პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გიორგის ისტორიას გიამბობთ.
– ასე ამაყად რას დადიხარ ეზოში! იცი, რომ მათი ნამდვილი შვილი არ ხარ? შენმა ნამდვილმა მშობლებმა მიგატოვეს. ისინი ლოთები იყვნენ. დათოს და ნატალიას საკუთარი შვილები არ ჰყავდათ და შენ გიშვილეს. შენ მათ საერთოდ არ გავხარ! ახლა მათ საკუთარი შვილი ეყოლებათ და შენ აღარ დასჭირდები! ბავშვთა სახლში წაგიყვანენ! იცოდე, რომ ასე იქნება! – ხმამაღლა ყვიროდა ჩვენი მუდმივად გაბრაზებული და ბოროტი მეზობელი – ქეთო დეიდა.
გიორგიმ შეხედა და უთხრა;
- რას მეუბნებით?! ეს სიმართლე არ არის!
- სიმართლეა. წადი და შენს მშობლებს ჰკითხე! თუმცა შენი მშობლები სულაც არ არიან!გიორგი ეზოდან გაიქცა.
- რას აკეთებ? რატომ უთხარი ეს ყველაფერი? – ჰკითხა მას ლალი დეიდამ.
- ღირსია! გაუშვი სიმართლე იცოდეს! თორემ მას მუდმივად აქებენ! კარგად სწავლობს, სპორტულ შეჯიბრებში იმარჯვებს. ყველას ეხმარება: მამას, დედას, მეზობლებს. მომწყინდა! გუშინ მან ჩემს ნიკას აწყენინა! ამის გამო გადავუხადე სამაგიერო!
- თქვენი ნიკა გუშინწინ კატას აწვალებდა. გიორგიმ ის გააფრთხილა, ნიკამ კი მეორე დღეს ლეკვს დაუწყო წვალება. ამის გამო დასაჯა გიორგიმ, – თქვა ნიკას და გიორგის კლასელმა ნინიმ.
- ნინი, უფროსების საუბარში ნუ ერევი! გამომივიდა დამცველი! წადი გაკვეთილები ისწავლე! – უყვირა გაბოროტებულმა ქეთო დეიდამ.
- ეს არ უნდა გეთქვა, ქეთო. თავს რამე რომ დამართოს? ან მისი მშობლები რომ მოვიდნენ შენთან საჩხუბრად? რაში გჭირდება ზედმეტი პრობლემები? – ჰკითხა ლალი დეიდამ.
ქეთო დეიდას ჩხუბი უყვარდა. ის ყოველთვის გაბრაზებული და უკმაყოფილო იყო. მისი მეუღლე ხშირად სვამდა და სახლში მთვრალი მოდიოდა. ნიკა ცუდად სწავლობდა და ყოველთვის ეჩხუბებოდა ყველას.
ლალი დეიდა სახლში წავიდა, თავის მეგობართან ურთიერთობის სურვილი იმ დღეს აღარ ჰქონდა. ქეთო დეიდა ცოტა ხანს სკამზე იჯდა, შემდეგ კი მოიწყინა და სახლში შევიდა. ეს ყველაფერი თავის ნასვამ მეუღლეს უამბო. მართალია, ლადო ძია სვამდა, მაგრამ ძალიან კეთილი ადამიანი იყო.
- რა უვარგისი ხარ! რა ბოროტი! ეს რა ჩაიდინე! რატომ აწყენინე ასე გიორგის?! მას შენი სიმართლე არ სჭიდება! ასეთ ბოროტ ქალთან ერთად როგორ ვცხოვრობ? წადი, დღეს აღარ დამენახვო! ნუ მაბრაზებ! წადი!
ქეთო დეიდა ისევ გარეთ გამოვიდა და სკამზე ჩამოჯდა.სწორედ ამ დროს ეზოში გიორგის დედა გამოვიდა. ის გიორგის ვერ უკავშირდებოდა და ძალიან ნერვიულობდა.
- ქეთო, ჩემი გიორგი არ გინახავს? რატომღაც ჩემს ზარს არ პასუხობს.
- შენი გიორგი რაში მჭირდება! მეტი საქმე არ მაქს, მას ვუყურო! არ მინახავს! – გაბოროტებულმა უპასუხა ქეთომ და ზურგი შეაქცია.
ნატალიამ გიორგის კიდევ რამდენჯერმე დაურეკა, შემდეგ კი თავის ქმარს დაურეკა და უთხრა, რომ გიორგის ვერ უკავშირდებოდა.
ნატალია სკამზე ჩამოჯდა. მას გაახსენდა, როგორ ნახა პირველად გიორგი და ხელში როგორ აიყვანა. ის საავადმყოფოში თავის დასთან მივიდა. მას გიორგი აჩვენეს, რომელიც მისი ლოთი მშობლებისაგან წამოეყვანათ. გიორგიმ მაშინვე გააოცა ნატალია იმით, რომ საერთოდ არ ტიროდა. მას ძალიან მოწყენილი თვალები ჰქონდა. ნატალიამ მაშინვე იგრძნო, რომ ეს პატარა მისი შვილი იყო. მას და მის ქმარს შვილი დიდი ხნის მანძილზე არ უჩნდებოდათ. დათო თანახმა იყო, რომ გიორგი ეშვილათ. საბუთები უპრობლემოდ გააფორმეს. თუმცა, ნაცნობები მათ არ ურჩევდნენ ამის გაკეთებას: ბიჭს ცუდი გენეტიკა აქვსო. ნატალიამ და დათომ მაინც გარისკეს.
