მარტოობის ფილოსოფია. 55 წლის ასაკში მარტოობა კურთხევაა და არა წყევლა

1174

ხშირად მარტოხელა მოხუცები უბედურად გამოიყურებიან. ცხოვრობ, რაღაც მიზნისთვის შრომობ, ოჯახს ქმნი და ბოლოს მაინც არაფერი გრჩება. ნუთუ ეს სამართალია? როგორც აღმოჩნდა, ასეთი ცხოვრება ყველასთვის ტვირთი არაა. ბევრი ასაკოვანი მარტოობაში სიამოვნებას იღებს. Paparazzi გიამბობთ, რაზეა ეს დამოკიდებული და რა არის მარტოობის ფილოსოფია.

მარტოხელა მოხუცები – წელს ლეილას 60 წელი შეუსრულდა, მის ერთადერთ ვაჟს – 28 წელი. ბიჭი უკვე დაქორწინდა და შვილიც შეეძინა. თავის ოჯახთან ერთად სხვა ქალაქში ცხოვრობს. დედას იშვიათად ნახულობს. ლეილა ხშირად ფიქრობს, ვინ იქნება მის გვერდით, როცა უფრო მოხუცდება. ქმარი უკვე 5 წელია ცოცხალი აღარაა. თითქოს მარტო ცხოვრება ისწავლა, მაგრამ მშფოთვარე ფიქრები ხშირად არ ასვენებს. კარგად ესმის, რომ ვაჟი ვალდებული არაა, მის გვერდით იყოს. მას აქვს საკუთარი ცხოვრება და ოჯახი, რომელზეც პასუხისმგებელია. აფასებს, რომ შვილი დროდადრო ეხმარება. მეტს არც ითხოვს. მაშინ რატომ გრძნობს ამ სევდას?

ფსიქოლოგები ირწმუნებიან, რომ მოწიფულ ასაკში ადამიანი მარტოობას ნორმალურად აღიქვამს, როცა მენტალურად ჯანმრთელია. მან უკვე სერიოზული ცხოვრებისეული გამოცდილება მიიღო და თავისი ფსიქოემოციური მდგომარეობის სწორად გაანალიზება შეუძლია. სხვა ადამიანების კომპანიის გარეშე თავს მარტოსულად და მოწყენილად არასდროს იგრძნობთ, თუ შინაგანი ხმის და სურვილების მოსმენა შეგიძლიათ. გარდა ამისა, 60-70 წლისთვის ადამიანის სოციალური წრე საბოლოოდ ყალიბდება. ადამიანს ერთი ახლო მეგობარი მაინც ჰყავს. ზოგჯერ მისი ნახვა აუცილებელი არცაა. ერთი სატელეფონო ზარი საკმარისია, რომ სითბო და სიხარული იგრძნოთ.

მარტოობასა და განმარტოებას შორის განსხვავება – მარტოობის მთავარი პრობლემაა ის, რომ ადამიანს საკუთარი კომპანია არ მოსწონს. სხვებთან ურთიერთობით შინაგანი სიცარიელის შევსებას ცდილობს. სიბერე უფრო გამოხატულს ხდის პრობლემებს, რომლებიც შორეულ ახალგაზრდობაში ან შუახნის კრიზისის დროს დაიწყო. აღფრთოვანებული ვარ ბებია–ბაბუებით, რომელთაც ახლის გამოცდა არ აშინებთ. მათი რუტინა ბევრი საინტერესო აქტივობისგან შეიძლება შედგებოდეს. ზოგი თავით მებაღეობაში ერთვება, ზოგს ქსოვა ან ბანალურად წიგნის კითხვა მოსწონს. ნებისმიერი საქმიანობა კარგია, როცა ამისგან სიამოვნებას ვიღებთ.

როცა ადამიანი საკუთარი თავის საყრდენი ხდება, მარტოობას ადვილად უმკლავდება. სხვებში მხარდაჭერას არ ეძებს. ხშირად ჩვენს ნათესავებთან ან მეგობრებთან ურთიერთდამოკიდებულ ურთიერთობაში ვართ. მათი კომპანია, განცდების გაზიარება და ბანალურად მოკითხვა, თუ როგორ ჩაიარა დღემ, სასიცოცხლოდ გვჭირდება. როცა ეს აკვიატებული იდეა ხდება, განმარტოება ხდება ტანჯვა, ვიდრე საკუთარ თავთან დროის ხარისხიანად გატარების მცდელობა.

განმარტოებასა და მარტოობას შორის განსხვავებას ყველა ვერ ხედავს. პირველ შემთხვევაში, ადამიანი მარტო ყოფნას თავად ირჩევს. ეს ყველას გვჭირდება გადასატვირთად და დასაფიქრებლად. მარტოობაში უფრო ბნელი მნიშვნელობა იმალება. ეს შეიძლება იყოს ფსიქოლოგიური დაცვა, გარე სამყაროსთან რაიმე სახის კონტაქტისგან თავის არიდების მცდელობა. ბედნიერია ის, ვინც განმარტოების უნარსა და ახლობლების გვერდით ყოფნას აბალანსებს. ადამიანს, რომელიც საკუთარ თავს მარტოსულს უწოდებს, საკუთარ თავში საყრდენის პოვნა უჭირს. სხვებზე მინდობას მიჩვეულია, ამიტომ ამ საყრდენის გაქრობის შემდეგ მარტოობა ტანჯავს.

როგორ შეუძლიათ მოხუცებს საკუთარი პრობლემების მოგვარება – ლეილა ამ ყველაფრის შესახებ ფსიქოლოგს გაესაუბრა. მან რაიმე ჰობის მოძებნა ურჩია. ლეილამაც ქსოვა დაიწყო. შვილისთვის ლამაზი სვიტერი მოქსოვა, ხოლო რძლისთვის – თბილი შარფი. იცის, რომ ღრმა სიბერეს მარტო შეხვდება, მაგრამ თავს მარტოსულად აღარ გრძნობს. დაე, შვილი მასთან იშვიათად მოვიდეს, ის ტელეფონს ყოველთვის პასუხობს. ახლახანს მეზობელთან თბილი ურთიერთობა ააწყო. ლეილაზე 5 წლით უფროსია და მარტო ცხოვრობს. ლეილას გამომცხვარი ორცხობილებით ან ხვეულებით მასთან ჩაიზე გადასვლა ძალიან უყვარს. რა არის ეს თუ არა ბედნიერი სიბერე?!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს