ამას არ ველოდი! სიდედრის პასუხი, როდესაც შვილიშვილის მასთან დატოვება ვთხოვე

0
1970

უმეტეს შემთხვევაში სიდედრების მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება არსებობს, მაგრამ უფრო ხშირად ისინი მაინცდამაინც არ უყვართ და ნეგატიურად აღიქვამენ. ზოგადი აზრის მიუხედავად, ჩემი კოლეგა საკუთარ სიდედრზე კარგი აზრის არის და მას ძალიან დიდ პატივს სცემს. ერთხელ დავინტერესდი, რა იყო მათი ასეთი შესანიშნავი ურთიერთობის საიდუმლო, რაზედაც მან მიპასუხა:

ჩემი სიდედრის მიმართ საკმაოდ სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი. სიდედრების ხასიათის შესახებ უამრავი სახუმარო ისტორია მქონდა მოსმენილი და ეს მოცემულობად მიმაჩნდა, რადგან ყველა ასეა. გარდა ამისა, ჩემი სიდედრი მარტო ცხოვრობდა და მეგონა, რომ ჩვენს ცხოვრებაში ყველანაირად ჩაერეოდა.

რაღაც პერიოდის შემდეგ დავფიქრდი. დრო გადიოდა, ის კი არ ჩანდა. ის მხოლოდ თავის შვილს ეკონტაქტებოდა. ყოველ დღე მესმოდა, როგორ საუბრობდნენ ისინი ტელეფონით რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგრამ სხვა არაფერი.

ჩვენი პირველი შვილი დაიბადა. ვიფიქრე, რომ ახლა სიდედრი საცხოვრებლად ჩვენთან გადმოვიდოდა, მაგრამ ეს არ მოხდა. მან უბრალოდ ჩვენს შვილს უამრავი ტანსაცმელი მოუტანა და ამის შემდეგ ისევ სადღაც გაქრა. თუ ჩემს ცოლს სასწრაფოდ სადმე წასვლა დასჭირდებოდა, ბავშვთან დედამისი რჩებოდა, შემდეგ კი ისევ სადღაც ქრებოდა. აქედან გამომდინარე, ვიფიქრე, რომ ბავშვი სიდედრთან დაგვეტოვებინა და მე და ჩემი ცოლი ზღვაზე წავსულიყავით დასასვენებლად. ის მაინც მარტო იყო და შვილიშვილი მას შესანიშნავ კომპანიას შეუდგენდა. ჩემმა ცოლმა უცნაურად გაიღიმა და მითხრა, რომ ამის შესახებ დედამისისთვის თავად მეთქვა.

ტკბილეული შევიძინე და სიდედრთან წავედი. ის ძალიან კარგად დამხვდა და ჩაით გამიმასპინძლდა. ჩემი იდეა გავანდე, მან საკმაოდ ყურადღებით მომისმინა და მითხრა:

“პრინციპში, მე შემიძლია, რომ ბავშვი მთელი ზაფხულის მანძილზეც დავიტოვო, მაგრამ შენ ერთ რამეზე არ დაფიქრებულხარ. შენი შვილი ახლა 3 წლის არის და კიდევ როდის მოგეცემა შესაძლებლობა შენი სამი წლის ვაჟის ზღვაზე წაყვანისა? არასოდეს! მომავალ წელს ის უკვე სხვა ასაკის იქნება. თუ ახლა თან არ წაიყვან, ბავშვთან ურთიერთობის შესაძლებლობას დაკარგავ. ეს ნამდვილად გინდა?

წლების შემდეგ კი მას თავად აღარ მოუნდება შენთან ერთად წამოსვლა. მას მეგობრები ეყოლება და სხვა ინტერესები ექნება. შენ კი ძვირფასი მოგონებების გარეშე დარჩები, თუ როგორ გეჭირა მისი ხელი ზღვაზე, როგორ აგროვებდი მასთან ერთად ნიჟარებს და როგორ აშენებდით ქვიშით სხვადასხვა ფიგურებს. ამ ყველაფრის გარეშე დარჩები, თუ ახლა მის გარეშე წახვალ! მას კი სრული უფლება გააჩნია, რომ პირველად ზღვის შესახებ საკუთარი მამისგან მოისმინოს და არა ვინმე სხვისგან. შენ კი შეგიძლია ეს ყველაფერი წაართვა!

საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე გეტყვი, რომ ბავშვები ჩვენთან დროის ძალიან მცირე მონაკვეთით არიან. ამიტომ ეცადე რაც შეიძლება მეტი დრო გაატარო შენს შვილთან”.

მისმა სიტყვებმა დამაფიქრა. მეხსიერებაში ამომიტივტივდა მომენტები, როდესაც ზაფხულში სოფელში მგზავნიდნენ. გამახსენდა, რომ ჩემს მშობლებს ხშირად დრო არ ჰქონდათ ხოლმე ჩემთან ურთიერთობისთვის. შემდეგ კი მამაჩემს ინფარქტი დაემართა და მე მამის გარეშე დავრჩი. სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ ზღვაზე ყველა ერთად წავედით. შემდეგ წელს ჩემი შვილის დატოვების შესახებ არც კი მიფიქრია.

ჩემს სიდედრს ძალიან დიდ პატივს ვცემ, ის ნამდვილად ძალიან ბრძნულად მოიქცა.