ჩემს ქალიშვილს ქუსლებზე სიარულს ბაღის ასაკიდან ვასწავლი, რომ ფეხები არ დაეღალოს

0
197

ადრე ვფიქრობდი, რომ ქუსლიანი ფეხსაცმელი ყველა ქალისთვის არაა. რა თქმა უნდა, მეც მათ შორის ვარ. ახლახანს საკმაოდ საინტერესო სტატია შემხვდა. მისი წყალობით გავიგე, როგორ შევარჩიო ისეთი ფეხსაცმელი, რომ ქუსლებთან დაკავშირებული პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდეს. აღმოჩნდა, რომ ამ საკითხში ბევრი დეტალია. Paparazzi დეტალურად გიამბობთ, რა უნდა გაითვალისწინოთ მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის არჩევისას.

ქუსლიანი ფეხსაცმლის ტარება – ქალები მაღალქუსლიან ფეხსაცმელს რამდენიმე მიზეზით ირჩევენ. ზოგს სურს, უფრო მაღალი გამოჩნდეს, ზოგს სურს, ფეხები ვიზუალურად დააგრძელოს და უფრო მოხდენილი გამოაჩინოს. ზოგს უბრალოდ ასეთი ფეხსაცმლით უნიკალური იმიჯის შექმნა უყვარს. რაც არ უნდა იყოს თქვენი მიზანი, მნიშვნელოვანია დაიმახსოვროთ ქუსლიანი ფეხსაცმლის არჩევის წესები, რომ მისი ტარებისას ფეხები ან ზურგი არ დაგეღალოთ. ყველა დეტალის შესწავლის შემდეგ დაივიწყებთ, რომ ოდესღაც საყვარელი ნავი–ფეხსაცმლით სიარული არ იცოდით.

ქუსლის ფორმა და სიმაღლე ქალის ჯანმრთელობაზე გავლენას ახდენს და გარკვეული ტიპის ფიგურას შეეფერება. მაგალითად, ვენის ქუსლი 2 სმ–ს არ აღემატება. მოხდენილი და გრძელი ფეხების მფლობელთათვის იდეალური ვარიანტია. გარდა ამისა, ზურგისთვის ყველაზე შემწყნარებლური ვარიანტია. ასეთი ქუსლის მთელი დღე ტარებით დაღლას ვერ იგრძნობთ. ჩექმას ხშირად „აგურის“ ფორმის ქუსლი აქვს. სიგრძე 2–4 სმ. ასეთი ქუსლი ნებისმიერი ფორმის და სიმაღლის ქალს შეეფერება. იდეალურია, თუ ქუსლებზე სიარულს ახლა სწავლობთ. სოლისებრი ქუსლი, რომლის ფორმა გადაბრუნებულ პირამიდას ჰგავს, უნივერსალური და ყველასთვის შესაფერისია. მის სიგრძეზეა დამოკიდებული, რამდენად კომფორტული იქნება ასეთი ფეხსაცმლის ტარება, თუმცა რაიმე შეზღუდვა არ აქვს.

არსებობს უნივერსალური ქუსლი, რომლის სიმაღლე მინიმუმ 8 სმ–ია. ასეთი ფეხსაცმლის არჩევა ყოველთვის სარისკოა. რაც უფრო მაღალია ქუსლი, მით უფრო ძლიერ დატვირთვას იგრძნობთ ზურგზე. ასეთი ქუსლის მთელი დღე ტარება არ შეიძლება. უფრო რაღაც წვეულებაზე შეგიძლიათ ჩაიცვათ. თან, ასეთი ფეხსაცმლით სწრაფად ვერ ივლით. ყოველი ნაბიჯი მოზომილი უნდა იყოს. იგივე ეხება წვრილ ქუსლს. თუ ასეთ ფეხსაცმელს ან სანდალს მთელი დღე ატარებთ, ვენების ან ხერხემლის პრობლემას განავითარებთ.

როგორ ვისწავლოთ ქუსლებზე სიარული – ქუსლებზე სიარული რომ ისწავლოთ, ნამდვილად კომფორტული ფეხსაცმელი უნდა აირჩიოთ. ქუსლის ოპტიმალური სიმაღლეა 5-7 სმ. უმჯობესია, ქუსლი სქელი იყოს. ფეხსაცმელში კომფორტულ კალაპოტს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ. ძალიან ვიწრო კალაპოტი თითებს დააწვება და სისხლის მიმოქცევას დაარღვევს. ძალიან ფართო ნახეთქების და კოჟრების გაჩენის მიზეზი გახდება.

ნებისმიერ ქალს ან გოგოს ნებისმიერი სიმაღლის ქუსლი არ შეეფერება. იმის გასარკვევად, კომფორტული იქნება თუ არა ფეხსაცმელი სიარულისას, ჩაიცვით და სწორ იატაკზე დადექით. შემდეგ თითის წვერებზე აიწიეთ, ქუსლები იატაკს 3-4 სმ–ით მაინც დააშორეთ. თუ ამას ვერ აკეთებთ, ფეხსაცმელი სწრაფად გაიხადეთ. თქვენთვის შეუფერებელია. კიდევ ერთი მაგარი ხრიკი არსებობს. ორთოპედები თვლიან, რომ ქუსლის იდეალური სიმაღლის გასაგებად ტერფის სიგრძე უნდა იცოდეთ. ტერფის სიგრძე ცერა თითის წვერიდან ქუსლამდე გაზომეთ. შემდეგ მიღებული რიცხვი 7–ზე გაყავით. უმჯობესია, დილით და საღამოს გაზომოთ. საღამოს ტერფი ოდნავ შეშუპებულია, ამიტომ იმავე შედეგს ვერ მიიღებთ. საშუალო მაჩვენებელი გამოიყვანეთ.

ქუსლებზე სიარულის სწავლებისას პატარა, მოზომილი ნაბიჯების გადადგმა ისწავლეთ. იატაკზე ქუსლი და წვერი ერთდროულად არ დადოთ. ზეშთაგონებით ასეთი ფეხსაცმლის ტარებისას ჯერ წვერს ვდებთ, შემდეგ ქუსლს. ახლახანს წავიკითხე, რომ სწორია პირიქით. თუ თქვენი ფეხსაცმელი ძალიან არასტაბილურია, რბილი სილიკონის ღაბაში გამოიყენეთ. მისი წყალობით ასეთი ფეხსაცმლის ტარება უფრო მოსახერხებელია.