მთელი ამ წლების მანძილზე გიორგის მათთვის მხოლოდ სიხარული მოჰქონდა. ისინი თავიანთი შვილით ძალიან ამაყობდნენ. ნატალიას ორსულობა მათთვის სრული მოულოდნელობა იყო.
- კარგი იქნება, თუ გოგო დაიბადება. ბიჭი უკვე გვყავს, ახლა გოგო გვინდა! – სიხარულით ჩასჩურჩულებდა ნატალია თავის ქმარს.
გიორგი სიხარულით ელოდა თავსი დის დაბადებას. მან სახელიც კი მოიფიქრა – კატო. ის უკვე წარმოიდგენდა ხოლმე, როგორ ისეირნებდა მასთან ერთად და როგორ დაიცავდა ყველასაგან.გიორგი კი ამ დროს მდინარის პირას იჯდა და წყალს უყურებდა. ის ტიროდა. მას უხაროდა, რომ ამ დროს არავინ ხედავდა. ის ხომ სპორტსმენია, ის ყველას ძალიან ძლიერი ჰგონია, ის კი ზის და გოგოსავით ტირის.
მას გაახსენდა, თუ ორიოდე წლის წინ, როგორ დაიხსნა კნუტი ნიკასგან და სახლში მიიყვანა. დედა ამის გამო არ გაბრაზებია. მან კნუტი აბანავა და გამოკვება. ნუთუ მას მართლა ბავშვთა სახლში წაიყვანენ? ნუთუ მშობლებს ის მართლა არ უყვართ?
მას გაახსენდა, როგორ გახდა პატარაობაში ცუდად. დედამ რამდენიმე დღე მის გვერდით გაატარა. ის მას ამშვიდებდა, ეხუტებოდა, კოცნიდა. მერე გაახსენდა, როგორ არ წავიდა მამა მნიშვნელოვან მივლინებაში და ამის ნაცვლად შეჯიბრზე წავიდა, სადაც გიორგი პირველად იღებდა მონაწილეობას. ის მაშინ ძალიან ნერვიულობდა და მამის იქ ყოფნა ძალიან დაეხმარა. მან მეორე ადგილი დაიკავა, რაც დამწყებისთვის ძალიან მაგარი იყო.
შემდეგ გაიხსენა, როგორ ვახშმობდნენ ერთად და როგორ უყვებოდნენ ერთმანეთს, როგორ ჩაიარა დღემ.მას გაახსენდა, რომ დედა ყოველთვის კოცნიდა, სკოლაში წასვლამდე და სკოლიდან დაბრუნების შემდეგ. მას გაახსენდა, როგორ კარგ საჩუქრებს ჩუქნიდნენ მშობლები ყოველთვის. გაახსენდა, როგორ მიდიოდნენ ყოველ წელს ზღვაზე ყველა ერთად.გიორგი მიხვდა, რომ თავის მშობლებს ის ძალიან უყვართ. მან ტელეფონი ჩართო და ნახა, რომ დედას და მამას უამრავჯერ დაერეკათ.
გიორგი სახლისკენ გაიქცა.
- დედაშენი საავადმყოფოში წაიყვანეს. ის ცუდად გახდა. მამაშენიც იქ წავიდა! – უთხრა გიორგის მეზობელმა.
გიორგი საავადმყოფოში გაიქცა. მან არ იცოდა, სად მოეძებნა თავისი მშობლები და ამიტომ უბრალოდ ყვირილი დაიწყო:
- დედიკო! აქ ვარ! მაპატიე, გთხოვ! დედა!გიორგის ყვირილზე საავადმყოფოდან მამამისი გამოვიდა. ისინი დიდხანს ისხდნენ საავადმყოფოს ეზოში.
- მამა, მართალია, რომ მე თქვენი შვილი არ ვარ? მართლა ნაშვილები ვარ?
მამას ტყუილი არ უთქვამს, მან უთხრა:
- მართალია შვილო. ჩვენ მართლა გიშვილეთ, მაგრამ ძალიან გვიყვარხარ. შენ ჩვენთვის ძალიან ძვირფასი ხარ. დღეს დედამ შენს გამო ძალიან ინერვიულა.
- ვიცი, დამნაშავე ვარ. არ მინდოდა. დედა და ჩემი და ხომ კარგად იქნებიან?
- აუცილებლად! ნუ ნერვიულობ!
ქეთო დეიდა ცდებოდა. გიორგი ბავშვთა სახლში არავის წაუყვანია. მან სხვა ადამიანებს გული ატკინა, მაგრამ მათ ერთმანეთი ძალიან უყვარდათ და სიმართლემაც კი ვერ შეძლო მათი ურთიერთობის გაფუჭება. სიყვარული და ზრუნვა, ადამიანის სიბოროტეზე ძლიერი აღმოჩნდა.
გიორგის თავისი და ძალიან შეუყვარდა. ის დედას ბავშვის მოვლაში ეხმარება და დედას დასვენების საშუალებას აძლევს.ქეთო დეიდა ძალიან ბრაზობს, როდესაც ამ ყველაფერს ხედავს, მაგრამ არაფრის გაკეთება არ შეუძლია. მისი სიბოროტე მხოლოდ მასვე ავნებს.