49 წლის ასაკში ბავშვი “თავისთვის” გააჩინა, მაგრამ ბავშვის აღზრდით მეზობლები არიან დაკავებულნი

625

პაპარაცის დღევანდელ სტატიაში – ქალი თავისი შვილის კლასელის ისტორიას გვიამბობს.ჩემს შვილს ერთი კლასელი ჰყავს, რომელიც ჩვენს მეზობლად ცხოვრობს. ისინი ბაღშიც ერთად დადიოდნენ.დედამ ის “თავისთვის” გააჩნია 49 წლის ასაკში.

მახსენდება, რომ ერთხელ, ერთი ძალიან სასიამოვნოდ გატარებული დღის შემდეგ მე და ჩემი ქმარი ბაღში ჩვენი 4 წლის შვილის წამოსაყვანად მივედით. ამ დროს ბავშვის წასაყვანად ნიკას დედაც მოვიდა. ბავშვები გასახდელში იყვნენ, ჩემი შვილი მეგობრებს შთაბეჭდილებებს უზიარებდა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გაყვა უქმეებზე მამამისს მანქანის საბურავების გამოსაცვლელად.

ბიჭებს ყოველთვის აინტერესებთ ტექნიკა, მიუხედავად იმისა, დიდები არიან თუ პატარები, გავიფიქრე მე. სანახაობა, თუ როგორ სწევენ მანქანას, როგორ ხსნიან და უყენებენ ბორბლებს – მისთვის ძალიან საინტერესო იყო. ბავშვი ემოციებით სავსე იყო და ამ ემოციებს ნიკას უზიარებდა.

ამ ყველაფრის მოსმენის და შეგრძნების შემდეგ, ნიკამ მუდარით შეხედა ჩემს ქმარს და უთხრა: “არ შეიძლება, ჩემი მამაც რომ იყო?” რაზედაც დედამისმა აღშფოთებით უპასუხა: “შენ ხომ გყავს ლაშა ბიძია, მამა რად გვინდა?!”

სანამ ნიკა პატარა იყო, მათ ძალიან ხშირად აკითხავდათ ელენეს ძმა, ახლა კი ის ძალიან იშვიათად მოდის, მხოლოდ დღესასწაულებზე და მნიშვნელოვანი თარიღების აღსანიშნავად. დრო გადიოდა, ელენე ბერდებოდა და ნიკას დედამისის გამო რცხვენოდა. ერთხელ, ახალი წლის დადგომამდე, მან დედამისს სთხოვა, რომ მშობელთა კრებაზე არ მისულიყო. “ეკა დეიდა ყველაფერს გადმოგცემს”, – უთხრა მან, როდესაც დედამისმა გაოცებით შეხედა.

ის ჩემს ქმარს ყოველთვის დაჰყვებოდა სათევზაოდ, ავტოფარეხსაც ყოველთვის ერთად ალაგებდნენ, ნიკა ჩვენთან ერთად ძალიან დიდ დროს ატარებდა. მე მხოლოდ “მომხრე” ვიყავი იმისა, რომ ბიჭს მამაკაცური აღზრდა მიეღო, რომელიც მას ძალიან აკლდა. ელენეს მისთვის ამ ყველაფრის მიცემა არ შეეძლო. გული მიკვდებოდა, მას რომ ვხედავდი, ელენე ძალიან მეცოდებოდა.

თითქოს ელენემ შვილი თავისთვის კი არა, არამედ მეზობლებისთვის გააჩინა. რაღაცნაირი უცნაური იდეაა “თავისთვის” გაჩენა… ჩვენ არ ძალგვიძს დროის შეჩერება და ის მოღალატურად გარბის.

მართლაც, 50 წლის შემდეგ ცხოვრება ზოგჯერ უსიამოვნო სიურპრიზებს გვთავაზობს ჯანმრთელობის გაუარესების და ქრონიკული დაავადებების გამწვავების სახით.

შედეგად, ბავშვი მარტო რჩება ცხოვრებისეულ სირთულეებთან, რომლებსაც ის შესაძლოა უფრო მარტივად გამკლავებოდა, თუ ეყოლებოდა მამა, რომელიც მხარს დაუჭერდა და დაიცავდა მას.

ბავშვი ცხოველი არ არის, რომ მოისურვო და იყოლიო, საკუთარი გადაწყვეტილების შედეგების გააზრების გარეშე და მხოლოდ საკუთარ “მინდაზე” დაყრდნობით. მითუმეტეს, რომ ცხოველის შემთხვევაშიც კარგად უნდა გავაანალიზოთ: “რის მიცემა შეგვიძლია მათთვის რა რამდენის?!”

ბავშვის აღზრდა და პიროვნებად ჩამოყალიბება – ერთი დღის საკითხი არ არის. მინიმუმ 20 წელია საჭირო იმისთვის, რომ ის ფეხზე დადგეს და ახლობლების მუდმივი დახმარება არ ესაჭიროებოდეს.

ყველაფერს თავისი დრო აქვს, რადგან დედის გარდაცვალების შემთხვევაში, ის ვერავის ვერ მიმართავს და მხოლოდ სახელმწიფოს იმედად იქნება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს