პაპარაცის დღევანდელ სტატიაში – ახალგაზრდა მამაკაცი საკუთარ ისტორიას გვიამბობს.
ცოტა ხნის წინ, მე და ჩემმა მეუღლემ მატარებლით ვიმგზავრეთ. ბილეთები წინასწარ შევიძინეთ. ბუნებრივია, ქვედა საწოლი ადგილების. როდესაც მატარებელში შევედით, აღმოჩნდა, რომ ჩვენთან ერად პენსიონერი ცოლ-ქმარი მგზავრობდა. მე და ჩემი ცოლი უკვე მზად ვიყავით, რომ ისინი ადგილების გაცვლას შემოგვთავაზებდნენ.
თუმცა ეს არ მომხდარა. ეს წყვილი სრულიად განსხავებულად იქცეოდა. ისინი ფეხდგომელა ჭამდნენ, რათა ჩვენ არ შევეწუხებინეთ. ჩვენ ძლივს დავითანხმეთ, რომ ჩვენს ადგილებზე დამსხდარიყვნენ და მშვიდად ევახშმათ. შემდეგ ყველა დასაძინებლად დავწექით. მამაკაცი თავის ცოლს ზედა საწოლზე ასვლაში დაეხმარა.
ამ დროს, ჩვენს მოპირდაპირე მხარეს გვერდულ ადგილებზე ორი ქალი იყო. ისინიც პენსიონერები იყვნენ. ის ქალი, რომელსაც ზედა საწოლის ბილეთი ჰქონდა, მთელი საღამო ოხრავდა და წუხდა, თუ როგორ უნდა ასულიყო ზედა საწოლზე.
როგორ ავიდა, ეს არ მინახავს: მე მალევე ჩამეძინა, რადგან სამი დღის მანძილზე გზაში ვიყავი. მე და ჩემმა ცოლმა ერთი თვითმფრინავი და ერთი მატარებელი უკვე გამოვიცვალეთ, ახლა უკვე ბოლო მატარებლით ვმგზავრობდით, რომელიც ჩვენს მშობლიურ ქალაქში ჩაგვიყვანდა.
პენსიონერ ცოლ-ქმარს არ გავუღვიძებივართ იმისთვის, რომ ესაუზმათ. ისინი უბრალოდ თავისუფალ ადგილებზე გადავიდნენ, რომლებიც ჩვენს სიახლოვეს იყო. თუმცა, შემდეგ ეს ადგილები მგზავრებმა დაიკავეს და ისინი ისევ ჩვენთან დაბრუნდნენ.
მე და ჩემმა ცოლმა ერთი ქვედა სკამი მათ დავუთმეთ და შემდეგ უკვე ისე განვაგრძეთ გზა. მაგრამ დღე იყო და ყველაფერი ნორმალურად იყო. შემდეგ კი ეს ცოლ-ქმარი თავიანთ გაჩერებაზე ჩავიდა.
ამ დროს ის მოხუცი ქალი, რომელსაც ღამე მოპირდაპირე მხარეს ზედა საწოლზე ეძინა, ჩვენთან გადმოჯდა. ის დიდხანს წუწუნებდა იმაზე, თუ რა ცუდად ეძინა. მე არ დავუჯერე, რადგან თავად მესმოდა, როგორ ხვრინავდა.
მთლიანობაში, ნორმალურად ვიმგზავრეთ. ჩხუბისა და თავგადასავლების გარეშე. კიდევ კარგი, რომ გაგვიმართლა. არიან მოხუცი ადამიანები, რომლებიც არ ფიქრობენ, რომ ყველა ვალდებულია მათ წინაშე, რადგან ისინი უკვე სოლიდურ ასაკში არიან.