როცა საცხოვრებლად ნაქირავებ ბინაში გადავედი და საწოლი გამიჩნდა, ჩემი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალა. როგორც იქნა, კარგად გამოვიძინე. მყუდრო ბუნაგში წოლა ყოველთვის სასიამოვნოა. სწორედ ამიტომ, გამიკვირდა, როცა გავიგე, რომ იაპონელები იატაკზე იძინებენ. ნუთუ ასე მოსახერხებელია? იაპონური ტრადიციები ჩვენგან დიდად განსხვავდება. იაპონელებისთვის იატაკზე ძილი არა მხოლოდ ტრადიციაა. ეს გააზრებული არჩევანია, რომელსაც ყველა იაპონელი ჯანმრთელობისთვის აკეთებს. აღმოჩნდა, რომ ამ ჩვევას ბევრი უპირატესობა აქვს. Paparazzi ამ ყველაფერზე დეტალურად გიამბობთ.
იაპონური ტრადიციები – იაპონიაში დღეგრძელობა დიდი ხანია ჩვეულებრივი მოვლენა გახდება. ამომავალი მზის ქვეყანაში 100 წლიანი 30 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. ზოგი იტყვის, რომ საქმე გენეტიკაშია. სინამდვილეში, ყველაფერი ცხოვრების წესზეა დამოკიდებული. მაგალითად, იაპონელი დღეგრძელის კანე ტანაკეს, რომელმაც 119 წელი იცოცხლა, ცხოვრების ერთ–ერთი წესი იატაკზე ძილი იყო.
ჩვენთვის ეს საკმაოდ უცნაურია, რადგან კომფორტს მიჩვეული ვართ, მაგრამ იაპონელები ასეთ ძილში ბევრ უპირატესობას ხედავენ. პირველ რიგში, ზურგისთვის სასარგებლოა. თუ ზურგის ტკივილი დიდი ხანია გაწუხებთ, სწორ ზედაპირზე დაწექით. დარწმუნებული ვართ, რომ სხვაობას იატაკზე გატარებული პირველივე ღამის შემდეგ იგრძნობთ. მეორეც, სწორ ზედაპირზე წოლით თქვენი ხერხემალი სწორ პოზას ინარჩუნებს. ეს სხეულის მოხრას ხელს უშლის და დღის განმავლობაში ნაკლებად მოიხრებით. იატაკზე წოლა ცუდი დგომის გამოსწორებას ხელს უწყობს. იატაკზე წოლისას მთელი სხეული თანაბრად ნაწილდება და სხვადასხვა ნაწილზე ზეწოლას არ გრძნობთ. შედეგად, ყველა შინაგანი სისტემის მუშაობა წესრიგდება და დილით თავს მხნედ გრძნობთ. გარდა ამისა, ამ პოზაში ძილი შესაძლო დაბუჟებას და სხეულში ჩხვლეტას თავიდან აგაცილებთ.
იატაკზე ძილის უპირატესობები – იაპონელები არა სიტყვით, არამედ საქმით ამტკიცებენ, რომ იატაკზე ძილს ბევრი სარგებელი მოაქვს. გაჯანსაღების გარდა ძილის ხარისხიც გაუმჯობესდება. გაღვიძებისას კიდევ 5 წუთით ძილის და სიზმრის დასრულების სურვილი აღარ გექნებათ. მაღვიძარა თქვენი წამება აღარ იქნება. გარდა ამისა, იატაკზე წოლა ბანალურად მომგებიანია. საწოლის და ლეიბის ყიდვა საჭირო არაა. ორივე ძვირადღირებული ნივთია. ასე თანხის დაზოგვას შეძლებთ. იაპონური ტრადიციებით, ფუტონზე უნდა დაწვეთ. ეს სქელი ბამბის ლეიბია, რომელიც დილით მარტივად იკეცება და ბინაში ადგილს არ იკავებს.
ვინ არ უნდა დაწვეს იატაკზე – თუ ზურგის სერიოზული პრობლემები გაწუხებთ, ექიმს გაესაუბრეთ, სანამ იატაკზე წოლას დაიწყებთ. რიგი უკუჩვენებები არსებობს, რის გამოც მყარ ზედაპირზე წოლა მხოლოდ ზიანს მოგიტანთ. მაგალითად, იატაკზე წოლა ალერგიული ხალხისთვის არ შეიძლება. იატაკზე მტვერი და სხვა ჭუჭყი გროვდება, რის გამოც ხველა და ყელში წვა შეიძლება გაჩნდეს. ეს გაითვალისწინეთ. ასეთი ძილი შეუფერებელია, თუ ძვლებთან დაკავშირებული პრობლემები გაწუხებთ. სახსრები იატაკზე გატარებული ღამის შემდეგ შეიძლება უფრო აგტკივდეთ.
მოხუცებისთვის მსგავსი ექსპერიმენტები არასასურველია, თუ ჯანმრთელობა საუკეთესოს სურვილს ტოვებს. ასაკთან ერთად მოძრაობა მცირდება, ამიტომ ბებია–ბაბუას იატაკიდან ადგომა შეიძლება გაუჭირდეს. გარდა ამისა, იატაკი საკმაოდ ცივია. ეს ყველაზე მეტად მაბრკოლებს, როცა ძილის ადგილის შეცვლაზე ვფიქრობ. თუ იატაკზე ძილს აპირებთ, ისე მოაწყვეთ, რომ შუაღამით სიცივემ არ გაგაღვიძოთ.
იაპონურ ტრადიციებში არის რაღაც მიმზიდველი და შეუცნობელი. გირჩევთ, იატაკზე დაწვეთ და თავად შეამოწმოთ, რამდენად კომფორტული იყო ასე ძილი.