რა კარგია, რომ მარი ამ საშინელ დღეს ვერ მოესწრო! – ისტორია სოფლელ რძალზე 

0
15147

პაპარაცის დღევანდელ სტატიაში – ერთი ოჯახის ისტორიას გიამბობთ.

ირაკლიმ შეყვარებული სახლში მოიყვანა, მამამისს გააცნო და ამაყად განაცხადა:

– მამა, გაიცანი, ეს ნონაა – ჩემი მომავალი მეუღლე.

ალექსანდრე ადგილზე გაიყინა. მან იფიქრა, რომ მისი ვაჟი ეხუმრებოდა. მან ნონას ჭუჭყიან და მოუვლელ ხელებს დახედა და მოეჩვენა, რომ ამ გოგონამ ხელების დაბანა საერთოდ არ იცოდა.

“რა კარგია, რომ მარი ამ საშინელ დღეს ვერ მოესწრო. რა კარგად აღვზარდეთ ჩვენი შვილი, მან კი ასეთი საშინელი გოგო სად იპოვა? ის ხომ ნამდვილი ფეთხუმია!”- გაიფიქრა ალექსანდრემ.

– გამარჯობა. მოსაკითხი მოგიტანეთ: ჟოლოს მურაბა, სოკო, ნამცხვარი. ყველაფერი თავად მოვამზადე! – სიამაყით წარმოთქვა ნონამ.

ალექსანდრე უხმოდ აკვირდებოდა, როგორ გადმოდიოდა მურაბა ქილიდან და როგორ სვრიდა მაგიდის სუფრას.

– ირაკლი! შვილო! მომისმინე! სად იპოვნე ეს ნონა? ის შენი შესაფერისი არ არის. ისევ იქ წაიყვანე, საიდანაც მოიყვანე! მისი ადგილი ჩვენს სახლში არ არის!

– მე ის მიყვარს და მასზე აუცილებლად დავქორწინდები! – ამაყად განაცხადა ვაჟმა.

ალექსანდრეს თავის ბიჭთან აღარ უკამათია. მან გადაწყვიტა, რომ ცხოვრება თავად მიუჩენდა ყველაფერს საკუთარ ადგილს.

უკვე ორწელიწადნახევარი  გავიდა მას შემდეგ, რაც ალექსანდრეს მეუღლე დაიღუპა – მისი საყვარელი მარი. ამის შემდეგ შვილთან ურთიერთობა ნელ-ნელა გაუფუჭდა. ირაკლიმ უნივერსიტეტი მიატოვა. ის მამას მუდმივად ეკამათებოდა და ეჩხუბებოდა. მან სმა დაიწყო და ასეთივე მეგობრები გაიჩინა.

ალექსანდრე შვილის გამოსწორებას ცდილობდა, მაგრამ უშედეგოდ. ირაკლი სვამდა და დროს ატარებდა, საკუთარი სიამოვნებისთვის ცხოვრობდა. მერე კი ნონა გაიცნო და სახლში მოიყვანა.

ირაკლი ნონაზე დაქორწინდა. ალექსანდრე ქორწილში არ მისულა, მიუხედავად იმისა, რომ ირაკლიმ დაპატიჟა. ალექსანდრე ვერ იჯერებდა, რომ მალე მისი სახლის დიასახლისი ახალგაზრდა რძალი გახდებოდა. მას ძალიან ენატრებოდა თავისი მარი და საკუთარ სახლში სხვა დიასახლისი ვერ წარმოედგინა.

გავიდა დრო. ნონა ძალიან კარგი რძალი იყო. მან საჭმელების მომზადებაც კარგად იცოდა და სახლსაც ალაგებდა. ალექსანდრეს წესით ეს უნდა გახარებოდა, მაგრამ მას არ უხაროდა. მას ძალიან ენატრებოდა თავისი ნაადრევად გარდაცვლილი მეუღლე.

გავიდა ერთი წელი. ირაკლის ოჯახური ცხოვრება მოსწყინდა, მან ისევ სმა დაიწყო. ერთ დღეს სახლში სხვა გოგოსთან ერთად მოვიდა.

ერთი კვირის შემდეგ ნონა ალექსანდრეს ოთახში შევიდა. ის ტიროდა:

– რა გავაკეთო? ირაკლიმ მითხრა, რომ მას მოვბეზრდი და ჩემთან განქორწინებას აპირებს. მითხრა, რომ ჩემი ნივთები ჩავალაგო და წავიდე, მე კი უკვე ოთხი თვის ორსული ვარ. ახლა სად წავიდე?

– სახლში წადი, ნონა. დედაშენთან, შენს სოფელში. მე ფულით დაგეხმარებით, ირაკლი კი თავის შვილს მოინახულებს ხოლმე. ერთად არ იცხოვრებთ, შენ მისი შესაფერისი არ ხარ.

