პაპარაცის დღევანდელ სტატიაში – საკუთარი ოჯახის ისტორიას ირინა გვიამბობს.მე ირინა მქვია. 40 წლის ვარ. მთელი ჩემი ცხოვრება ქალაქში გავატარე. სოფელში მხოლოდ არდადეგებზე ჩავდიოდი ბებიასთან.ჩემს ქმარს მამა მაშინ გარდაეცვალა, როდესაც ის 9 წლის იყო. ჩემი ქმარი ჩემმა დედამთილმა მარტომ გაზარდა. ჩემი დედამთილი მაშინ გარდაიცვალა, როდესაც ჩვენი შვილი 2 წლის იყო.
ჩემი დედამთილის ბინა მემკვიდრეობით ჩემმა ქმარმა მიიღო. ჩვენ ამ ბინაში ვცხოვრობთ. ცოტა ხანში მეორე ბიჭი შეგვეძინა.ჩემს ქმარს სოფელში ბიძა ჰყავდა. მას მეუღლე ჰყავდა, მაგრამ შვილები – არა. გიორგი მათთან ძალიან ბევრ დროს ატარებდა, ბიძას და ბიცოლას ის საკუთარი შვილივით უყვარდათ. ბიძამისი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, როდესაც ეს სახლი გიორგის უანდერძა. მათ სხვა ნათესავი არ ჰყავდათ.
გიორგის ბიძა და მისი ცოლი ზოგჯერ ჩვენთან სტუმრად ჩამოდიოდნენ, მაგრამ დიდხანს არასოდეს დარჩენილან. ამბობდნენ, რომ ქალაქში დიდხანს ვერ ძლებდნენ. ჰაერი არ ვარგა, უამრავი ტრანსპორტი და ხალხია. მათთან კი ძალიან კარგია: სუფთა ჰაერი, ტყე, ბოსტანი, მოსავალი კარგია. მდინარეც არის და მდინარეში თევზიც.
ჩვენთვის ძალიან უჩვეულო იყო ამ ყველაფრის მოსმენა.ისინი ჩვენთან ყოველთვის საჩუქრებითა და მოსაკითხით ჩამოდიოდნენ. ჩვენ შვილებს ისინი ძალიან უყვარდათ და ყოველთვის უხაროდათ მათი ნახვა.რაღაც პერიოდის შემდეგ მარინა დეიდა ცუდად გახდა და გამოჯანმრთელება ვეღარ შეძლო, ის გარდაიცვალა. მისი დასაფლავების შემდეგ, ვასო ძიამ მხოლო 6 თვე იცოცხლა და გარდაიცვალა.
მე და ჩემმა ქმარმა გადავწყვიტეთ, რომ სოფლის სახლი გაგვეყიდა. სახლი არც ისე შორს მდებარეობს, მანქანით სამი საათის გზაა.ჩემმა ქმარმა შვებულება აიღო და სოფელში წავიდა, რათა გაყიდვის წინ სახლი მოეწესრიგებინა.გავიდა ორი კვირა, ჩემი ქმარი კი სახლში არ ბრუნდებოდა. ერთხელ მან დამირეკა და მითხრა, რომ სახლი გასაყიდად არ ემეტებოდა. ძალიან კარგი მეზობლები არიან, ჰაერი შესანიშნავია, მდინარეში ძალიან ბევრი თევზია. სახლის გაყიდვასთან დაკავშირებით ვკითხე, მან კი მიპასუხა, რმ მყიდველი ჯერ-ჯერობით არავინ იყო.
ძალიან გამიკვირდა, რადგან სახლი კარგია და ფასიც რეალური დავაწესეთ. მაშინვე მივხვდი, რომ რაღაც ისე ვერ იყო.ერთ დღეს გიორგი სახლში დაბრუნდა და განსაცვიფრებელი ამბავი შემატყობინა: სოფლის სახლს არ გავყიდი! ჩვენ საცხოვრებლად იქ უნდა გადავიდეთ!ეს რომ მოვისმინე, გაოგნებული დავრჩი.
ჩემს ქმარს არაფრის გაგონება არ სურდა. ის საათობით ყვებოდა იმის შესახებ, თუ რა შესანიშნავია ის სახლი. იქ გათბობაც არის, წყალიც არის და აბაზანაც. სახლი დიდია, ხუთოთახიანი. ადგილი ყველასათვის საკმარისია. გიორგიმ თქვა, რომ მას ძალიან მობეზრდა პატარა ბინაში ცხოვრება, მას სივრცე და თავისუფლება უნდა.
- იქ ძალიან კარგია! ვერ წარმოიდგენ, როგორი კარგი! მართალია, სოფელში სკოლა არ არის, მაგრამ არაუშავს. ავტობუსი დადის, რომელსაც ბავშვები ქალაქის სკოლაში დაჰყავს. ეზოში ძალიან კარგი ავტოფარეხია. ვასო ძიამ სახლი კი არა, ზღაპრული სასახლე ააშენა.
მერე ჩემმა ქმარმა აღიარა, რომ ბინის მყიდველი ძალიან ბევრი იყო, მაგრამ მან ყველა უარით გასტუმრა.მოკლედ, გიორგიმ სახლის გაყიდვა გადაიფიქრა. მან გადაწყვიტა, რომ იმ სახლში თავად იცხოვროს და ჩვენც იქ გადაგვიყვანოს.სოფელში გადასვლა არც ჩვენს შვილებს უხარიათ. აქ ისინი სპორტზე დადიან, მეგობრები ჰყავთ, აქ მათი სკოლაა.
- ეს ყველაფერი მათ იქაც ექნებათ! ყველგან ერთნაირად ასწავლიან! ბინას გავაქირავებთ, ფულს კი ბავშვების სწავლისთვის გადავდებთ! სამსახურს შენც იშოვი. მე კი ფერმერი ვიქნები! – გამომიცხადა ჩემმა ქმარმა.მე და ჩემმა შვილებმა სოფელში გადასვლაზე უარი განვაცხადეთ. ჩემმა ქმარმა კი თქვა:
- არ გინდათ და არც არის საჭირო! აქ დარჩით. მე განქორწინებას ვითხოვ!
უბრალოდ არ ვიცი, როგორ მოვიქცე. ქმართან განქორწინება არ მინდა, მაგრამ სოფელში ცხოვრებაც არ მინდა.