ფინანსური პრობლემების დროს, როგორ საჭმელებს ვამზადებდი ჩემი ოჯახისთვის

0
433

პაპარაცის დღევანდელ სტატიაში – ქალი იმ პერიოდს იხსენებს, როდესაც მის ოჯახს ფინანსურად ძალიან უჭირდა.

ვერ ვიტყვი, რომ ახლა ძალიან კარგად ვცხოვრობთ, რადგან მარტოხელა ქალისთვის ორი შვილის გაზრდა არც თუ ისე მარტივია, თუმცა ახლა ჩვენი მატერიალური მდგომარეობა ბევრად უკეთესია. ერთ დროს კი ძალიან გვიჭირდა.

მაშინ კი არ ვცხოვრობდით, არამედ თავის გადარჩენას ვცდილობდით. ყველაფერს ხორცის გარეშე ვამზადებდი. საჭმელს შევჭამდით, მაგრამ ერთი საათის შემდეგ ისევ გვშიოდა. მაშინ ბევრ პურს ვჭამდით, როგორმე რომ დავნაყრებულიყავით. სუპებსაც და ბორშსაც ხორცის გარეშე ვამზადებდი. ჩემი ოჯახისთვის ძალიან ხშირად ვამზადებდი ბარდას. ის უფრო ნოყიერი და ძალიან გემრიელი იყო. ძალიან ხშირად ვამზადებდი სუპს თევზის კონსერვით.

ძალიან მცირე თანხით უნდა შემძლებოდა საკუთარი თავისა და ჩემი შვილების გამოკვება. კარტოფილს ძალიან იშვიათად ვჭამდით. ჩვეულებრივ, სხვადასხვა ფაფებსა და მაკარონს ვხარშავდი. ხშირად ვამზადებდი მაკარონს მდნარი ყველით. ეს კერძი ჩემს უმცროს ქალიშვილს უყვარდა. ხშირად ვამზადებდი სოუსს ფაფებისთვის.

ხახვს და გახეხილ სტაფილოს ერთად ვხრაკავდი, მარილს ვაყრიდი, ტომატს ვამატებდი და მზად იყო.

ხორცს და თევზს საერთოდ არ ვყიდულობდი, ფული არ მქონდა.

ზოგჯერ ჩემი შვილებისთვის სტაფილოს, ხახვის და კომბოსტოს კატლეტებს ვამზადებდი.

ჩვენ მაშინ ძალიან ბევრ ბოსტნეულს ვჭამდით. ბოსტნეული ძვირი არ ღირდა. ჩვენს მაგიდაზე ძალიან ხშირად იყო სტაფილო, კომბოსტო და ჭარხალი.

ზოგჯერ მინდოდა, რომ ჩემი შვილები რაიმე გემრიელი კერძით გამენებივრებინა. ვყიდულობდი ყველაზე იაფ მოხარშულ ძეხვს. ვიღებდი ორ მოხარშულ კვერცხს, 3 ცალ მოხარშულ კარტოფილს, ერთ ცალ ხახვს, მდნარ ყველს და ცოტაოდენ მაიონეზს. ხახვს და ძეხვს ერთად ვხრაკავდი, შემდეგ ვამატებდი დაჭრილ მოხარშულ კარტოფილს და შემდეგ გახეხილ მდნარ ყველს. ზემოდან კი დაჭრილ მოხარშულ კვერცხს ვაყრიდი. მწვანილიც თუ მქონდა, ხომ საერთოდ უგემრიელესი გამოდიოდა! ამ ყველაფერს ვწვავდი ტაფაში დაახლოებით სამი წუთის მანძილზე. ძალიან გემრიელი იყო! ეს კერძი ყველას ძალიან გვიყვარდა.

ოლივიეს ზოგიერთი კომპონენტის გარეშე ვამზადებდი. მაგალითად, ძეხვისა და მაიონეზის გარეშე. ძალიან კარგი გამოდიოდა.

ძალიან ბევრს ვაცხობდი სხვადასხვა ბლინებს, ლავაშებს, ორცხობილებს. ბავშვებს ყოველთვის უნდოდათ რაიმე გემრიელი. მე არ მეზარებოდა და ამიტომ ჩემი შვილები ყოველთვის მაძღარნი იყვნენ.

წლები გავიდა, მაგრამ მე ყოველთვის პატივისცემით ვუდგები საკვების თემას. ჩემთვის უგემური საჭმელი არ არსებობს. მე სიამოვნებით მივირთმევ ყველანაირ საკვებს და ჩემი შვილებიც ასეთები არიან.

რა კარგია, რომ ეს მძიმე პერიოდი უკვე წარსულშია. არავის ვუსურვებს იმის გადატანას, რაც მაშინ მე და ჩემმა შვილებმა გადავიტანეთ. მტერსაც კი არ ვუსურვებ ამას.