მისი ოჯახი უბრალოდ “საშინელი” იყო

614

პაპარაცის დღევანდელ სტატიაში – მამაკაცი ერთი პატარა ბიჭის ისტორიას გვიამბობს.

ცოტა ხნის წინ მე და ჩემი მეგობარი პარკში ვსეირნობდით. ჩვენ სერიოზული საუბარი გვქონდა ერთობლივ ბიზნესთან დაკავშირებით. შემთხვევით, ერთი ძალიან საინტერესო სიტუაციის მოწმენი გავხდით.

ბიჭი დედამისისგან მოითხოვდა, რომ მისთვის ახალი სათამაშო ეყიდა. დედა ცდილობდა ახსნა, რომ ახლა ზედმეტი ფული არ ჰქონდა და მას ისედაც უამრავი სათამაშო აქვს. ბიჭი 7 – 8 წლის იქნებოდა. ამ პატარა ბიჭმა დედამისს გამოუცხადა:

– შენზე საჩივარს დავწერ. დავწერ, რომ შენ ჩემს უფლებებს არღვევ. იმასაც თუ დავწერ, რომ გუშინ ჭურჭლის სარეცხი მანქანის გაფუჭების გამო მცემე, შენი საქმე ძალიან ცუდად იქნება! ბავშვების ცემა ხომ არ შეიძლება!

ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ დედამ მეტყველების უნარი დაკარგა. ცოტა ხანში კი მან შვილს ახსნა დაუწყო, რომ ახლა მისთვის ჯერ საშემოდგომო ქურთუკი და ფეხსაცმელი უნდა ეყიდა და ამიტომ სათამაშოზე უარი უნდა ეთქვა. ბიჭს არაფრის მოსმენა არ სურდა. მან ისტერიკა ატეხა. მე და ჩემმა მეგობარმა გადავწყვიტეთ, რომ მათ საუბარში ჩავრეულიყავით.

– პოლიცია ვინ გამოიძახა? – იკითხა ჩემმა მეგობარმა.

მე ამ დროს ბავშვის დედას თვალი ჩავუკარი, რომ არ შეშინებოდა.

– ასეთი მნიშვნელოვანი და სერიოზული ადამიანების დანახვის შემდეგ ბიჭი მაშინვე დამშვიდდა და საბუთები მოგვთხოვა (ძალიან ჭკვიანი ბიჭი იყი: მადლობა ტელევიზორს და ინტერნეტს). კიდევ კარგი, რომ ჩემი მეგობარი მართლაც პოლიციის პოლკოვნიკია და საბუთები, ბუნებრივია, ყოველთვის თან დააქვს. ბიჭმა ყურადღებით შეისწავლა მისი საბუთი და დედამისზე დაიწყო ჩივილი.

აღმოჩნდა, რომ ბიჭს მართლაც რთული ცხოვრება ჰქონდა. მისი ოჯახი მართლაც “საშინელი” იყო. ის დადიოდა სკოლაში, სადაც უცხო ენებს გაძლიერებულად ასწავლიდნენ. ამის შემდეგ ის ცურვაზე მიჰყავდათ, შემდეგ გაკვეთილებს სწავლობდა და მხოლოდ ამის შემდეგ აძლევდნენ მეგობრებთან თამაშის უფლებას. ჩემმა მეგობარმა მას საქაღალდე და ფურცელი გაუწოდა და აუხსნა, თუ როგორ უნდა დაეწერა განცხადება. ბიჭი საქმეს დიდი ენთუზიაზმით შეუდგა. ის დიდი გულმოდგინებით წერდა ყველაფერს.

ჩემმა მეგობარმა განცხადება წაიკითხა და უთხრა:

– ყოჩაღ! ძალიან კარგი! პოლიციაში ყველაფერს გაარკვევენ და დედაშენს აუცილებლად დასჯიან. იჯდეს ციხეში! ამის შემდეგ ეცოდინება, რომ პატარა ბავშვების დაჩაგვრა არ შეიძლება!

– ვინ უნდა ჩასვათ ციხეში? დედაჩემი?

– დიახ, დედაშენი! აბა, რა გეგონა? განცხადებას დაწერ და მორჩა? არა! ჩვენ ზომები აუცილებლად უნდა მივიღოთ! რატომ გექცევა ასე? ამისთვის მას სამი წლით ჩასვამენ, შენ კი ამ დროის მანძილზე ბავშვთა სახლში იცხოვრებ. შენ მასთან ერთად ციხეში არ ჩაგსვამენ. ბავშვთა სახლში უზრუნველი ცხოვრებით დატკბები. იქ უცხო ენების სწავლას არავინ დაგაძალებს. არც აუზი იქნება. თუმცა, იქ სათამაშოც ძალიან ცოტაა და საკვებიც არც ისე კარგია. მაგრამ, არაუშავს, შენ გაუძლებ! რაც მთავარია, დედა აღარ დაგჩაგრავს!

– ბებია?

– ბებიაც გყავს? კარგი, მას არ შევეხებით. თავისთვის იცხოვროს, მშვიდად!

მე სიცილს ვეღარ ვიკავებდი და პოლიციის რაზმის გამოსაძახებელად წავედი, “საშინელი” დედის დასაკავებლად.

ბიჭმა მაშინვე გადაწყვიტა განცხადების დახევა, ის მიხვდა, რაც ჩაიდინა. მან ჩემს მეგობარს სთხოვა, რომ განცხადება დაეხია და ნაგლეჯები თავად მოათავსა სანაგვე ურნაში.

ის დედას ჩაეხუტა და ეუბნებოდა, რომ ძალიან უყვარდა და მის თავს არავის გაატანდა. ეს განცხადება მან სისულელისა და უცოდინრობის გამო დაწერა. ახლა ის ყველაფერს მიხვდა და ასეთ შეცდომას აღარ გაიმეორებს.

ბიჭის დედა იღიმოდა და ყველაფრისთვის მადლობა გადაგვიხადა. მე და ჩემმა მეგობარმა კი გზა კმაყოფილებმა განვაგრძეთ. ბიჭს ძალიან მაგრად ეჭირა დედამისის ხელი და ჩვენ შიშითა და უნდობლობით გვიყურებდა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს