მხოლოდ რჩეულმა დიასახლისებმა იციან, რატომ უნდა გაყინოთ არაჟანი

0
197

სტუმარმა ჩემს საყინულეში ინსპექცია ჩაატარა და გაოცდა: „რას აკეთებს აქ არაჟანი?“ დიასახლისების ხრიკს გიზიარებთ. „ჩვენს დროში პროდუქტების გადაყრა მკრეხელობაა. თუ შენახვის ვადა სრულდება, მაგრამ გამოყენებას ვერ ასწრებ, გაყინე!“ – ვუთხარი მას. „ნუთუ არაჟნის გაყინვა შეიძლება?“ – მკითხა გაკვირვებულმა. ჩემმა პასუხმა გააოგნა. Paparazzi გიამბობთ, რატომ უნდა გაყინოთ არაჟანი და არა მხოლოდ ის.

არაჟნის გაყინვა შეიძლება – გაყინული არაჟანი მობრაწულისთვის აღმოჩენაა, წვნიანის და ბორშის დანამატად შესანიშნავია. უმჯობესია გამოიყენოთ რეცეპტებში, რომელთაც ერთგვაროვანი ტექსტურა სჭირდებათ: სოუსი, გარნირი, ზოგიერთი ცომეული. არაჟანი მაცივარში დაახლოებით 1–2 თვე შეგიძლიათ შეინახოთ. რამდენიმე ხრიკი უნდა იცოდეთ, რომ პროდუქტი საყინულეში არ გაფუჭდეს. მაღაზიაში ნაყიდი არაჟანი სოფლის არაჟნისგან განსხვავდება. თითოეულის გაყინვის წესები უნდა იცოდეთ. სახლის არაჟანი უფრო ცხიმიანია, ამიტომ გაყინვისას უფრო მეტ სასარგებლო თვისებას ინარჩუნებს. გაყინვამდე შეგიძლიათ ათქვიფოთ, ხოლო მაღაზიის არაჟანი, რომელიც ბევრ წყალს შეიცავს, კარგად უნდა ათქვიფოთ.

არაჟანი მინის ან კერამიკის კონტეინერში შეინახეთ და ისე გაყინეთ. ასე პროდუქტი 25 გრადუს ყინვაშიც არ გაფუჭდება. არაჟანი გასალღობად 1 დღე მაცივარში გააჩერეთ. ოთახის ტემპერატურაზე სწრაფად გაფუჭდება. გალღობილი არაჟანი სათქვეფით აუცილებლად ათქვიფეთ. ზოგჯერ გალღობილი არაჟანი თავის კონსისტენციას კარგავს, შრატად და მსხვილგრანულებიან თეთრ მასად იყოფა. არ იდარდოთ. მარლით შრატი გადაწურეთ და ნაზ კრემყველს მიიღებთ. პურს შეგიძლიათ წაუსვათ ან წასახემსებელი პროფიტროლის და ტარტების შიგთავსად გამოიყენოთ.

გაყინული არაჟანი 3 თვემდე კარგია. საყინულეში კარგად ინახება კარაქი, ყველი და სხვა რძემჟავა პროდუქტი. მაგალითად, ხაჭო გაყინვამდე კარგად უნდა გაწუროთ, რომ შრატი მოაშოროთ. გალღობილი ხაჭოს გემო ახალს ოდნავ ჩამოუვარდება, მაგრამ გირცის, ხაჭოკვერის და მობრაწულის დასამზადებლად გამოგადგებათ. ხმელი ყველი და რძეც შეგიძლიათ გაყინოთ. გაითვალისწინეთ, რომ გაყინული სითხეები ფართოვდება.

დაპრესილი საფუარიც შეგიძლიათ გაყინოთ. ამისთვის ნაჭრებად დაჭერით, პერგამენტში ან ფოლგაში გაახვიეთ. ჩვეულებრივი ქაღალდი არ გამოგადგებათ, რადგან გალღობისას შეიძლება დასველდეს. შეფუთვაზე გაყინვის თარიღი დააწერეთ. საყინულეში საფუარი 6 თვე ინახება. საფუარი მაცივარში უნდა გაალღოთ. დაახლოებით 4 საათი სჭირდება. პურიც შეგიძლიათ გაყინოთ, რომ ობით არ დაიფაროს და არ გახმეს. ძალიან მოსახერხებელი და საკმაოდ პრაქტიკულია.

ახლა იცით, რომ არაჟნის და არა მხოლოდ ამ პროდუქტის გაყინვა შეიძლება. ამ მეთოდით პროდუქტების შეძენაზე ფულს დაზოგავთ და საკვების ნარჩენებს თავიდან აიცილებთ. ლაბორატორიული კვლევების მონაცემები ადასტურებს, რომ ეს ადამიანის ჯანმრთელობისთვის აბსოლუტურად უსაფრთხოა.