ჩემი ქმრის ჯიბეში სხვისი სახლის გადასაღები ვიპოვე

1149

პაპარაცის დღევანდელ სტატიაში – ახალგაზრდა ქალი საკუთარ ისტორიას გვიამბობს.

სასწრაფოდ დამჭირდა ჩემი ქმრის პასპორტის ასლი. მას ეძინა და ამიტომ გადავწყვიტე, რომ მისი პასპორტი თავად მეპოვა. ჩემი ქმრის ჯიბეში სხვა სახლის გასაღები ვიპოვე. საკიდზე ეტყობოდა, რომ ეს გასაღებები ქალს ეკუთნოდა. გაოგნებული ვიყავი. გასაღებებს ფოტო გადავუღე და სამსახურში წავედი. მაგიდაზე წერილი დავტოვე: “სალაპარაკო გვაქვს, მნიშვნელოვან თემაზე!”

ჩემს ქმარს სამსახურის შემდეგ სამ საათამდე სძინავს, ამიტომ ზუსტად ვიცოდი, რომ სამი საათის შემდეგ დამირეკავდა. ასეც მოხდა.

– ძვირფასო, შენი წერილი რას ნიშნავს? რამე მოხდა?

– მოხდა! საღამოს გაიგებ!

კიდევ რაღაცის თქმა მინდოდა, მაგრამ მან ტელეფონი გათიშა.

ჩემმა კოლეგებმა მაშინვე გამოთქვეს მოსაზრება, რომ ჩემს ქმარს საყვარელი ჰყავს და ეს იმ ბინის გასაღებებია, სადაც მას ხვდება. ამას ვერ ვიჯერებდი.

მე და ვალერი უკვე 9 წელია დაქორწინებულები ვართ. ჩვენ შესანიშნავი ბიჭი გვეზრდება. ბინა იპოთეკით შევიძინეთ. ჩემი ქმარი თავის ტელეფონს არასოდეს არ მალავს, ჩვენ ერთი ნოუთბუქი გვაქვს. მე მისი ყველა პაროლი ვიცი. ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ჩემი ქმარი მიღალატებდა.

არც კი ვიცოდი, რა მეფიქრა. ჩემი კოლეგები წარმოუდგენელ რჩევებს მაძლევდნენ: ერთ-ერთმა მირჩია, რომ გასაღებების ასლი გამეკეთებინა და ჩემს ქმარს მოულოდნელად დავდგომოდი თავზე, სხვამ მირჩია, რომ მითვის თვალთვალი დამეწყო.

მოკლედ, სამუშაო დღის ბოლოსთვის ძალიან გაბრაზებული ვიყავი. სამსახურიდან ერთი საათით ადრე დავეთხოვე და საბავშვო ბაღში წავედი ჩვენი შვილის გამოსაყვანად. ლუკა ჩემს მშობლებთან წავიყვანე. არ მინდოდა, რომ ჩვენი ჩხუბის მოწმე გამხდარიყო. სახლისკენ მიმავალ გაზაზე წარმოვიდგენდი, როგორ დავშორდებოდით მე და ჩემი ქმარი ერთმანეთს, როგორ გავიყოფდით ბინას და მანქანას და როგორ მოვაგვარებდით ალიმენტის საკითხს. ბინის დათმობას მე არ ვაპირებდი.

სახლში გაცოფებული ვეფხვივით შევვარდი. ამ დროს ჩემი ქმარი სამზარეულოში მშვიდად რეცხავდა ჭურჭელს.

ისეთი თვალებით შევხედე, რომ მას ძალიან გაუკვირდა და მკითხა:

– მოხვედი? ლუკა სად არის? საბავშვო ბაღიდან არ გამოიყვანე? რაზე უნდა დამლაპარაკებოდი?

– ტელეფონი რატომ გათიშე?

– მე არ გამითიშავს, ყავაში ჩამივარდა. ახლა ახალი ტელეფონი მაქვს საყიდელი. გამაგებინე, რა მოხდა?

– აი, ნახე! – ვუთხარი მე და გასაღებების ფოტო ვაჩვენე.

– მერე რა? ეს დედაჩემის სახლის გასაღებებია. ბოლო დროს თავს ცუდად გრძნობს და ყოველი შემთხვევისთვის თავისი სახლის გასაღებები მომცა. რა არის ამაში ცუდი? შენ რა იფიქრე?

– მე ვიფიქრე, რომ ეს იმ ბინის გასაღებებია, სადაც საყვარელს ხვდები. შენგან ამას არ მოველოდი! როგორ მიღალატე?

– არ მიღალატია! რეებს იგონებ!

– კარგი! მაშინ ახლა დედაშენს დავურეკავ და ყველაფერს გავიგებ.

ჩემს დედამთილს დავურეკე და ვკითხე, მართლა მან მისცა თუ არა გასაღებები თავის შვილს. დედამთილმა მიპასუხა, რომ მას არავითარი გასაღები არ მიუცია.

ჩემმა ქმარმა არაფრის ახსნა და თავის მართლება აღარ დამიწყო, მან უბრალოდ მითხრა, რომ გავყოლოდი. ჩვენ დედამისთან წავედით. მან გასაღებები მომცა და მითხრა, რომ კარგი გამეღო. გასაღები სწორედ ჩემი დედამთილის ბინის აღმოჩნდა.

ჩემს დედამთილს უბრალოდ დავიწყებოდა იმის შესახებ, რომ თავის შვილს გასაღები მისცა. ჩვენ სახლში დავბრუნდით. მთელი გზა ბოდიშს ვუხდიდი ჩემს ქმარს იმის გამო, რომ არ დავუჯერე. ძალიან მრცხვენოდა.

ამავდროულად, ძალიან მიხაროდა, რომ ჩემი ეჭვები არ გამართლდა. ჩემს ქმარს ვუყვარვარ და არავითარი საყვარელი არ ჰყავს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს