ისტორიები ცხოველებზე, რომლებიც ცხადყოფს, თუ რამდენად ჭკვიანები არიან ისინი

0
175

ალბათ ძალიან ცოტა ადამიანი შეეკამათება იმ ფაქტს, რომ შინაური ცხოველები ადამიანებს დიდ სიხარულს ანიჭებენ. ისინი ადამიანებს ხშირად ამხიარულებენ და თავიანთი ქცევითა და გონიერებით აოცებენ. დღეს სწორედ ასეთი საინტერესო ისტორიები მოგიმზადეთ. წაიკითხეთ, გაოცდით და იცინეთ!

არის ერთი ოჯახი, რომელიც ჩემი ალაბაისთვის ლოცულობს. ისინი თვეში ერთხელ სტუმრად მოდიან და მისთვის უამრავი გემრიელი საჭმელი მოაქვთ. ფიქრობთ, რომ ისინი ჩვენი ნათესავები არიან? არაფერიც. უბრალოდ ერთხელ ჩემმა ალაბაიმ პატარა ბავშვი გადაარჩინა. მან რაღაცნაირად იგრძნო, რომ პატარას საფრთხე ემუქრებოდა, ქურთუკით გამოსწია და ციგიდან გადმოაგდო. დაახლოებით ერთი წუთის შემდეგ ციგას მანქანა დაეჯახა, რომელიც მოსახვევში მოცურდა. ბავშვი ციგაზე რომ მჯდარიყო, დაიღუპებოდა. ეს დღე არასოდეს დამავიწყდება. ბიჭის მამა მას საკოცნელად და მოსაფერებლად მივარდა. ძაღლი მას გაოცებული თვალებით უყურებდა. ახლა ჩვენ ამ ოჯახთან ვმეგობრობთ. თომას, რომელიც ჩვენმა ძაღლმა გადაარჩინა, ჩვენი გრაფი ძალიან უყვარს.

ჩვენს სახლში ძალიან ჭკვიანი კატა ცხოვრობს. ერთხელ ნახა, რომ ახალწელს ერთმანეთს საჩუქრებს ვჩუქნიდით და სადღაც გაიქცა. თხუთმეტი წუთის შემდეგ დაბრუნდა და კბილებით თაგვი ეჭირა. თაგვი მას არ უჭამია, ჩვენს საჩუქრებთან დააგდო. აი, ასეთ ჭკვიანი კატა გვყავს!

ეს ისტორია მაშინ გადამხდა, როდესაც სამი წლის ვიყავი. მე თვითონ არ მახსოვს, მაგრამ დედაჩემისგან მსმენია. ჩვენ გერმანული ნაგაზი გვყავდა – გერდა. მე, დედა და გერდა მაღაზიაში ხშირად ერთად მივდიოდით. დედა გერდას ბრძანებას აძლევდა, რომ ჩემთვის თვალყური ედევნებინა, თავად კი მაღაზიაში შედიოდა. ერთხელ დედა მაღაზიიდან დაბრუნდა და ნახა, რომ მოშარდული მქონდა.

– ბუჩქებში რატომ არ წახვედი?

– გერდამ არ გამიშვა. ჩემი ტანსაცმელი ეჭირა და არ მიშვებდა! – ვუპასუხე მე.

ერთხელ კატამ დაამთქნარა და მას პირში თითი ჩავუდე. მან ეს დაიმახსოვრა და როდესაც მე დავამთქნარე, მან ჩამიდო თათი პირში.

ჩემი პიტბული 6 წლისაა. ის ძალიან კეთილი და მშვიდობისმოყვარეა. ერთი წლის წინ ჩვენი ქალაქის ხელმძღვანელობამ მოითხოვა, რომ ძაღლები გარეთ მხოლოდ ალიკაპით გაგვეყვანა. პრინციპში, მე საწინააღმდეგო არაფერი მქონდა, მაგრამ ჩემს ტუტსის ალიკაპი ეზიზღებოდა. ალიკაპით გასეირნების შემდეგ ის არ ჭამდა და ნაწყენი თვალებით მიყურებდა. ჩემმა ძმამ მას ნაზი ვარდისფერი, ყვავილებიანი ალიკაპი აჩუქა. ახლა ის სიამოვნებით მომყვება სასეირნოდ და ჭამს კიდეც. ქალი – ყოველთვის ქალია! მას სურს, რომ ლამაზი იყოს!

ცოტა ხნის წინ სამსახურიდან მეტროთი ვბრუნდებოდი. ერთ-ერთ სადგურზე მამაკაცს კატა გაექცა. მან ხმამაღლა იყვირა: “ხალხო, ჩემი კატის დაჭერაში დამეხმარეთ!” სამარისებრი სიჩუმე ჩამოწვა. კატამ კი, როგორ კი პატრონის ხმა გაიგო, თავად მიირბინა მასთან.

ერთხელ მამაჩემი თავის მეგობრებთან ერთად სათევზაოდ წავიდა. მათ მხოლოდ ერთი დიდი კარავი ჰქონდათ. მამამ ჩვენი გერმანული ნაგაზიც თან წაიყვანა. საღამოს მამაჩემი ყველაზე ადრე დაწვა დასაძინებლად. შუაღამისას გამოეღვიძა და ძალიან შეეშინდა: კარავში მარტო იყო. გარეთ გამოვიდა და ნახა, რომ მის მეგობრებს კოცონთან ეძინათ. თურმე ისინი ჩვენს ძაღლს არ შეეშვა კარავში, რათა მისი პატრონისთვის ძილი არ დაეფრთხოთ.

ჩემი კატის “ექსპერიმენტები” ჩვეულებრივ ძველი პარკით გამაქვს ხოლმე. როდესაც ამის გაკეთება მავიწყდება, ის ძველ პარკს პოულობს და ჩემთან მოაქვს. ამ გზით მახსენებს, რომ მისი კუთხე დასასუფთავებელია.

ექვსი თვეა ჩემს შეყვარებულთან ერთად ვცხოვრობ. სამი თვის წინ მან ქუჩაში პატარა კნუტი იპოვა და სახლში მოიყვანა. კნუტი ძალიან ჭკვიანი და კეთილი გამოდგა. ცოტა ხნის შემდეგ მე და ირაკლიმ ვიჩხუბეთ და მე საცხოვრებლად ჩემს მშობლებთან გადავედი. ირაკლიმ შეტყობინება მომწერა: “ძალიან გთხოვ, დაბრუნდი. ჩვენ ძალიან გვენატრები! ფისო შენს ბალიშს არ შორდება, მუდმივად გეძებს და საცოდავად კნავის!” მე დავბრუნდი. რომ იცოდეთ, კნუტს როგორ გაუხარდა! ახლა სულ მე დამდევს და თვალებში მიყურებს. ის ძალიან საყვარელი და სასაცილოა!

ერთხელ სახლში მაღვიძარა გაგვიფუჭდა. დედამ საღამოს ჩვენს კატას უთხრა:

– ფისო, შენ ხვალ დილით 6 საათზე უნდა გამაღვიძო, თორემ სამსახურში დამაგვიანდება და დიდი უსიამოვნებები მექნება.

კატამ დედაჩემი შვიდის ათ წუთზე გააღვიძა. როგორ? მან კნავილი დაიწყო და დედას ლოყას ულოკავდა.

ჩემმა ძაღლმა სიცოცხლე გადამირჩინა. ღამით შეტევა მქონდა – შაქრიანი დიაბეტი მაქვს. მან წამალი მომიტანა და მე მოვახერხე მისი დროულად მიღება.

ეს ამბავი ჩემს დას გადახდა. მათი კატა, მარკიზი, რატომღაც ძალიან ცუდად განეწყო ჩემი სიძის მიმართ. ის მას საერთოდ არ ეკარებოდა, შემდეგ კი სიტუაცია უფრო მეტად დაიძაბა. მარკიზი ჩემი სიძის ფეხსაცმელებში თავის ფეკალიებს ტოვებდა. შემდეგ კი საწოლში დაიწყო ფეკალიების დატოვება, სწორედ იმ მხარეს, სადაც ლევანს ეძინა. საერთოდ ვერ ვხვდებოდით, რა ხდებოდა. რა დაემართა მარკიზს? შემდეგ კი ყველაფერი გაირკვა: ლევანს საყვარელი ჰყავდა. მარკიზმა ეს ყველაზე ადრე იგრძნო. ის ამ გზით მას ღალატის გამო სამაგიეროს უხდიდა. ცოტა ხანში ლევანი ჩემს დას დაშორდა.

პატარა რომ ვიყავი ძაღლი გვყავდა – როკი. მაშინ რთული დრო იყო. როკის სახლში ყოველთვის მოჰქონდა რაიმე საჭმელი: ხან პური, ხან თევზი. ერთხელ ახალი ჩუსტი მოიტანა. მამაჩემმა რომ დაინახა, უთხრა:

– შესანიშნავია! მეორე სად არის? მეორეც ხომ საჭიროა!

ორი დღის შემდეგ როკიმ მეორე ჩუსტი მოიტანა. ყველა ვიცინოდით!