ალექსანდრეს გულში უხაროდა, რომ ნონა მისი სახლიდან წავიდოდა.

ნონამ ცრემლები შემშრალა, გატრიალდა და ნივთების ჩასალაგებლად წავიდა. მას ირაკლი გულწრფელად უყვარდა და თავისი მამამთილიც ძალიან მოსწონდა. მას უნდოდა, რომ მისი შვილი ამ ლამაზ და დიდ სახლში გაზრდილიყო. ახლა კი მას სახლიდან აგდებენ, უსარგებლო ნივთივით ქუჩაში ტოვებდნენ.

გავიდა 12 წელი. ალექსანდრე უკვე ექვსი თვეა რაც მოხუცთა სახლში ცხოვრობს. ბოლო წლებში ის ძალიან ცუდად იყო, მას მოვლა ესაჭიროებოდა. თავის შვილს ის უშლიდა, მას არ უნდოდა საკუთარ მამაზე ზრუნვა. ადგა და მოხუცთა სახლში წაიყვანა. ალექსანდრეს ესმოდა, რომ ცხოვრების უკანასკნელ დღეებს იქ გაატარებდა. ამას უკვე შეგუებული იყო.

ერთხელ მასთან ოთახში მეზობელი შევიდა და უთხრა:

– გამოდი, შენთან სტუმრები მოვიდნენ!

– ნუთუ ირაკლი მოვიდა ჩემთან? ჩემი ბიჭი!

– არ ვიცი! მე ხომ ის არასოდეს მინახავს! გამოდი!

ის საწოლიდან დიდი გაჭირვებით წამოდგა, ჯოხი აიღო და ოთახიდან გავიდა. კარებთან ნონა დაინახა.

– ნონა! როგორ გაიგე, აქ რომ ვარ?

– ირაკლიმ მითხრა. ის გიორგისთან ძალიან იშვიათად ჩამოდის. თქვენ კი ამ წლების მანძილზე საერთოდ არ შეცვლილხართ! – გაუღიმა ნონამ.

ამ წლების განმავლობაში ნონა ძალიან გალამაზებულიყო, ძალიან კარგად გამოიყურებოდა.

– ახლა ცუდად ხართ? არაუშავს, გამოჯანმრთელდებით! მე თქვენს მოსანახულებლად ჩამოვედი. მარტო არ ვარ, თქვენს შვილიშვილთან ერთად ჩამოვედი. გინდათ მისი ნახვა?

– რა თქმა უნდა, ძალიან მინდა! – თქვა ალექსანდრემ.

მას თვალები აუცრემლიანდა.

ნონამ ბიჭი შემოიყვანა. გიორგი ძალიან გავდა მამამისს.

– დრო რა სწრაფად გარბის. მაპატიეთ. ყველაფრის გამო მაპატიეთ. ცხოვრებაში ბევრი შეცდომა დავუშვი. თქვენ ჩემთან ხშირად ჩამოდით, თქვენი ნახვა ძალიან გამიხარდება.

– აქ დიდხანს უნდა დარჩეთ? – გაოცებულმა იკითხა ნონამ.

– ირაკლიმ აქ სამუდამოდ მომიყვანა! აქ მოვკვდები.

– არა, თქვენ აქ არ უნდა ცხოვრობდეთ. მე ჩემთან წაგიყვანთ. სახლი მაქვს, მართალია ძალიან დიდი არ არის, მაგრამ ადგილი ყველას გვეყოფა. ჩვენთან ძალიან კარგია! სახლთან ახლოს მდინარეც გვაქვს. გიორგიმ ნავების გაკეთება იცის და თევზსაც კარგად იჭერს. სამსახურში რომ ვიქნები, გიორგის ყურადღებას თქვენ მიაქცევთ.

– დაგვთანხმდი, პაპა! – უთხრა შვილიშვილმა.

– თქვენ ჩვენთან ძალიან მალე გამოჯანმრთელდებით. უკეთესად იქნებით! – უთხრა ნონამ.

ალექსანდრემ ცოტა ხანს იფიქრა, შემდეგ კი დათანხმდა.

ნონამ თავისი დაპირება შეასრულა. ერთი კვირის შემდეგ მანქანით მოვიდა და მამამთილი თავისთან წაიყვანა. მართლაც, სოფელში ის ძალიან მალე გამოჯანმრთელდა.

ალექსანდემ ნონასთან და თავის შვილიშვილთან ერთად მრავალი წლის მანძილზე იცხოვრა. ის ნონას ყველაფერში ეხმარებოდა. გიორგის ინსტიტუტში ჩაბარებაშიც კი დაეხმარა.

ირაკლის კი მამამისი და თავისი შვილი არც კი გახსენებია, მათ სანახავად ერთხელაც კი არ მისულა.