პაპარაცის დღევანდელ სტატიაში – ლელას ისტორიას გიამბობთ.ლელა საკუთარი საქმის პროფესიონალი იყო. ის სტომატოლოგი იყო და თავისი საქმე ფრიადზე იცოდა. ლელას სილამაზეზე ლეგენდები იქმნებოდა. გამვლელები მასზე მზერას აჩერებდნენ და თვალს ვერ აშორებდნენ. პაციენტები აღფრთოვანებულები იყვნენ და ოცნებობდნენ, რომ კბილები პერიოდულად ასტკივდებოდათ. რიგში მჯდომი ქალებიც კი აღფრთოვანებულნი იყვნენ ლელას სილამაზით. ის ძალიან კარგი ადამიანი იყო. გულწრფელი, ყოველთვის მზად იყო ახალი ნაცნობობისთვის, გულიანი. მოკლედ, ქალი კი არა, ოცნება.
ლელა გათხოვილი იყო. მისი მეუღლე ასევე საოცარი ადამიანი იყო. ყოველ შემთხვევაში, ყველას ასე ეგონა. მხოლოდ ლელამ იცოდა, რომ ილიას სულაც არ ჰქონდა კარგი ხასიათი. უფრო სწორედ, ის შეესაბამებოდა მის საშუალო სიმაღლეს, ცუდ განწყობას და აბსოლუტურ ნულს ინტიმურ ცხოვრებაში.დილაობით ლელა გამოეწყობოდა ხოლმე და აზრს თავის ილიას ეკითხებოდა:
- დღეს როგორ მოგწონვარ?
- სამიანზე მეტი არ გეკუთვნის, – უხალისოდ პასუხობდა ილია და საჭმლის დამატებას სთხოვდა.
- იცი ძვირფასო, გუშინ ძალიან რთული პაციენტი მყავდა…
- კარგი რაა… შეწყვიტე ლაქლაქი. არ მაინტერესებს შენი ამბები. ჯობია ბავშვები ნორმალურად გაამზადო სასკოლოდ და წესიერი საუზმე მოამზადო.
- ილია, მოდი საღამოს ნანასთან წავიდეთ სტუმრად. ის დიდი ხანია გვეპატიჟება.
- მომწყინდა ეს სტუმრად სიარული. იქ რა მინდა? შენ ისევ ისეთი გულუბრყვილო ხარ.
ილია ადამიანებში ყოველთვის ცუდს ხედავდა. მისთვის ადამიანები ორ კატეგორიად იყოფოდნენ: ნაწილი მოტყუებას ცდილობს, ნაწილს კი რაიმე სარგებელი სურს. ასე ცხოვრობდა ილია საკუთარ სამყაროში. ადამიანები ცუდები არიან, ლელა – შეუხედავია, ბავშვები – ცელქები. მისი ცოლი მადლიერი უნდა იყოს, რომ მან მასზე იქორწინა, თორემ მის გარეშე რა ეშველებოდა.
მორიგი ლექციის მოსმენის შემდეგ ლელა აივანზე გავიდა არომატული ყავის დასალევად. ის საერთოდ ვერ ხვდებოდა იმას, რომ ილიას ბევრად ჯობდა კარიერულადაც, ხელფასითაც და განათლებითაც.სიყვარულმა ასე იცის.ილია კი ყოველთვის უკმაყოფილო იყო ლელათიც, მისი სამსახურითაც და შვილებითაც.ცხოვრება კი სიურპრიზებს მაშინ გვიმზადებს, როდესაც ამას საერთოდ არ ველით. ასე მოხდა ლელას შემთხვევაშიც. ერთხელ მათთან სამსახურში უცხოელი კოლეგები ჩამოვიდნენ გამოცდილების გასაზიარებლად. ერთ მოხუც პროფესორს ძალიან მოეწონა ლელას ნამუშევარი. მან ლელა მილანში მიიწვია სამუშაოდ. ასე ვთქვათ, კვალიფიკაციის ასამაღლებლად.
- – არასოდეს! – გაბრაზდა ილია. – ბავშვებს ვის დაუტოვებ? უბრალოდ, კარგი გარეგნობა გაქვს და ამიტომ გეძახიან.
- – მე მაქვს კარგი გარეგნობა? მთელი წლებია იმას მეუბნები, რომ არც ისე კარგად გამოვიყურები.
- – ეს ყველაფერი აღმზრდელობითი მიზნით იყო. მეორეც, არც თუ ისე კარგი ექიმი ხარ. უბრალოდ მათ შეეცოდე და ამიტომ შეგაქეს.
ლელას მოთმინება აღარ ეყო. მან ნივთები ჩაალაგა და ბავშვებთან ერთად დედამისთან წავიდა. ამის შემდეგ ის მილანში გაემგზავრა. და დიახ, მოხდა ის, რასაც ყველა მოელოდა. მას იქ ერთი ექიმი შეუყვარდა. ლელას თვალები აეხილა. თურმე შეიძლება, რომ იყო საყვარელი, სასურველი და ყოველთვის შესანიშნავად გამოიყურებოდე.
ნუთუ ასეც შეიძლებოდა ცხოვრება? ლელა გაოგნებული იყო.ის და ილია ერთმანეთს დაშორდნენ. მან მალევე მოიყვანა ცოლი, რომელსაც სამიანზე მეტს არასოდეს უწერდა, მაგრამ ლელას ეს საერთოდ აღარ აღელვებდა.ის ძალიან ბედნიერი იყო და ყოველთვის კარგად გამოიყურებოდა.გოგოებო, თუ ვინმეს მსგავსი ისტორია გაქვთ, მიატოვეთ ასეთი ილიები და ისეთი ცხოვრებით იცხოვრეთ, სადაც ყველაფერი ფრიადზე იქნება.