დეკემბერა უხვად ყვავილობის ნაცვლად ჭკნება. სასწრაფოდ სასუქს ვაკეთებ

0
641

დეკემბერა ლამაზი მცენარეა, რომელიც ზამთრის ცივ დღეებში ჩვენი ფანჯრის რაფებს ამშვენებს. ზოგჯერ ძალიან პრეტენზიულია. გაზრდა არ სურს და ყვავილებს კარგავს. არ იდარდოთ. Paparazzi გიამბობთ, რატომ არ ყვავის დეკემბერა და როგორ დაეხმაროთ განახლებაში.

დეკემბერა არ ყვავის – ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს. მაგალითად, არასაკმარისი განათება. მცენარეს უყვარს გაფანტული სინათლე, პირდაპირი სხივების გარეშე. დღეში 2–4 საათი ინტენსიური მზის სინათლე სჭირდება. შემოდგომა–ზამთრის პერიოდში 12 საათი სრული სიბნელე სჭირდება, რომ დაისვენოს. მეორე მიზეზი შეუფერებელი ტემპერატურაა. დამწყები ფლორისტები მცენარეს ხშირად ახურებენ, როცა ძალიან მაღალ ტემპერატურაზე ზრდიან. ეს ყვავილობას ძლიერ აფერხებს. დეკემბერა +19 გრადუსზე თავს კომფორტულად გრძნობს. კვირაში ერთხელ უნდა მორწყათ. მიწის გამოშრობა არ დაუშვათ. ქოთანი ძალიან დიდი შეიძლება იყოს. ფესვების სისტემის განვითარებაზე დიდ ენერგიას ხარჯავს და ვერ ყვავის. მიზეზი შეიძლება იყოს მავნებელი, მაგალითად, ობობის ტკიპა. ერთ–ერთი უმთავრესი მიზეზია სასუქის ნაკლებობა. დეკემბერას აზოტის, კალიუმის და ფოსფორის სასუქები ძალიან სჭირდება. სპეციალური საშუალება შეიძინეთ ან სახლში მარტივად მოამზადეთ.

დეკემბერას გამოკვება – ბანანის სასუქი იდეალური ვარიანტია. ბანანის ქერქი პატარა ნაჭრებად დაჭერით, თასში მოათავსეთ და წყალი დაასხით. მინიმუმ 1 საათით გააჩერეთ. შემდეგ მცენარე ამ წყლით მორწყეთ. ბანანის ქერქი შეიცავს კალიუმს, ფოსფორს, მაგნიუმს და კალციუმს, რომლებიც დეკემბერს აუცილებლად სჭირდება. ასეთი ნაყენი ყოველი მორწყვისას შეგიძლიათ გააკეთოთ. სხვა მოყვავილე მცენარეზეც გამოგადგებათ. ბიუჯეტური სასუქის ქიმიკატების გარეშე უსაფრთხოდ შეგიძლიათ გამოიყენოთ.

რამდენიმე ასეთი გამოკვების შემდეგ დეკემბერა ძალას მოიკრებს და გაზაფხულამდე ყვავილობით გაგახარებთ. მთავარია, მოვლის წესები დაიცვათ და რეგულარულად გამოკვებოთ. მცენარე დიდხანს უხვი ყვავილობით გაგახარებთ.