პაპარაცის დღევანდელ სტატიაში – ქალი საკუთარი მეზობლის ისტორიას გვიამბობს.ჩვენ პირველი შვილები მე და ჩემმა მეზობელმა ფაქტიურად ერთდროულად გავაჩინეთ, ამიტომ სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდით ერთ პალატაში. სამშობიარო განყოფილებაში ორი დღის სხვაობით მოვხვდით.
სამშობიაროში მისვლისთანავე ვიცოდი, რომ ჩემთვის საკეისრო კვეთა უნდა გაეკეთებინათ. ეკა რომ მოიყვანეს, ის დარწმუნებული იყო, რომ ბუნებრივად უნდა ემშობიარა.ეკა ძალიან ძლიერი გოგო იყო და მას ბუნებრივი მშობიარობისთვის არავითარი უკუჩვენება არ ჰქონდა. ეკა საშუალო სიმაღლის იყო, ის სერიოზულად იყო დაკავებული ფიტნესით და ცურვით, ერთ დროს წონების აწევითაც იყო დაკავებული, მაგრამ მალევე მიატოვა, რადგან იდეალური ფიგურის გაფუჭება არ სურდა.
ექიმებმა იცოდნენ, რომ ნაყოფი მსხვილი იყო და ამიტომ სანამ ეკა სამშობიაროდ შევიდოდა, ჰკითხეს:
- ეკა, ნამდვილად გინდა, რომ ბუნებრივად იმშობიარო?
- მინდა, რომ ჩემი შვილი ბუნებრივი გზით დაიბადოს! – ამაყად განაცხადა გოგონამ.
დაიწყეს მშობიარობისთვის მზადება. ნაყოფი ნამდვილად ძალიან დიდი იყო, 4 კილოგრამი და 300 გრამი, ამიტომაც გოგონა ძალიან გაწვალდა. ის დილით შევიდა სამშობიაროდ და მხოლოდ საღამოს გააჩინა, რის შემდეგაც ღრმა ძილით ჩაეძინა.მეორე დილით პალატაში უცნაური მამაკაცი შემივიდა. თეთრი ხალათი ეცვა და ვიფიქრეთ რომ ექიმი იყო, თუმცა შევცდით. მამაკაცმა შემოგვხედა და გვკითხა:
- -გოგოებო, გუშინ საღამოს 10 საათზე ვინ იმშობიარა?ამ დროს სწორედ ეკამ იმშობიარა. მან აღელვებულმა იკითხა:
- -მე ვიმშობიარე ექიმო. რა მოხდა?
მამაკაცმა დაუფარავი ცნობისმოყვარეობით შეხედა და უპასუხა:
- მე იმ ექიმის ძმა ვარ, ვინც გამშობიარათ. დღეს დილით მან დამირეკა და მთხოვა, რომ სამშობიაროში მოვსულიყავი და რკინის სახელურები დამედუღებინა, რომელიც გუშინ მშობიარობის დროს ერთმა გამხდარმა ქალმა მოგლიჯა. მოვედი და სახელურები ნამდვილად მოტეხილი დამხვდა. მე უბრალოდ მინდოდა მენახა, ნამდვილად პატარა და გამხდარი ხართ თუ არა. ძალიან საკვირველია!