პაპარაცის დღევანდელ სტატიაში – ნანა საკუთარი დის ისტორიას გვიამბობს.მე და ჩემს დას შორის ძალიან დიდი ასაკობრივი სხვაობაა. მთელი 15 წელი. ანა დედამ მაშინ გააჩინა, როდესაც 32 წლის იყო, მე კი მან 47 წლის ასაკში გამაჩინა. ანა სახლიდან მაშინ წავიდა, როდესაც მე მხოლოდ სამი წლის ვიყავი.
შესაძლოა, სწორედ ეს იყო იმის მიზეზი, რომ ჩვენ ისეთი თბილი ურთიერთობა არ გვქონდა, როგორც სხვა დებს. მე და ანა არ ვმეგობრობდით, ჩვენ ერთმანეთი არ გვიყვარდა. თითოეული ჩვენგანი საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობდა. ერთმანეთს ძალიან იშვიათად ვხვდებოდით და ტელეფონითაც თვეში მხოლოდ ერთხელ ვსაუბრობდით. ეს სიტუაცია ორივეს გვაწყობდა.
მე 27 წლის ვიყავი, ანა კი – 42-ის, როდესაც ერთმანეთის მიყოლებით, ექვსი თვის სხვაობით, ჩვენი მშობლები გარდაიცვალნენ. ამან ცოტათი დაგვაახლოვა. ჩვენ უფრო ხშირად ვურეკავდით ერთმანეთს. ჩემმა დამ უარი თქვა ჩვენი მშობლების სახლიდან საკუთარი წილის მიღებაზე. ჩემი დის მხრიდან ასეთი გულუხვობით ძალიან გაოცებული ვიყავი.
მე სამი შვილი მყავს. ანას მათთვის ზოგჯერ კანფეტები და ხილი მოაქვს. რამდეჯერმე სათამაშოებიც აჩუქა. ხანდახან ჩემთვისაც მოაქვს რაღაც თავისი ნივთები. ზოგჯერ მგონია, რომ ჩემი და ნამდვილი ძუნწია. აშკარაა, რომ მას ფულის პრობლემა არ აქვს.ჩემს დას საკუთარი ბიზნესი აქვს. მას ძვირადღირებული მანქანა ჰყავს, ძალიან ძვირფასი ტანსაცმელი და სამკაულები აქვს. ის ხშირად დადის საზღვარგარეთ დასასვენებლად. მისმა შვილებმა პრესტიჟული უნივერსიტეტები დაამთავრეს. მე კი მხოლოდ ნაცვამ ტანსაცმელს მაძლევს და ჩემი შვილებისთვის მხოლოდ ხილს ყიდულობს.
რატომ არის ანა ასეთი ძუნწი? ის ხომ ხედავს, როგორ მიჭირს? მე სამი პატარა შვილი მყავს. ჩემი ქმარი ორ სამსახურში მუშაობს, მაგრამ ფული მაინც არ გვყოფნის.მე ვიცოდი, რომ ჩემს დას ფული ჰქონდა, მაგრამ ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ის ასეთი მდიდარი იყო. ერთ დღეს, ჩემი ქმარი ისვენებდა და ბავშვები პარკში წაიყვანა. მე გადავწყვიტე, რომ ანასთან სტუმრად წავსულიყავი. ის რატომღაც თავისთან არასოდეს მეპატიჟებოდა.
მისი სახლი რომ დავინახე, გავოგნდი. ეს მეფის სასახლე იყო. სახლში ყველაფერი ძალიან ძვირადღირებული იყო: ფარდებიც და ავეჯიც.ჩემს დას ჩემი ნახვა მაინცდამაინც არ გაუხარდა, მაგრამ მაინც შემიპატიჟა სამზარეულოში. ჩაი და ტკბილეული შემომთავაზა. სამზარეულოში მისი ბრიტანული ჯიშის კატა შემოვიდა. მან მისი კვება დაიწყო. იცით რით? ხბოს ხორცით! მისი დისშვილები ამას დღესასწაულებზეც კი არ ჭამენ, ის კი კატას აჭმევს!
შევნიშნე, რომ მაცივარში კატისთვის განკუთვნილი უამრავი კონსერვი და დელიკატესი იყო. კატისთვის! წარმომიდგენია, რა ღირს!უკეთესი იქნებოდა, თუ საჭმელს თავის დისშვილებს უყიდიდა! მოვალეობის მოხდის მიზნით, მხოლოდ ვაშლი და ბანანი მოაქვს. მე კი თავის ძველ კაბებს და ფეხსაცმელებს მჩუქნის! ძუნწი!
მისგან რომ მოვდიოდი, მან ბავშვებთან მოსაკითხი გამომატანა. იცით, რა გამომატანა? ვაშლი და კანფეტები! არც ძეხვი და არც ყველი! თუმცა მისი მაცივარი ამ ყველაფრით გამოტენილი იყო.
სახლში მივდიოდი და ვფიქრობდი: “რა უსინდისოა ჩემი და! თავისი გასუქებული კატის დელიკატესებით კვების ნაცვლად, ჯობდა რომ მე დამხმარებოდა და ჩემს შვილებს! ის მას კოცნის კიდეც! ჩემს შვილებს ასე არ ეფერება! ამ კატას კი ლამის კოვზიდან აჭმევს! რა სისაძაგლეა!”
ჩემს დასთან სტუმრად აღარ მივდივარ. ჩვენ ისევ დავშორდით ერთმანეთს. მე მასზე გაბრაზებული ვარ: ამდენი ფული აქვს და მე ნორმალურად არ მეხმარება.
ვფიქრობდი, რომ მოვიდოდა და ბოდიშს მომიხდიდა, ნორმალურ საჩუქრებს მომიტანდა, მაგრამ ჩემი და ასე არ მოქცეულა. ალბათ ის ჯერ ვერ მიხვდა, რომ მე მასზე ძალიან ნაწყენი ვარ.
როგორ შეიძლება იყო ასეთი სულელი და ძუნწი? თანაც, უფროსი და ჰქვია! ის უნდა მეხმარებოდეს, ის კი? ჩემი შვილებისთვის კვირაში თითო კილო ბანანსა და ვაშლს ყიდულობს და ეგაა. ასე როგორ შეიძლება?