პაპარაცის დღევანდელო სტატიაში – ახალგაზრდა ქალი გვიზიარებს ისტორიას, რომელიც მატარებლით მგზავრობისას გადახდა.
მინდა გიამბოთ ერთი ისტორია, რომელიც 8 წლის წინ გადამხდა. უკვე ამდენი წელი გავიდა, მაგრამ როგორც კი მახსენდება ძალიან მეშინია.
მაშინ სტუდენტი ვიყავი და მივემგზავრებოდი ქალაქში, სადაც ჩემი უნივერსიტეტი იყო. მშობლებმა მატარებლის კუპის ბილეთი მიყიდეს. არ გამიმართლა, კუპეში ჩემთან ერთად სამი ახალგაზრდა მამაკაცი მგზავრობდა. მათ მაშინვე სმა დაიწყეს. ერთ-ერთ მათგანს დაბადების დღე ჰქონდა.
მე ჩემი ადგილი დავიკავე. ისინი მთხოვდნენ, რომ მათ კომპანიას შევერთებოდი. ძალიან არ მინდოდა ამის გაკეთება, მაგრამ ლამის ძალით ჩამომიყვანეს ზედა საწოლიდან. თავდაპირველად ყველაფერი ნორმალურად იყო. ცოტა ხნის შემდეგ ორი ბიჭი მოსაწევად გავიდა. მე დაძინებას ვაპირებდი, მაგრამ იმ ბიჭმა, რომელსაც დაბადების დღე ჰქონდა ამის საშუალება არ მომცა. მან ხელი მომხვია. ვთხოვდი, რომ გეშვა, შემდეგ კი ყვირილი ავტეხე და თავის დახსნას ვცდილობდი. არ ვიცი როგორ, მაგრამ მაინც მოვახერხე მისგან თავის დახსნა და კუპიდან გამოვვარდი. გამცილებელ ქალთან მივირბინე, მაგრამ ის ადგილზე არ დამხვდა. მთვრალი ბიჭი კი ჩემკენ მორბოდა. ჩემს შეყვარებულს დავურეკე და ყველაფერი ვუამბე. ის ანერვიულდა და მითხრა, რომ მატარებელში პოლიციის რაზმს გამოიძახებდა.
მადლობა ღმერთს, ბოლოს და ბოლოს, გამცილებელი ქალი გამოჩნდა. მე მას ყველაფერი ვუამბე. ის დამეხმარა. მან მოძებნა კუპე, სადაც ერთი თავისუფალი ადგილი იყო. ამ კუპეში ცოლ-ქმარი იყო და კიდევ ერთი ახალგაზრდა გოგონა. გამცილებელ ქალს შეეშინდა კუპეში მთვრალ კაცებთან შესვლის. ის მეზობელ ვაგონში გადავიდა და გამცილებელი ბიჭი მოიყვანა. მასთან ერთად შევედით კუპეში და მე ჩემი ნივთები წამოვიღე. მე მათ მთელი გულით გულწრფელი მადლობა გადავუხადე, მათ ხომ გაუპატიურებისაგან მიხსნეს.
შემდეგ გაჩერებაზე ვაგონში პოლიციელები შემოვიდნენ, ისინი ჩემმა შეყვარებულმა გამოიძახა. გამცილებლებმა უთხრეს, რომ რთულ სიტუაციას თავად გაუმკლავდნენ.
ღამე ვერ დავიძინე. მახსენდებოდა როგორი ბოროტი მზერა ჰქონდა იმ მთვრალ ბიჭს, როდესაც კუპეში ჩემი ნივთების გამოსატანად შევედი.
ბოლოს, როგორც იქნა ჩამეძინა, მაგრამ ხმაურზე გამომეღვიძა. ის მთვრალი ბიჭი მთელს ვაგონში მეძებდა. ის და მისი მეგობრები ძლივს დაამშვიდეს. ამის შემდეგ აღარც მძინებია. ძალიან მეშინოდა, რომ ისევ დაბრუნდებოდნენ. მატარებლიდან გამოსვლისაც კი მეშინოდა, მეგონა, რომ ის და თავისი მეგობრები უკან გამომყვებოდნენ. ვაგონიდან გამოვვარდი და მეტროსკენ გავიქეცი. კიდევ ორი დღის მანძილზე საერთო საცხოვრებლიდან გამოსვლის მეშინოდა.
იმ შემთხვევის შემდეგ კუპით აღარ მიმგზავრია. პლაცკარტით მგზავრობა, როდესაც ყველა გხედავს, ბევრად უფრო უსაფრთხოა. მართალია, არც ისე კომფორტულია, მაგრამ საკუთარი სიცოცხლე და ჯანმრთელობა კომფორტზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანია.