ეს ჭიქა 70 წლის განმავლობაში ოსვენციმის მუზეუმში ინახებოდა, სანამ ძირი არ ჩამოუვარდა. აი, რა აღმოჩნდა შიგნით

722

აუშვიც-ბირკენაუს ლეგენდარულ მუზეუმში საკონცენტრაციო ბანაკის მსხვერპლთა ათასობით ნივთი ინახება. ამ ნივთების მფლობელთა უმეტესობა ნაცისტური სიკვდილის მანქანის მსხვერპლნი გახდნენ.

ოსვენციმის ღუმელში ამ ჭიქის მეპატრონემაც თავისი ბედი იპოვა. ექსპონატს მუზეუმის თანამშრომლები გამოფენისთვის ამზადებენ. ხალხი ძლიერ გაოცებული იყო, როცა გაირკვა, რომ ამ ჭიქის ძირში მთელი 70 წელი საიდუმლო ინახებოდა!

დროთა განმავლობაში როცა ჭიქის ძირი დაიჟანგა და ძირი გაძვრა, აღმოჩნდა, რომ მის ქვეშ საიდუმლო სივრცე იყო, სადაც ბეჭედი და ძეწკვი ინახებოდა.

ქალის ბეჭედს და ძეწვკს 583 სინჯი აქვს რაინდის თავის ნიშნით. პოლონეთში, მსოფლიო ომებს შორის პერიოდის დროს ოქროს ნაწარმზე იუველირები სწორედ ასეთ  ნიშნებს სვამდნენ.

როცა ებრაელებს საკონცენტრაციო ბანაკში აგზავნიდნენ, ამ უბედურებს არავინ ეუბნებოდა, რომ სასიკვდილოდ სწირავდნენ. ადამიანებს დეპორტაციაზე ეუბნებოდნენ, რომ მათ ახალი ადგილი, ახალი ცხოვრება და სამსახური ელოდათ.

თან ძალიან ცოტა ნივთის წაღების უფლება ჰქონდათ. გათვლა იმაზე იყო, რომ უბედურები ძვირფასეულობის წასაღებად მეთოდს მაინც იპოვიდნენ.

ჩვეულებრივ გერმანელები ტყვეების უკანასკნელ ძვირფასეულობას სწრაფად პოულობდნენ. თუმცა ჭიქაში დამალული ოქრო მათთვის მიუწვდომელი აღმოჩნდა. მხოლოდ დროის გასვლის შემდეგ, როცა ჭიქის ძირი დაიჟანგა, საიდუმლოს ფარდა აეხადა.

იმის გათვალისწინებით, რომ ტყვეები ძვირფასეულობას გულმოდგინედ მალავდნენ, ნიშნავს, რომ მათ შესანიშნავად ესმოდათ, რომ გაქურდავდნენ. მეორე მხრივ, უბედურებს უკეთესი მომავლის იმედი არ ტოვებდათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი უბრალოდ ბედს მიენდობოდნენ და ამ ხრიკებს არ მოიგონებდნენ.

ახლა გარდაცვლილის ძვირფასეულობას გამოფენაზე აჩვენებენ. მუზეუმის თანამშრომლები დარწმუნებულნი არიან: ნივთების ყოფილი მფლობელი სერიოზულად ფიქრობდა, რომ ბანაკის დატოვებას შეძლებდა. სამწუხაროდ, უბედური ბოლომდე ოსვენციმში დარჩა.

ამრიგად, ბეჭედი ძეწკვთან ერთად მილიონობით ებრაელებისთვის ბანაკის იქით ცხოვრების ერთგვარ იმედის სიმბოლოდ იქცა. და წუხილის სიმბოლოდ, რადგან უმეტესობა მათგანისთვის იმედები არ გამართლდა…

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს