პაპარაცის დღევანდელ სტატიაში – მამაკაცი საკუთარი ოჯახის ისტორიას გვიამბობს.მე და ჩემი ცოლი უდიდესი პრობლემის წინაშე ვართ. უბრალოდ არ ვიცით, როგორ მოვიქცეთ.ჩვენ ორი შვილი გვყავს: ბიჭი და გოგო. გოგო გათხოვილია და ქმართან ერთად სხვა ქალაქში ცხოვრობს. ის თავის ქმარ-შვილთან ერთად მხოლოდ დღესასწაულებზე ჩამოდის.
ბიჭთან დაკავშირებით კი პრობლემები გვაქვს.მე და ჩემი ცოლი ძალიან ჩვეულებრივი ადამიანები ვართ. ძალიან კარგად ვცხოვრობდით და შვილებს სიყვარულით ვზრდიდით. ჩვენ არასოდეს ვჩხუბობდით და ყოველთვის ვცდილობდით შეთანხმებას.
როდესაც ჩვენმა ვაჟმა დაქორწინება გადაწყვიტა, ჩვენ წინააღმდეგობა არ გაგვიწევია. მან ცოლი საკუთარი გემოვნებით აირჩია. თითქოს ყველაფერი კარგად იყო და მე და ჩემს ცოლს უნდა გაგვხარებოდა, მაგრამ იყო ერთი მაგრამ… გოგონა “არისტოკრატიული ოჯახიდან” იყო. ლელა ნორმალურად იქცეოდა, მაგრამ დედამისი ცალკე ისტორია იყო. ჩვენ მათი ოჯახისთვის ძალიან “უბრალოები” ვიყავით.
მძახალს ძალიან იშვიათად ვხვდებოდით, მხოლოდ დღესასწაულებზე. რამდენჯერმე აგარაკზე ჩამოსულა. ის ჰამაკში წვებოდა და წიგნებს კითხულობდა. დახმარება ერთხელაც კი არ შემოუთავაზებია.მერე შვილიშვილები გაჩნდნენ. თითქოს, ერთმანეთს უნდა დავახლოვებოდით, მაგრამ ასე არ მოხდა. ჩემი შვილიშვილები მძახალს უფრო ხშირად სტუმრობდნენ და ის მათ ჩვენს წინააღმდეგ განაწყობდა. ამბობდა, რომ ჩვენ ძალიან უბრალო ადამიანები ვიყავით. დიახ, მე და ჩემი მეუღლე უბრალო ქარხნის მუშები ვართ. თეატრში არ დავდივართ და ჭკვიანურ წიგნებს არ ვკითხულობთ.
მაგრამ მე და ჩემმა ცოლმა ჩვენი შვილების ნორმალურად აღზრდა შევძელით და ჩვენი შვილები და შვილიშვილები ძალიან გვიყვარს.ჩვენი შვილები რომ გაიზარდნენ, მე და ჩემი ცოლი უზარმაზარ სამოთახიან ბინაში მარტო დავრჩით. დასაწყისში ამას დიდხანს ვერ ვეგუებოდით. სახლი ძალიან დიდად და არაკომფორტულად გვეჩვენებოდა.
ორი კვირის წინ ჩვენი შვილი ჩამოვიდა გვითხრა, რომ თავის ოჯახთან ერთად ჩვენთან უნდა საცხოვრებლად გადმოსვლა. უბრალოდ მათ ფული აღარ ჰყოფნით ბინის ქირის გადასახდელად. ბავშვები იზრდებიან და უამრავი რამ სჭირდებათ. ისინი ფასიან წრეებზე დადიან: ბიჭი – კარატეზე და ფრენბურთზე, გოგო – ხატვაზე და ცეკვაზე. ეს წრეები ძალიან ძვირი ღირს.ჩემს ცოლს ძალიან გაუხარდა, როდესაც გაიგო, რომ ბავშვები ჩვენთან ერთად იცხოვრებდნენ.
ცოტა ხანში გაირკვა, რომ მხოლოდ ეს არ იყო. ჩვენმა შვილმა გვთხოვა, რომ ჩვენთან ცხოვრების უფლება მისი სიდედრისთვისაც მიგვეცა. მათ მისი ბინის გაქირავება უნდოდათ. ამით ისინი საკუთარი მატერიალური მდგომარების გაუმჯობესებას ცდილობდნენ.
მე და ჩემს ცოლს ეს საერთოდ არ მოგვეწონა. ერთია, როდესაც მძახალს მხოლოდ დღესასწაულებზე ხედავ რამდენიმე საათით და სულ სხვაა, მასან ერთად ერთ ბინაში ცხოვრება.ჩემს ცოლს წნევამ აუწია, როდესაც წარმოიდგინა, რომ მძახალი ყოველდღე უნდა ენახა. მას პატარა ჯიშიანი ძაღლი ჰყავს, ჩვენი კი – კატა. ისინი ერთ სახლში ნამდვილად ვერ იცხოვრებენ.
ჩემმა ბიჭმა გვითხრა, რომ ჩვენ ისედაც მთელი გაზაფხული, ზაფხული და შემოდგომა აგარაკზე ვცხოვრობთ, ასე რომ, სიდედრი ჩვენ ხელს არ შეგვიშლის. ის შვილიშვილებს მოუვლის და წრეებზე ატარებს.
ჩემმა ცოლმა კატეგორიული უარი განაცხადა. მან მაშინვე თქვა, რომ ერთ სახლში სამი დიასახლისი – მეტისმეტია. თითოეულ ქალს საკუთარი ჩვევები და წესები აქვს. აუცილებლად გაჩნდება პრობლემები და კონფლიქტები. ჩვენ ასე ცხოვრება არ გვინდა.
მე და ჩემმა ცოლმა გადავწყვიტეთ: შვილებს და შვილიშვილებს ჩვენ მივიღებთ, მძახალმა კი თავის სახლში იცხოვროს. ჩვენ სიმშვიდე გვინდა. რძალი კარგი გვყავს, ქმარს და შვილებს კარგად უვლის. ცოლი თანახმაა, რომ მასთან ერთად იცხოვროს, “არისტოკრატ” მძახალთან ერთად კი – არა! მე ჩემს ცოლს ყველაფერში ვეთანხმები.