2010 წლის შემდეგ პირველად, მეცნიერები გელ–ლაქის გამოყენების რისკებზე გვაფრთხილებენ

149

ფრჩხილები ლაქის გარეშე უბრალოდ გამოიყურება, მაგრამ ასე მორიგ სატკივარს თავიდან აიცილებთ. ახლახანს გაირკვა, რომ მანიკიურის ულტრაიისფერი ნათურა დნმ–ს აზიანებს და სხვა უსიამოვნებებსაც იწვევს. Paparazzi ამ თემაზე დეტალურად გიამბობთ. თუ ფრჩხილების შეღებვას მიჩვეული ხართ, აუცილებლად ბოლომდე წაიკითხეთ.

ფრჩხილები ლაქის გარეშე – დიდი ხანია ჩემს ოსტატთან მანიკიურის გასაკეთებლად არ დავდივარ და ფრჩხილებზე გელ–ლაქს არ ვისვამ. რაღაც მომენტში მივხვდი, რომ ფრჩხილის ფირფიტაზე გაუგებარი მასალების წასმა და ამ სიკეთით 3 კვირა სიარული მომბეზრდა. პირველ რიგში, ფრჩხილი სწრაფად იზრდება და ნაკლებად მიმზიდველად გამოიყურება. მეორეც, ასეთი მანიკიური ფრჩხილებს ასუსტებს. 6 თვეა გელ–ლაქას არ ვიყენებ, მაგრამ დღემდე ბოლომდე ვერ აღდგა და გაძლიერდა. ფრჩხილები გელ–ლაქის გარეშე ბუნებრივად გამოიყურება. ჰიგიენური მანიკიური საკმარისია. სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ წაისვათ უბრალო ლაქი, რომელიც ფრჩხილს არ აზიანებს.

სილამაზის ინდუსტრიაში ბოლო 10 წელია ფრჩხილებზე გელ–ლაქის წასმა ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული პროცედურაა. ეს გასაკვირი არაა, რადგან ასეთი მანიკიური ქალის ცხოვრებას ამარტივებს. ფრჩხილები დიდხანს მოვლილი გამოიყურება, საფარი არ ტყდება და არ ისვრება. ფრჩხილები ზომიერად იზრდება. კიდევ რა არის საჭირო ბედნიერებისთვის? ალბათ, ჯანმრთელობა. აი, აქ, პრობლემები ჩნდება.

ასეთი მანიკიურის ყველა უპირატესობა ლაქის საშრობი აპარატის ულტრაიისფერი გამოსხივების წყალობით შესაძლებელია. ეს სინათლე გელ–ლაქში ქიმიურ კომპონენტებს ააქტიურებს, რის ხარჯზეც სწრაფად შრება და მაგრდება. საიდუმლო არაა, რომ რუჯი ჯანმრთელობისთვის სახიფათოა. ხოლო გარუჯვა ულტრაიისფერი გამოსხივებით ორგანიზმისთვის ნელი მოქმედების ბომბია. ადრე ამ ფაქტსა და გელ–ლაქის საშრობი აპარატის ულტრაიისფერ გამოსხივებაზე ანალოგი არავის გაუკეთებია. საბედნიეროდ, ახლახანს ასეთი კვლევა გამოჩნდა.

გელ–ლაქის საშრობი ლედ აპარატის საშიშროების კვლევა – კალიფორნიაში სან–დიეგოს უნივერსიტეტის მკვლევარებმა მანიკიურის მოწყობილობის მუშაობის პრინციპი დეტალურად შეისწავლეს. გაირკვა, რომ ლედ ნათურები ასხივებს ულტრაიისფერი სინათლის განსხვავებულ სპექტრს, ვიდრე სოლარიუმის ნათურები. თუმცა ორივე სპექტრი კანცეროგენულია.

მკვლევარებმა ადამიანების და თაგვების უჯრედების სხვადასხვა კომბინაცია გამოიყენეს და აღმოაჩინეს, რომ გელ–ლაქის საშრობი აპარატით ერთი 20 წუთიანი პროცედურა პეტრის ფინჯანში უჯრედების 30%–ს კლავს, ხოლო სამი მომდევნო 20 წუთიანი პროცედურით უჯრედების 65-70% კვდება. მეცნიერები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ მანიკიურის ასეთი საშრობი აპარატის გამოყენებამ დნმ–ის შეცვლა და უჯრედების მუტაცია შეიძლება გამოიწვიოს.

ექსპერიმენტის შედეგები და წინა მტკიცებულებები დარწმუნებით ადასტურებს, რომ გელ–ლაქის საშრობი აპარატის გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს ხელის კიბო, ასევე სოლარიუმის მსგავსად ნაადრევ სტადიაზე კანის კინოს რისკი შეიძლება გაზარდოს. ამავდროულად, კალიფორნიელი მეცნიერები თვლიან, რომ ეს თემა ბოლომდე შესწავლილი არაა. ბევრი სამეცნიერო კვლევა უნდა ჩატარდეს იმის სანახავად, ნამდვილად ასეთი ძლიერია თუ არა გელ–ლაქის საშრობი აპარატის ზიანი. ასეა თუ ისე, გირჩევთ, ამ საკითხს სერიოზულად მიუდგეთ.

გახსოვდეთ, რომ მანიკიური შემოწმებულ ადგილებში უნდა გაიკეთოთ, სადაც ჰიგიენა არ ავიწყდებათ. ოსტატთან სახლში სიარულს არ გირჩევთ, რადგან ხშირად იქ ჰიგიენური ნორმები დაცული არაა. ხელსაწყოების არასწორი დამუშავება ბევრი სერიოზული პრობლემის მიზეზი შეიძლება გახდეს. მათი მოგვარება თავად მოგიწევთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს