დააფასეთ და გაუფრთხილდით იმას, რაც გაქვთ. ყველაფრის გამოსწორება შეიძლება. მხოლოდ ამ ცხოვრებიდან წასვლის გამოსწორებაა შეუძლებელი

128

პაპარაცი დღევანდელ სტატიაში – ახალგაზრდა ქალი საკუთარ ისტორიას გვიამბობს.ცოტა ხნის წინ მატარებლით ვიმგზავრე. ჩემს შვილებთან ერთად დედაჩემისგან სახლში ვბრუნდებოდი. ერთ-ერთ გაჩერებაზე ერთი ქალი შემოგვიერთდა. მისი ადგილი ჩვენს გვერდით იყო. ის ძალიან კარგად გამოიყურებოდა. ეტყობოდა, რომ კარგად ცხოვრობდა: ძვირფასი ტანსაცმელი ეცვა და ძვირფასი სუნამოს სურნელი ასდიოდა.

მან თავისი ადგილი დაიკავა და ჩვენ მოგვესალმა. ჩვენ ვივახშმეთ და დასაძინებლად დავწექით. მეორე დილით ჩემმა მეუღლემ დამირეკა. მან მითხრა, რომ ჩვენს ჩამოსვლამდე რემონტის დასრულება ვერ მოახერხა. მე ძლიან გავბრაზდი, ყვირილი დავიწყე, შემდეგ კი ტელეფონი გავუთიშე. ჩემმა მეზობელმა ძალიან მოწყენილმა შემომხედა და მითხრა:

  • ცუდია, ქმარს ასე რომ ექცევით, ძალიან ცუდი. თქვენ არ აფასებთ იმ ბედნიერებას, რომელიც გაქვთ.
  • რომელ ბედნიერებას? საერთოდ, რა იცით თქვენ ჩემს შესახებ და ჩემი ცხოვრების შესახებ? მხოლოდ პრობლემები და უფულობაა. მომწყინდა უკვე! ყველაფერი საშინლადაა! – ვუთხარი მე.
  • მართალი ბრძანდებით. მე თქვენ არ გიცნობთ. მაგრამ თქვენ ქმარი გყავთ, შვილები გყავთ. დააფასეთ ეს ყველაფერი. გაუფრთხილდით მათ. მე თქვენ ჩემს ისტორიას გიამბობთ და მიხვდებით, რატომაც გეუბნებით ამას.

დიდი ხნის წინ ძალიან ბედნიერი ვიყავი, მაგრამ ეს არ მესმოდა და სრულიად არ ვაფასებდი. 22 წლის ასაკში გავთხოვდი, დედამ დამაძალა. ის ხშირად მეუბნებოდა: “რატომ არ თხოვდები? შენს მეგობრებს უკვე შვილები ჰყავთ, შენ კი არც კი გათხოვილხარ. კოტეს მაინც გაყევი ცოლად, რადგან სხვა საქმრო არ გყავს!”

მე და კოტე თანაკლასელები ვიყავით. მას არასოდეს უთქვამს ჩემთვის თავისი გრძნობების შესახებ, უბრალოდ, ისე მიყურებდა, რომ ყველამ იცოდა, რომ ჩემზე იყო შეყვარებული. ერთხელ, დედაჩემთან გათხოვების თემაზე მორიგი საუბრის შემდეგ, ძალიან გავბრაზდი და მე თვითონ წავედი კოტესთან. შევთავაზე, რომ ჩემზე დაქორწინებულიყო. ის ძალიან ბედნიერი იყო. ჩვენ მოკრძალებული ქორწილი გადავიხადეთ, კოტეს და ჩემი მშობლები ღარიბები იყვნენ.

მე და კოტე პატარა ბინაში ვცხოვრობდით, კოტეს ბებიასთან ერთად. ბებიას საშინელი ხასიათი ჰქონდა. ის ძალიან მაგრად ხვრინავდა და თავს არ უვლიდა. კოტე თავად უვლიდა მას, საჭმელს თავად უმზადებდა. კოტე მას აბანავებდა და ტანსაცმელსაც თავად ურეცხავდა. მე ეს არასოდეს გამიკეთებია.

ბევრჯერ ვინანე ის, რომ მას ცოლად გავყევი. მასში ყველაფერი მაღიზიანებდა.ჩემი მეგობრების ქმრები ბიზნესით იყვნენ დაკავებულები, ფულს შოულობდნენ. ჩემს კოტეს კი გროშები მოჰქონდა. ის შეყვარებული თვალებით მიყურებდა, ტიტებს მჩუქნიდა, ჩემს საყვარელ თევზს მიწვავდა. მე ამ ყველაფერს საერთოდ არ ვაფასებდი.

მე მინდოდა, რომ ჩემთვის ძვირფასი ქურქი ეჩუქებინა, ძვირფასი ფრანგული სუნამო მინდოდა, ვარდების თაიგულები, რესტორნებში სიარულზე ვოცნებობდი. ამის ნაცვლად სრულიად სხვანაირი ცხოვრება მქონდა. მე და კოტე ზოგჯერ სახინკლეში მივდიოდით. მე ძველი პალტოთი დავდიოდი. კოტე ყოველთვის მხოლოდ ტიტებს ან ბაბუაწვერებს მჩუქნიდა.

ცოტა ხნის შემდეგ ბიჭი შემეძინა. კოტეს ლაშა ძალიან უყვარდა. ის ფაფებსაც უხარშავდა და ღამითაც უვლიდა, რათა მე გამოძინება შემძლებოდა. ტანსაცმელს ურეცხავდა და ეთამაშებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ის ქარხანაში მუშაობდა და ძალიან იღლებოდა.

ამ ყველაფერს სრულიად არ ვაფასებდი. წლები გადიოდა. კოტე ძველებურად შეყვარებული თვალებით მიყურებდა. კოტეს ბებია გარდაიცვალა. კოტე საოჯახო საქმეებში მეხმარებოდა, მუშაობდა, ბევრ დროს გვითმობდა მე და ჩემს შვილს.

მე კი არაფერი არ მომწონდა. მე სულ სხვანაირი ცხოვრება მინდოდა. მოკლედ, ამის შემდეგ ჩემს ქმარს ვუღალატე. ამისგან არავითარი სიამოვნება არ მიმიღია. საერთოდ, რატომ ვაკეთებდი ამას, არ ვიცი. კოტე კიდევ უფრო მეტად მაღიზიანებდა. ისიც კი არ მომწონდა, თუ როგორ ჭამდა. მთელი ამ წლების მანძილზე ჩემთვის არაფერი დაუყვედრებია. მას ყოველთვის ჰქონდა იმის იმედი, რომ მე შემიყვარდებოდა. ის ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ბედნიერი ვყოფილიყავი. მე კი მას საერთოდ არ ვაფასებდი. არ ვაფასებდი იმას, რასაც ის ჩემთვის აკეთებდა.

კოტე გარდაიცვალა. ჩემს ხელებში. ცუდად გახდა, როდესაც ვახშამს ამზადებდა. გულმა შეაწუხა. მე ამ დროს ლაშას ვამეცადინებდი.

სასწრაფო გამოვიძახე და კოტეს გვერდიდან არ მოვცილებივარ. ის კვდებოდა, მაგრამ მე მამშვიდებდა. მეუბნებოდა, რომ არ მენერვიულა, მეუბნებოდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. ვტიროდი და ვთხოვდი, რომ არ მომკვდარიყო. მივხვდი, რომ ძალიან ვცდებოდი, როდესაც ჩემი ქმრის მიმართ არასწორად ვიქცეოდი.

ამ ყველაფერს ძალიან გვიან მივხვდი! მხოლოდ სიკვდილის წინ მოვასწარი კოტესთვის მეთქვა, რომ ძალიან მიყვარდა. ის ტუჩებზე ბედნიერი ღიმილით გარდაიცვალა.

საკუთარ თავს ვკიცხავდი. რატომ ვიყავი ასეთი სულელი და ბრმა? მე შემეძლო, რომ კოტე ძალიან გამებედნიერებინა. მე კი მასაც ვუფუჭებდი ცხოვრებას და საკუთარ თავსაც.

ჩემი ქმრის გარდაცვალების შემდეგ მის კარადაში ძვირფასი ფრანგული სუნამო ვნახე. ზუსტად ის, რომელზედაც ვოცნებობდი. ის ფულს ზოგავდა და ეს სუნამო მიყიდა. ალბათ უნდოდა, რომ საახალწლოდ ეჩუქებინა, მაგრამ არ დასცალდა.

შემდეგ დიდი უბედურება მოხდა. ჩემს შვილს მანქანა დაეჯახა. ექიმებმა ვერ გადაარჩინეს. ის ოპერაციის დროს გარდაიცვალა. სულ მარტო დავრჩი. აღარ გავთხოვილვარ. ახლა ყველაფერი მაქვს: ძვირფასი ქურქებიც, ფრანგული სუნამოებიც, ყვავილებიც და რესტორნებიც. მაგრამ მე ხშირად ვიხსენებ იმ დროს, როდესაც ქმარი და შვილი მყავდა. ჩვენ ღარიბულად ვცხოვრობდით პატარა გასარემონტებელ სახლში, მაგრამ ძალიან ბედნიერები ვიყავით. ახლა დიდ და კარგ ბინაში ვცხოვრობ, ყველაფერი მაქვს, მაგრამ ძალიან უბედური ვარ. ბედნიერება არც ბინაშია და არც ქურქებსა და ყვავილებში.

სამწუხაროა, რომ ამ ყველაფერს ძალიან გვიან მივხვდი. სიკვდილმა ყველაზე ძვირფასი ადამიანები წამართვა. ჩემს შეცდომებს ნუ გაიმეორებთ. ნუ აწყენინებთ თქვენს ქმარს. თქვენ ძალიან ბედნიერი ქალი ხართ. თქვენ გყავთ ქმარი, შვილები. დააფასეთ ეს და გაუფრთხილდით. ეს ხომ დიდი ბედნიერებაა. რემონტს თქვენი ქმარი დაასრულებს, ცოტა მოითმინეთ და თქვენც დაეხმარეთ. ბედნიერებას გისურვებთ! – სევდიანი ღიმილით დაასრულა საუბარი.

ცოტა ხანში თავისი ნივთების ჩალაგება დაიწყო. ის უკვე ჩადიოდა.მე და ჩემმა შვილებმა გზა გავაგრძელეთ. დავფიქრდი ყველაფერზე, რაც ამ ქალმა მიამბო. მე მივხვდი, რომ ის მართალი იყო. ჩემს ქმარს დავურეკე და ბოდიში მოვუხადე. ამის შემდეგ ძალიან დიდი შვება ვიგრძენი. ჩემი ქმარი ძალიან გახარებული იყო. მე მივხვდი, რომ ბედნიერება ძალიან მყიფე რამ არის და მას აუცილებლად უნდა გავუფრთხილდეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს