ალბერტ სედლეცკი, მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე, მელფორდის საშუალო სკოლაში მუშაობდა. იმ დასამახსოვრებელ დღეს, იგი ბავშვებს ბიოლოგიის გაკვეთილს უტარებდა, როგორც ყოველთვის.
მოულოდნელად, სკოლის ხელმძღვანელობამ მას ტელეფონთან დაუძახა. ყურმილის მეორე მხარეს ალბერტს გამოჩენილი ნეიროქირურგი ელოდა. საუბრის შემდეგ მასწავლებელმა იტირა…
სელდეცკი ნიუ-ჯერსის შტატის ამ სკოლაში 40 წელი მუშაობდა. ამ წლების განმავლობაში მოსწავლეებისთვის საყვარელ მასწავლებლად იქცა. ბავშვები მას სიყვარულით მისტერ სეს ეძადნენ.
აღმოჩნდა, რომ მას ურეკავდა ექიმი ლი ბუონო, ალბერტის ყოფილი მოსწავლე. მერვე კლასში იგი ბიოლოგიამ გაიტაცა და გაკვეთილების შემდეგაც კი რჩებოდა, რათა მასწავლებლის დაკვირვების ქვეშ, ბაყაყები გაეკვეთა. ბიჭს ეს იმდენად კარგად გამოსდიოდა, რომ სელდეცკი თვალებს ვერ უჯერებდა.
სკოლის დასრულების შემდეგ, ბუონო სამედიცინო ინსტიტუტში ჩაირიცხა და პირველი კლასის ნეიროქირურგი გახდა. ერთხელ, მას მიმართა მოსამართლემ, რომელსაც კეთილთვისებიანი სიმსივნე ლაპარაკში ხელს უშლიდა. წინ ურთულესი ოპერაცია ელოდა, თუმცა ახალგაზრდა სპეციალისტმა იგი ოსტატურად ჩაატარა.
-“პაციენტი იმდენად ცუდად იყო, რომ ძლივს ლაპარაკობდა. თითქოს მას პირი ამოუკერეს.” – იხსენებს ლი.
მოსამართლე ქირურგის უზომოდ მადლიერი იყო და ჰკითხა, თუ ვინ ურჩია მას სამედიცინოზე ჩაბარება. მაშინ ბუონოს გაახსენდა სედლეცკი, ხნიერი პედაგოგი, რომელმაც პირველად ირწმუნა ლის ძალები და პირველი კლასის ქირურგობა უწინასწარმეტყველა. “დაურეკეთ და ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადეთ. ამ ადამიანის ვალი გაქვთ.” – უთქვამს მოსამართლეს.
ბუონო პაციენტს დაეთანხმა და ძველ სკოლაში დარეკა. მდივანმა სედლეცკის დაუძახა ტელეფონთან და უთხრა, რომ მას დალასიდან ვიღაც ექიმი ურეკავდა. როცა ალბერტმა ლისგან მადლიერების გამომხატველი სიტყვები მოისმინა, ცრემლები ვეღარ შეიკავა.
-“ყველა იმ ადამიანისგან, ვინც თქვენს ექიმად გახდომაზე გავლენა მოახდინა, თქვენ ჩემთვის მოინდომეთ მადლობის გადახდა?” – იკითხა მასწავლებელმა. ალბერტს გული სიამაყით აევსო, ყოფილი მოსწავლის წარმატებამ იგი ძალიან გაახარა.
მასწავლებელმა და მოსწავლემ სკოლაში შეხვედრა დაგეგმეს. ლი მერვეკლასელებთან მივიდა გაკვეთილზე. ქირურგი ბავშვებს მოუყვა, თუ როგორ შეცვალა ამ მასწავლებელმა მისი ცხოვრება, შემატა თავდაჯერებულობა, რომ ყველაფერი გამოუვიდოდა.
სედლეცკი ყველაზე პირველი გაკვეთილი ბაყაყის ტვინს ინახავდა და იგი ბუონოს შეხვედრისას გადასცა. მოგვიანებით, ალბერტმა აღიარა, რომ ამ ზარმა მისი ცხოვრება შეცვალა. ახლა ხნიერი მასწავლებელი მეტი მონდომებით ასწავლის ბავშვებს.
ეს ისტორია ინტერნეტს მოედო. სედლეცკის ამერიკის ყველა შტატიდან დაუკავშირდნენ ყოფილი მოსწავლეები. მათ მას მადლობა გადაუხადეს შრომისთვის და ყველაზე საყვარელი ბიოლოგიც უწოდეს.
საშუალო სკოლის ნიჭიერი მასწავლებლის შესახებ ხელისუფლებამაც გაიგო. იგი თეთრ სახლში, მასწავლებელთა კონგრესზე მიიწვიეს, რომელზეც ქვეყნის საუკეთესო მასწავლებლები გამოცდილებას უცვლიან ერთმანეთს და სწავლების ახალ მეთოდიკებზე საუბრობენ.
კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას, სედლეცკიმ განაცხადა: “მე მასწავლებელი ვარ და მინდა, რაც შეიძლება მეტი მოსწავლე მყავდეს. მათი წარმატება შთამაგონებს და მახარებს.”
სწორედ ასეთ ადამიანებზე დგას განათლების თანამედროვე სისტემა. სამწუხაროდ, ალბერტის მსგავსი მასწავლებელი ძალიან ცოტაა. მე მხოლოდ ორ თუ სამ მასწავლებელს ვიხსენებ სკოლიდან, რომლებმაც თავიანთი საგნები შემაყვარეს.