მრავალშვილიან ოჯახებს არასოდეს დავეხმარები. უნდა დაფიქრდნენ, სანამ ამდენ ბავშვს გააჩენენ! 

0
15195

პაპარაცის დღევანდელ სტატიაში – ახალგაზრდა ქალი მრავალშვილიანი ოჯახების თმაზე საუბრობს და ამასთან დაკავშირებით საკუთარ აზრს გამოთქვამს.

ზუსტად ამ აზრის არის ძალიან ბევრი ადამიანი. ჩვეულებრივ, ასეთ მრავალშვილიან ოჯახებს ყურადღებით ადევნებენ თვალს, მათ ხშირად განსჯიან და ზოგჯერ დასცინიან კიდეც.

ერთ მრავალშვილიან ოჯახში რვა ბავშვია. მთელი ოჯახი ძველი ბარაკის ერთ ოთახში ცხოვრობს. ოჯახის მამა ტაქსის მძღოლია, დედა კი – არსად არ მუშაობს, შვილებს უვლის. სახლი, სადაც ეს ოჯახი ცხოვრობდა, ძალიან ძველი იყო და დაინგრა. მთავრობა შეპირდა, რომ სახლს სამი წლის შემდეგ მისცემს. ახლა სად უნდა იცხოვრონ?

ბავშვები ძალიან მეცოდებიან. მათ არ აქვთ ნორმალური პირობები ცხოვრებისა და სრულფასოვანი განვითარებისათვის.

მაშინვე მიჩნდება ლოგიკური კითხვა: “რა საჭიროა ამდენი შვილის გაჩენა, როდესაც მშობლებს ნორმალური საცხოვრებელი პირობები არ აქვთ და ამ ბავშვების რჩენა არ შეუძლიათ?”

ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა იცხოვროს ერთ ოთახში ორმა ზრდასრულმა ადამიანმა და 8 ბავშვმა?

ამ ბავშვების დედა მუდმივად დეკრეტულ შვებულებაშია. როგორ უნდა იჯდე სახლში, როდესაც იცი, რომ შენი შვილები ერთ ოთახში ცხოვრობენ? იქნებ, ჯერ ნორმალურ სახლზე ეზრუნათ და ამდენი შვილი მერე გაეჩინათ?

ზრდასრულმა ადამიანებმა საკუთარი შესაძლებლობები ადეკვატურად უნდა შეაფასონ და არ უნდა იყვნენ სახელმწიფოს და სხვა ადამიანების იმედზე. მრავალშვილიან მშობლებს პასუხისმგებლობის გრძნობა უნდა ჰქონდეთ. უყვარდეთ და აჩინონ შვილები, მაგრამ ისინი თავად უნდა არჩინონ.

კიდევ ერთი ისტორია ვიცი მრავალშვილიანი ოჯახის შესახებ.

ოჯახში ოთხი ბავშვი იყო. სახლის აშენება ნულიდან დაიწყეს. მშენებლობისთვის მიწა სახელმწიფომ გამოუყო. ეს ნორმალურია.

მაგრამ უკეთესი არ იქნებოდა, რომ ჯერ სახლი აეშენებინათ და ბავშვები ამის შემდეგ გაეჩინათ? სახლის მშენებლობა ჯერაც არ დაუმთავრებიათ, მაგრამ კიდევ სამი შვილი გააჩინეს. რატომ?

ახლა ისევ ნაქირავებ ბინაში ცხოვრობენ, ის სახლი კი ჯერ დაუმთავრებელია. თუმცა, მათ ეს პრობლემა საერთოდ არ აღელვებთ. ისინი შვილების გაჩენას განაგრძობენ.

ახლა ქმარი არსად არ მუშაობს, ის უმუშევართა დახმარებას ღებულობს. ოჯახი ბავშვების დახმარებასაც იღებს. ეს ფული ძალიან ცოტაა და ნორმალური ცხოვრებისთვის საკმარისი არ არის, თუმცა მშობლებს ეს არ აინტერესებთ. ისინი არ ცდილობენ სამსახურის პოვნას და საკუთარი ოჯახის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. ისინი ფიქრობენ, რომ სხვა ადამიანები და სახელმწიფო უნდა დაეხმაროთ.

რატომ არიან ამაში ასე დარწმუნებულები?

ასეთ მშობლებს რომ ვხედავ, მაშინვე მინდა ვკითხო:

– როდის დაფიქრდებით? ბავშვების მხოლოდ გაჩენა საკმარისი არ არის. მათ უნდა აჭამოთ, ჩააცვათ, აღზარდოთ და განათლება მისცეთ.

და რაც ყველაზე მთავარია, მშობლებმა შვილებს კარგი მაგალითი უნდა მისცენ. როგორები გაიზრდებიან ბავშვები, როდესაც მუდმივად უმუშევარ მშობლებს უყურებენ, რომლებიც დარწმუნებულები არიან, რომ მათი შვილები სახელმწიფომ უნდა გაზარდოს და არჩინოს?

ასეთი ბავშვები ძალიან მეცოდებიან. ისინი ხომ საერთოდ არ არიან დამნაშავენი, რომ ასეთი მშობლები ჰყავთ? ამის გამო ისინი ძალიან იჩაგრებიან: მუდმივად მშივრები არიან, ნორმალური ტანსაცმელი არ აქვთ. ხშირად მათი ტანსაცმელი არამარტო ძალიან ძველი და სხვა ზომისაა, არამედ – სეზონსაც კი არ შეესაბამება.

ძალიან მეცოდებიან ასეთი ბავშვები. მაგრამ მათ მშობლებს რა ვუყოთ???