდა. ამ ხმაურზე ბავშვებმა გაიღვიძეს და ტირილი დაიწყეს. მე და ჩემი მეუღლე ძალიან გავბრაზდით, მერე მე ვეღარ მოვითმინე და მას ვუთხარი, რომ შეეწყვიტა საუბარი, რადგან ეს უკულტურობაა და ჩვენს ბავშვებს ეძინებოდათ, ისევე როგორც დანარჩენ ადამიანებს, რომლებიც ამ მატარებლით მგზავრობდნენ. რამდენიმე წუთის შემდეგ ის თავის მეგობარს დაემშვიდობა და დაიძინა, მე და ჩემი ცოლი კი ბავშვებს კიდევ ერთი საათის მანძილზე ვაძინებდით.
ბავშვები მიჩვეულები არ იყვნენ მატარებლით მგზავრობას და მუდმივად იღვიძებდნენ კარის ხმაურის, ახალი მგზავრების და ხმამაღლა ლაპარაკის გამო. უფროსი ბიჭი მძინარე გადმოვარდა, რომ გამოც შუბლზე უზარმაზარი კოპი ამოუვიდა, მთელი ერთი საათის მანძილზე ვამშვიდებდი. შედეგად, ამ ქალაქში გადაღებულ ყველა ფოტოზე მას ეს კოპი აქვს. “მხიარული” ღამე გავატარეთ, მე ძალიან ცუდად მეძინა, ისევე, როგორც ჩემი ოჯახის ყველა დანარჩენ წევრს. განწყობა დილიდანვე ძალიან ცუდი მქონდა საიმისოდ, რომ ქალაქში მესეირნა და ცხოვრებით გამეხარა.
დილით ეს ყველაფერი ჩემი მეზობლების უკმაყოფილო მზერამ გაამწვავა, მინდოდა, რაც შეიძლება მალე დავშორებოდი მათ. ჩემი ოჯახის წევრებს შევთავაზე, რომ მაშინვე დასაძინებლად წავსულიყავით და ყველა ერთხმად დამეთანხმა.
მთავარი, რაც ამ მოგზაურობიდან გავიგე არის ის, რომ ყველაზე მთავარი ძილი და ნერვებია! ჯობს, მოვიცადო, სანამ ჩემი შვილები გაიზრდებიან, ფული მოვაგროვო და წავიდე იქ, სადაც თვითმფრინავით პირდაპირი ფრენებია. ნერვული უჯრედები არ ღდგება, ამბობენ მეცნიერები, ამიტომ მატარებლით აღარ ვიმგზავრებ!